Logo
გაძლიერებული ძებნა
«    მაისი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
დღეს გიორგობაა მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას ყოვლადწმინდა სამების ტაძარში აღავლენს. წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მართველობის დროს მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით, უფალმა მიცვალებული მკვედრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს.

წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან შევიდა.
 
Read More


http://www.kvirispalitra.ge/history/12107-faqtebi-da-versiebi-iyo-thu-ara-rusethis-imperatori-petre-i-qarthveli.html
 იყო თუ არა რუსეთის იმპერატორი პეტრე I ქართველი? არცთუ შორეულ წარსულში (სამწუხაროდ, ზუსტ თარიღს ვერ ვიხსენებ) იმ დროისთვის პოპულარულ ჟურნალ "ნიანგის" ერთ-ერთ ნომერში მრავლისმეტყველ კარიკატურას წავაწყდი, რომელზეც "ტრფიალების აღმგზნები ფაფუკი ღაბაბითა" და "პატივსაცემი და პატივცემული ღიპით" დამშვენებული ორი ქართველი და მათი დიალოგი აღებეჭდათ. ერთ-ერთს საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოები ეჭირა ხელში. ანეკდოტის შინაარსი დაახლოებით ასეთი გახლდათ: წიგნებით დატვირთულ "დარბაისელ" ქართველს მეგობარი ეკითხება: - რა იყო, გამოცდაზე ხომ არ მიდიხარ, რად გინდა ამდენი წიგნი? მეორე კი უხსნის: - საღამოს ახლობლის ვაჟის ქორწილში ვარ თამადად დაპატიჟებული და უნდა წავივარჯიშოო.

სამწუხაროდ, ისტორიისადმი...
 
Read More


http://www.kvirispalitra.ge/history/12055-skolashi-mastsavleblebis-mosafereblad-midioda.html     სკოლაში მასწავლებლების მოსაფერებლად მიდიოდა ყველა ქართველისათვის საყვარელი მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, ჩვეულებისამებრ, ახლობელ ადამიანებს შეხვედრისას თავის დევურ მკლავებში მოიქცევდა და გულში ისე ძალუმად ჩაიკრავდა, რომ ლამის გუდავდა. ქალბატონებს ხომ საერთოდ ჰაერში დააფრიალებდა.მისი შვილები ჩვენს სკოლაში სწავლობდნენ და მართალია, იშვიათად, მაგრამ მაინც მოდიოდა ხოლმე ამბის საკითხავად, უფრო კი იმისათვის, რომ მასწავლებლებს მოსიყვარულებოდა. ერთხელაც, შესვენებაზე...
 
Read More


http://www.kvirispalitra.ge/history/12195-ras-miakvlia-kosmosurma-thanamgzavrma-egvipteshi.html
რას მიაკვლია კოსმოსურმა თანამგზავრმა ეგვიპტეში iნფრაწითელმა ფოტოებმა, რომელიც ამერიკელმა მეცნიერებმა კოსმოსური თანამგზავრის დახმარებით გადაიღეს, აქამდე უცნობი 17 ეგვიპტური პირამიდა დააფიქსირა.

ინფრაწითელი გადაღება კოსმოსიდან მნიშვნელოვანია იმით, რომ მიწის ქვეშ დამალული ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
კოსმოსიდან ეგვიპტის ტერიტორიის ამ მეთოდით გადაღებისას მეცნიერებმა ათასამდე სამარხსა და სამი ათასამდე უძველეს დასახლებას მიაკვლიეს.
"კოსმოსური აღმოჩენის" ადგილზე მუშაობა არქეოლოგებმა უკვე დაიწყეს.
 
Read More


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ