მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად, იუსტიციის სახლის ვებ–გვერდიდან შეუძლიათ მიიღონ ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობა და საინფორმაციო ბარათი. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი გაბრიელაშვილის თქმით...
დედაქალაქის მერიის ახალი სერვისით დაინტერესება დიდია, თუმცა გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევები ისევ საგანგაშო. ათეულობით მოწამლული და 8 გარდაცვლილი მოქალაქე, ეს წლევანდელი სეზონის სტატისტიკაა.
მონაცემები გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს უკვე აღემატება.
ბუნებრივი აირით მოწამვლის გახშირებულ ფაქტებს თავად მოქალაქეების დაუდევრობას უკავშირებს "ყაზტრანსგაზ-თბილისი". კომპანიაში აცხადებენ, რომ აბონენტთა ნაწილი მათი რეკომენდაციის მიუხედავად, კუსტარულად დამზადებული გამათბობლის გამოყენებაზე უარს არ ამბობს.
თბილისის მერიის სარეკლამო რგოლი ტელეეთერში ზამთრის სეზონის დადგომისთანავე გამოჩნდა. დედაქალაქის მთავრობა და "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ცხელ ხაზზე დარეკვას მოქალაქეებს გამათბობლის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით ურჩევენ. საკუთარი უსაფრთხოების რევიზიის მსურველი ბევრია.
კუსტარული ტიპის გაზის გამათბობელი, რომელიც ჟანგბადსაც ოთახის ჰაერიდან იღებს და გამონაბოლქვ აირებსაც ოთახში აგროვებს – ეს ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. თეორიულად ყველამ იცის, თუმცა ის ბაზრობებსა და ოჯახებში მაინც ხშირია. ავტორი: ლელა ბაღდავაძე