Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აპრილი 2013    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ოქტომბერი 2017 (1)
სექტემბერი 2017 (1)
აგვისტო 2017 (3)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
დახმარების პროგრამა მეორე სვირში ფერხდება


სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს პროექტს სოფლების დასახმარებლად.

არსებობს 2 სახის დახმარება ,რომელიც გამოიხატება 2 ტიპის ბარათის სახით,კერძოდ:

პირველი ბარათი გამოიყენება დახვნა გაფხვიერების სამუშაოების ჩასატარებლად,ხოლო მეორე ბარათის საშუალებით თქვენ სპეციალიზირებულ მაღაზიებში შეგიძლიათ

შეიძინოთ სხვადასხვა სახის საქონელი.

მეორე სვირში შეინიშნება მთელი რიგი შეფერხებები , რომელიც გამოწვეულია მთელი რიგი სუბიექტურ-ობიექტური პირობებით.

ერთერთი პრობლემა მგომარეობს შემდეგში- მიწების აღწერა რომელიც დაევალა სოფლის თვითმმართველობას არასრულყოფილია.მიუხედავათ იმისა რომ არსებობს

პირველადი და დამატებითი სიები,კვლავ დარჩა კომლების გარკვეული რაოდენობა რომლებსაც არ მიუვიდა ბარათები.მათ სიაში მეც აღმოვჩნდი .ჩემს ძმას, რომელიც ცალკე

კომლია აგერ უკვე 20 წელიწადია მიუვიდა ბარათი,მე კი ვიღაცამ "ამომწერა" სვირელების სიიდან.

დავრეკე ცხელ ხაზზე .არც ძირითად და არც დამატებით სიაში არ აღმოვჩნდი. გადამამისამართეს გამგებელთან,გამგებელმა გადამამისამართა იმ თანამშრომელთან ვინც

აღწერა ჩაატარა,მან ისევ გამგებელთან.შედეგი დადგა სიაში აღმოვჩნდი,თუმცა მოვა თუ არა ჩემი კუთვნილი ბარათი კვლავ საკითხავია.

სოფელში რომელსიც კომუნისტების დროს 22 ტრაქტორი ამუშავებდა მიწებს,დღეს 2-3 ტრაქორიღა არის მომაგრებული. რაც თავისთავად პრობლემის თავი და თავია.

არ არსებობს ლეგალური გზა რომ მომხმარებელმა გარანტირებულად მიიღოს სარგებელი თავის დროზე.გლეხი იძულებულია ტრაქტორისტის ჭიშკართან გაათენოს რომ

დილის გარანტირებული იყოს რომ ტრაქტორისტმა მას დაუხნას.მეორე ნაწილი ცდილობს ტრაქორისტი უშუალოდ დახვნის პროცესში "შეაბას" და წაიყვანოს,მესამე ნაწილი

ახლობლობ-ნათესაობას მოიშველიებს,მეოთხე ნაწილი თანამდებობას იყენებს და ა.შ.

რამოდენიმე დღის წინ ერთი მეთოდი მეც გამოვიყენე,ტრაქტორისტს დილის 5 საათზე მანქანით ჩავუსაფრდი ჩემს კარის მეზობელთან ერთად.7 საათზე როგორც იქნა

მოვახერხე და ნანატრი შეხვედრის შემდეგ ,დავიყოლიე ის ჩემი ძმის კუთვნილი 0,15 ჰა დაეხნა.ოღონდ ჩემს უბანში, ერთი პიროვნების ყანის დახვნის შემდეგ, რადგან ეს

ერთერთმა თანამდებობის პირმა დაავალა.(ტრაქტორისტის სიტყვებია)

ამ იმედით დავბრუნდი სახლში,მთელი დღის ლოდინის შემდეგ ,საღამოს პირზე როგორც იქნა გამოჩნდა.ჯერ მეზობლის ყანა დახნა და... ჩემი ძმის ყანის დახვნაზე სასტიკი

უარი მტკიცა.არ მინახავხარ და არც არაფერს შეგპირებივარ და საერთოდ ახლა თუ არ წავედი და ერთერთი თანამდებობის პირის ნათესავს არ დავუხანი ტრაქტორიდან

ჩამომაგდებენო...ბარათებს იქეთ მოგცემ დამანებე თავიო.

არსებობს კიდევ უზუსტობების პრობლემა ,რაზეც კიდევ ერთი ჩემი მეზობელი წუწუნებს თუმცა როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელმა ხაზმა გვამცნო ამ

ეტაპზე ამის გამოსწორება შეუძლებელია მათი მხრიდან და ყველაფერს ადგლობრივ თვითმმართველობას აბრალებს.

ჩვენ კი ერთი დაგვრჩენია დაველოდოთ ხვალინდელ დღეს იმ იმედით რომ რაღაც რეალურად შეიცვლება სოფლისათვის.


ბესიკი წაქაძე დაბადებულ გაზრდილი მცხოვრები სვირში.ამ წერილით არ მინდა ვინმეს დაბრალო რამე ,დავწერე მხოლოდ ის რაც მე შემემთხვა და ეს ჩემი სუბიექტური აზრია
 
Read More


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ