Logo
გაძლიერებული ძებნა
«    დეკემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
Advertisement on this site
არქივი

ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site

იმერეთის მხარის რწმუნებული – გუბერნატორი მოადგილეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 2017 წლის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტების მიმდინარეობით მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატიც დაინტერესდა. წლის ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორისაა მეორე სვირისა და სადგურ სვირის შემაერთებელი გზის მონაკვეთი.


პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი 7,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ არის დაფინანსებული.


აღსანიშნავია, რომ გზას რეაბილიტაცია 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც, ბეტონის საფარი ფაქტობრივად განადგურებული იყო და მასზე გადაადგილება შეუძლებელი. პროექტის დაწყებამდე აღნიშნული მონაკვეთის დაფარვას თითქმის ნახევარი საათი ჭირდებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი 7,5 კმ-იანი გზის გავლა 10 წუთში გახდება შესაძლებელი.

მშენებლობაზე 60 ადამიანია დასაქმებული. 7,5 კმ-იანი გზის სიგანე 6 მეტრია. პროექტის ფარგლებში, გზის მთლიან მონაკვეთზე მოეწყობა 18 სმ-იანი არმირებული ცემენტობეტონის საფარი, ზედაპირული წყლების აცილების ქსელი, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის პროფილირებული არხები. ამას გარდა, უსაფრთხოების მიზნით, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მონტაჟი. პროექტი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. თავისი მასშტაბებით ასევე მნიშვნელოვანია სოფელ ტაბაკინის გზის მშენებლობის სამუშაოები, სადაც პირველად ხორციელდება წმინდა გიორგის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. კეთილმოწყობას 2690 მეტრიანი მონაკვეთი ექვემდებარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტაბაკინი ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი გახდეს, რადგან სოფელში მოქმედი ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი მე – 7 მე – 8 საუკუნეებით თარიღდება. სამუშაოები მგფ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 921 173 ლარია. პროექტის დასრულება 2017 წლის სექტემბრისთვის იგეგმება.
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ