Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივნისი 2012    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
დეკემბერი 2016 (3)
ოქტომბერი 2016 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
მარგველებმა საჩემპიონო რეგალიები კიდევ ერთი წლით ჩაიბარეს
"Europe-bet"-მა “ზესტაფონი” 100000 დოლარით დააჯილდოვა



მარგველებმა საჩემპიონო რეგალიები კიდევ ერთი წლით ჩაიბარეს

მიმდინარე წლის 16 ივნისს საქართველოს 2012 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ზედიზედ მეორე ”ოქროს” სეზონი საჩემპიონო ზეიმით დაასრულა. ზესტაფონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ესტუმრნენ.
ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებმა XXIII ეროვნული ჩემპიონატის ტრიუმფატორებს ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი გადასცეს.
საქართველოს ჩემპიონატის სპონსორის "Europe-bet"-ის დირექტორმა გიორგი გედევანიშვილმა კი მარგველთა კაპიტან ზურაბ მამალაძეს 100 000 დოლარიანი ჩეკი გადასცა.
 
Read More


მიწისძვრას საქართველოში ნგრევა არ გამოუწვევია    დღევანდელ მიწისძვრას საქართველოში ნგრევა არ გამოუწვევია. ნგრევა სტიქიას არც მიწისძვრის ეპიცენტრში – კასპის რაიონის სოფელ წინარეხში მოჰყოლია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა თენგიზ დონაძემ განუცხადა, მოსახლეობაში პანიკა არ არის. მისი თქმით, ბიძგებს თან ახლდა ძლიერი ხმა მიწიდან.
საქართველოში მიწისძვრა დღეს, 20:30 საათზე დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კასპიდან 12 კილომეტრში, სოფელ წინარეხში იყო.
ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,8 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში.
სეისმოლოგების ცნობით, ამ სიმძლავრის მიწისძვრას ნგრევის გამოწვევა არ შეუძლია.
 
Read More


http://www.ambebi.ge/kultura/55348-aishvaria-rai-ar-maghelvebs-ras-fiqrobs-khalkhi.html
აიშვარია რაი - ”არ მაღელვებს, რას ფიქრობს ხალხი”
ყოფილი "მის მსოფლიო" და ბოლივუდის ვარსკვლავი აიშვარია რაი ლონდონში სასტუმრო Bulgari- ს გახსნის ცერემონიას მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრო.

ვარსკვლავმა არჩევანი ტრადიციულ ინდურ სამოსზე შეაჩერა. მსახიობმა მშობიარობის შემდეგ ფორმა დაკარგა და მაქმანებიან შავ მოსაცმელში ზედმეტ წონას მალავდა. მსახიობის გარეგნობამ საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

აიშვარია გარეგნობის თემაზე კრიტიკას გულგრილობით პასუხობს და ყველა ინტერვიუსა და ტელეგადაცემაში აცხადებს, რომ არ აღელვებს, ამ საკითხზე რას ფიქრობს ხალხი.

იგივე განაცხადა მან გუშინ გამართულ ღონისძიებაზე. აიშვარიას თქმით, მის ცხოვრებაში ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი მხოლოდ შვილი და მისი მომავალია.

"გაინტერესებთ, რა არის ნამდვილი ნეტარება? - ეს ჩემს გოგონასთან თამაში და მისი ღიმილია", - განუცადა აიშვარიამ ჟურნალისტებს.

მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.
 
Read More


http://www.ambebi.ge/sazogadoeba/55394-eqimis-gulgriloba-thu-sadazghvevo-sistemis-gaumarthaoba-ra-gakhda-27-tslis-fekhmdzime-qalis-gardacvalebis-mizezi.html
27 წლის ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების მიზეზი ხონის რაიონის მედპერსონალი, სადაც ორი დღის წინ საკეისრო კვეთით 27 წლის ალისა ახვლედიანი გარდაიცვალა,პასუხიმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. "აბა, ვის უნდა შემოაკვდეს პაციენტი, თუ არა ექიმს" - განაცხადა ხონის რაიონულ საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა, რომელთანაც "ამბები.გე"-მ ტრაგედიის დეტალები მოიკითხა. მისი თქმით, ქალის სიცოცხლის რისკი ორსულობის დროს 50/50-ზეა.
გარდაცვლილი გოგონას...
 
Read More


თბილისის ცაზე უცნაურ ნათება[გუშინ ღამით, თბილისის ცაზე უცნაურ ნათებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა .
გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობამ ცაზე სპირალისებული ნათება შენიშნა. ოფიციალური განმარტება მომხდარზე ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
სოციალურ ქსელებში უცნაურ ნათებას კომეტის გამოჩენას ან რაკეტის კვალს უკავშირებენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსგავსი ნათება დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანშიც შენიშნეს. მოქალაქეები იხსენებენ, რომ მსგავს მოვლენას ადრე ნორვეგიაში ჰქონდა ადგილი, რაც რუსეთის მიერ გაშვებულ რაკეტას დაუკავშირეს, რომელმაც კონტროლი დაკარგა და ბრუნვა დაიწყო.
ამასთან, , რუსული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, რომ მოხდა რაკეტა "ტოპოლ"–ის გამოცდა.
 
Read More


უპროცენტო მობილური განვადება სმარტფონებზესაქართველოს ბანკი და mymobile.ge მომხმარებლებს ერთობლიც აქციას სთავაზობენ.
მომხმარებელი. რომელიც საქართველოს ბანკის უპროცენტო განვადებით შეიძენს iPhone-ის, Blackberry-ს თუ Android-ის მობილურ ტელეფონებს მიიღებს 3გბ-მდე მობილურ ინტერნეტს საჩუქრად.
ასევე, მას ვისაც სურს ახლად შეძენილი მობილური ტელეფონით მართოს მისი ანგარიშები და განახორციელოს სხვადასხვა საბანკო ოპერაციები, აქციის ფარგლებში ეძლევა საშუალება გააქტიუროს მობილბანკის ახალი აპლიკაცია.
საქართველოს ბანკის განვადება ძალაშია1 ივლისამდე და განვადების ყოველ 10 ლარზე მომხმარებელი მიიღებს 3 კილოვატამდე ელექტროენერგიას საჩუქრად.
 
Read More


პარლამენტის  ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპაქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს ჩამონგრევისას ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ დღეს საღამოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" წარმომადგენლის, მშენებლობის პროექტის მენეჯერ კობა გელაძის ინფორმაციით, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ხელმძღვანელობს და შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი დამხმარე ნაგებობის ხარაჩო ჩამოინგრა, "თავად შენობას კი საფრთხე არ ემუქრება".
 
Read More


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ