სიახლეები 04.07.2011 » site of SVIRI
Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივლისი 2011    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
ავსტრიული შეკრების დასკვნითი სპარინგ-მატჩი


2011 წლის 4 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების დასკვნითი საკონტროლო მატჩი გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე რუმინული ფეხბურთის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ქალაქ კლუჟის საფეხბურთო კლუბი ”უნივერსიტატია” გახლდათ.



შეხვედრა ქალაქ ზაალფელდის სტადიონ ”პილცგაუზე” გაიმართა და ადგილობრივი დროით 20:30 (თბილისის დროით - 22:30) საათზე დაიწყო.
 
Read More




ავსტრიის ალპებში მყოფი საქართველოს ჩემპიონი დღეს შეკრების ბოლო სპარინგ-მატჩს ითამაშებს. ”ზესტაფონის” მეტოქე კლუჟის ”უნივერსიტატია” იქნება, რომელმაც რუმინეთის ბოლო ჩემპიონატში 47 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზე გავიდა. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მას ერთ-ერთი რუმინული ტელეარხი გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ ”ზესტაფონმა” ტიროლურ შეკრებაზე უკვე 3 საკონტროლო მატჩი გამართა. პირველად ქართველები რუმინეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბს, ბუქარესტის ”სტიაუას” დაუპირისპირდნენ და 0:1 წააგეს. მეორე მეტოქე გახლდათ ლვოვის ”კარპატი”. ევროპის ლიგის შარშანდელი გათამაშების მე-3 ეტაპზე ”კარგად გაცნობილ” (0:1, 0:1) უკრაინელებთან გია გეგუჩაძის გაწვრთნილებმა უგოლო ფრედ ითამაშეს. ბოლო სპარინგში კი, ”ზესტაფონი” შვეიცარიელ ”კოლეგას” - ”ბაზელს” გაეჯიბრა და 0:4 წააგო.
კლუჟელებთან სპარინგის მეორე ღამეს ქართველები საქართველოში გამობრუნდებიან. ერთდღიანი შესვენების შემდეგ, გეგუჩაძე კვლავ შეკრებს გუნდს და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე დებიუტისთვის მზადების დასკვნით სტადიაში გადაიყვანს.
მოლდოვურ ”დაჩიასთან” პირველი მატჩი, 13 ივლისს, ”დავით აბაშიძეზე” ჩატარდება. ზესტაფონურ საფეხბურთო არენაზე დასასწრები ბილეთი 7, 10 და 20 ლარი ეღირება. ცნობისათვის, 20-ლარიანი ბილეთი მხოლოდ 100 ცალი გაიყიდება. ძირითადი დატვირთვა მოვა აღმოსავლეთი სექტორის შვიდ და დასავლეთი სექტორის ათლარიან ბილეთებზე. სულ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ტრიბუნებზე 4553 ადგილია.
დაბოლოს, ქართველ და მოლდოველ ჩემპიონთა ზესტაფონურ დაპირისპირებას სტუმართა მხრიდან შეიძლება მეტად მაღალი რანგის მაყურებლები ეყოლოს. იმერული კლუბის პრესატაშე სერგო ფუტკარაძის თქმით, საპატიო სტუმართა შორის აუცილებლად იქნება მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი. მისივე თქმით, დიდი ალბათობაა, ჩემპიონთა ლიგაზე ორივე გუნდისთვის სადებიუტო მატჩის ”ცოცხლად” ხილვისთვის, მოლდოვის პრეზიდენტი მარიან ლუპუც ჩამოვიდეს.



ფრიდონ კერვალიშვილი
www.fczestafoni.ge-ის ფოტო[
 
Read More


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ