6 წლის მარიამ ფაიქიძის ისტორიამ ძალიან ბევრს მისცა სიკეთის გაკეთების საშუალება. გოგონას სიცოცხლე სასწორზე დადო თავის ტვინში აღმოჩენილმა სიმსივნემ და წერილების გამოქვეყნების შემდეგ, მის სახელზე დაახლოებით 30 000 ლარამდე გადაირიცხა. ღმერთმა თუ ინება, და მარიამი განიკურნა, ხალხის ეს ქველმოქმედება სასწაულად იქცევა.
მართალია, მარიამის მკურნალობის პირველ კურსს თითქმის...
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას აღავლენს, რომლის შემდეგადაც ხილს აკურთხებს. ტაძარში მღვდელმსახურები წაიკითხავენ წმინდა სახარებიდან ადგილს, სადაც თაბორის მთაზე უფლის ფერისცვალებაზეა მოთხრობილი . ფერისცვალების დღესასწაული უფლის უდიდეს 12 დღესასწაულთა შორის არის. ამ დღეს უფალმა თაბორის მთაზე 3 მოციქულის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა, გაბრწყინდა. მას წმინდა მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, რომლებიც უფალს იერუსალიმში მის მომავალ ჯვარცმაზე ესაუბრებოდნენ, ზეციდან კი მოციქულებს ხმა მოესმათ: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მაგის ისმინეთ!". ყოველ წელს თაბორის მთაზე ხილული სასწაული დღემდე აღესრულება - მთას ღრუბელი ადგება.
Lenovo 21 აგვისტოდან გაყიდვაში ჩაუშვებს ახალ ულტრაბუქს Thinkpad სერიიდან. ThinkPad X1 Carbon სხვადასხვა კონფიგურაციით გამოვა, თუმცა საბაზო მოდელი მიიღებს Core i5-3317U 1.7GHz CPU-ს და 128GB SSD-ს. 14 დიუმიანი დისპლეი მაქსიმუმ 1600x900 გარცევადობას უზრუნველყოფს. მომხმარებლის განკარგულებაშია ასევე 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებაც. Rapid Charge ტექნოლოგიის დახმარებით კი ულტრაბუქის ბატარეა 80%-ით იტენება ნახევარ საათში. საბაზო მოდელის ფასი ამერიკულ ბაზარზე $1,399 იქნება.
14 წლის იყო, როდესაც პირველად ოჯახიდან წავიდა. ამ ფაქტით დიდხანს ამაყობდა, სანამ არ გაიგო, რომ ბობ დილანი მის ასაკში უკვე რვაჯერ იყო სახლიდან გაქცეული. მოთხრობების წერა ბავშვობიდან დაიწყო, პოპულარობა კი უკვე ზრდასრულ ასაკში ეწვია. მწერალ დათო ტურაშვილის შემოქმედებას მკითხველის ყველა თაობა იცნობს. საინტერესოა მისი საჯარო გამოსვლები. ამჯერად ახალ პიესაზე მუშაობს. "დოდოს მოლოდინი" ქართველ ემიგრანტ ქალბატონებს ეძღვნებათ. ინტერვიუზე სახლში ვესტუმრე. რთულია მისი დათანხმება. არასოდეს სცალია. შაბათ-კვირას კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს. დათო ტურაშვილის ბავშვობა...