Logo
გაძლიერებული ძებნა
«    თებერვალი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
Advertisement on this site
არქივი

ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
navigator.ge
როგორ მზადდება ინტელის პროცესორები ყველას გაინტერესებთ ალბათ, თუ როგორ მზადდება თქვენს კომპიუტერებში არსებული პროცესორები და მათი კრისტალები, რომლებშიც ასობით მილიონი ტრანზისტორია ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს სტატია ეფუძნება Intel-ის საიტზე გავრცელებულ დოკუმენტაციას და აღწერს პროცესორის წარმოების უმთავრეს ფაზებს, კონკრეტულად კი Nehalem არქიტექტურის წარმოებას.
ქვიშა...
 
Read More


შეთანხმება ევროკავშირის ზონაში ქართული პროდუქციის დაცვის შესახებ


შეთანხმება ევროკავშირთან საქსტატის ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. შეთანხმების ფარგლებში დაცული იქნება ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 18 დასახელება: „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“, „წინანდალი“, „გურჯაანი“, „მანავი“, „კახეთი“, „კარდენახი“, „მუკუზანი“, „თელიანი“, „ატენი“, „ნაფარეული“, „სვირი“, „ტვიში“, „ახაშენი“, „კოტეხი“, „ყვარელი“, „ვაზისუბანი“, „ტიბაანი“...
 
Read More


http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/14670-avghanethshi-sami-qarthveli-samkhedro-mosamsakhure-daighupa.html

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალები ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა, რომლებიც ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანას, დაიღუპნენ საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად, ”თალიბებთან” შეტაკებისას.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეები მე-3 ქვეითი ბრიგადის 31–ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.


 
Read More


ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგება ხვალ დაიწყება

"ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგება ხვალ დილიდან დაიწყება და 31 მარტამდე დასრულდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა, ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა. "ელექტროენერგიის ვაუჩერი ყველა ოჯახზეა გათვლილი. დარიგების პროცესი ეტაპობრივად, ხვალ თბილისიდან და სხვა თვითმმართველი დიდი ქალაქებიდან დაიწყება და 31 მარტამდე 20 ლარი ყველა აბონენტს დაერიცხება", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
მისივე განმარტებით, ტელეფონის ნომერზე: 251-00-33 უკვე ამოქმედდა "ცხელი ხაზი", რომელზეც მოქალაქეებს როგორც ვაუჩერის გამოყენების წესთან, ისე ვაუჩერიზაციის სისტემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეეძლება. გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის თქმით, წელს სრულად აღმოფხვრილია მოქალაქეთა მონაცემთა ბაზაში არსებული ხარვეზი, რაც შარშან გამოიკვეთა.
"პრობლემა, რომელსაც ვაუჩერის დარიგებისას შარშან წავაწყდით და ეს ძირითადად მოქალაქეთა ბაზას ეხებოდა, დღეისთვის აღმოფხვრილია. ჩვენ გვაქვს მილიონ 250 ათასი აბონენტის ბაზა", - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგების ინიციატივა პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. შესაბამისი დავალება პრეზიდენტმა მთავრობას რამდენიმე დღის წინ მისცა
 
Read More


ფრთხილად,ზამთარია!


ფრთხილად,ზამთარია!


ასეთი ცივი ზამტრის პერიოდში ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ,როგორც ფეხით მოსიარულენი ასევე განსაკუთრებული ყურადღება მართებს მძღოლებს.ჩვენი დუხჭირი ცხოვრების ფონზე გზა რომ კატასროფულ მდგომარეობაშია,ალბათ არც გვიკვირს,მაგრამ ჩვენი სიცოცხლე არ უნდა დავკარგოთ ჩვენივე გაუფრთხილებლობით.მანამ სანამ ცივილიზაცია ჩვენამდეც მოვა და გზებზე ტექნიკური მარილის დაყრას დაიწყებენ,სანამ გზა გზას დაემსგავსება და ხიდი ხიდს,გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და საკუთარ თავს ასმაგი მობილიზირებით.რამოდენიმე დღის უკან კატასტროფა მოხდა ყვირილის ხიდზე ,რომელიც პირველ სვირში მდებარეობს.ჯერ იყო და ჟიგულის 06 მარკის ავტომობილი გადავარდა ხიდზე,მას შემდეგ კი მისი ბედი ნივამაც გაიზიარა.ორივე შემთხვევაში სასწაულებრივ გადარჩა ყველა მგზავრი.ასე რომ ფრთხილად!
 
Read More


უიტნი ჰიუსტონს 18 თებერვალს დაკრძალავენ უიტნი ჰიუსტონს ნიუ-ჯერსის შტატში 18 თებერვალს დაკრძალავენ. ტელეკომპანია CBS-ის ცნობით, გარდაცვლილ მომღერალს მის მშობლიურ ქალაქ ნიუარკში მდებარე ერთ-ერთი ტაძრიდან გამოასვენებენ. დაკრძალვამდე ორდღიანი სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება, რათა გარდაცვლილთან გამომშვიდობება ყველამ შეძლოს.
დღეს დილით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უიტნი ჰიუსტონის დაკრძალვის ცერემონია 17 თებერვალს გაიმართებოდა, თუმცა, ამ დროისთვის თარიღი დაზუსტდა. მომღერლის ცხედარი ლოს-ანჯელესიდან მშობლიურ ქალაქ ნიუარკში კერძო თვითმფრინავით დღეს დილით გადაასვენეს.
უიტნი ჰიუსტონი 48 წლის ასაკში, 12 თებერვალს გარდაიცვალა. მომღერლის ცხედარი ლოს-ანჯელესში, სასტუმრო "ბევერლი ჰილტონის" ნომერში აღმოაჩინეს. პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ცხედარს ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. მომღერალს ფილტვებში წყალი აღმოუჩინეს.
 
Read More


Previous 1 2 Next


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ