Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივნისი 2013    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
Advertisement on this site
არქივი

აგვისტო 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
2013 წლის 1 ივლისს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" სადღეისოდ შექმნილ უმძიმეს ვითარებასა და არსებული კრიზისის დაძლევის გზების ძიებას. ორშაბათს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ზვიად სიჭინავა, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გოგი ქავთარაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ნუგზარ ქამუშაძე და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ბატონი ილია კოკაია.

სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ (17:00 საათზე), დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრის მონაწილეთა საგანგებო პრეს-კონფერენციის გამართვაა დაგეგმილი.

ყველა დაინტერესებულ პირს 2013 წლის 1 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე 17:00 საათისათვის გეპატიჟებით!
 
Read More


შეხვედრა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ჯერაც უცნობია, მიიღებს თუ არა საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მონაწილეობას საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი კი კლუბს თანამშრომლობას პირდება.

დღეს დილით ზესტაფონის საზოგადოების ერთი ნაწილი მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ნუგზარ ქამუშაძეს შეხვდა და გუნდში არსებული კატასტროფული ვითარება განიხილა. გამგებლის თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება მოლაპარაკება...
 
Read More


2012 წლის შემოსავლებით მაუწყებლებს შორის „რუსთავი 2" ლიდერობსშარშან ტელევიზიებს შორის ყველაზე შემოსავლიანი „რუსთავი 2" იყო, რომლის შემოსავლებზე ამ ბიზნესიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის (92 მლნ მლარი, დღგ-ს და აქციზის გარეშე) 33% მოდის.
კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, 5 ტელევიზიის მიერ შარშან მიღებულ შემოსავლებას შორის, „რუსთავი 2"-ზე 47% მოდის.

2012 წელს 5 მაუწყებლის შემოსავალი შემოსავალი შემდეგნაირად გამოიყურება: რუსთავი 2 - 30 723 756; ტელეიმედი - 21 383 406; ტელეკომპანია პიკი - 9 254 142; მაესტრო - 3 375 655; კავკასია - 1 171 137.

მაუწყებლობის ბიზნესიდან მიღებულის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 2,8%-ით არის გაზრდილი (2011 წ.- 88,223 მლნ ლარი).

2012 წელს ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურებაზე ავტორიზებული პირების ერთობლივმა შემოსავალმა 1,02 მლრდ ლარი შეადგინა
.
 
Read More


2012 წლის ბოლოს საქართველოში ინტერნეტი 483 300 აბონენტს ჰქონდა ინტერნეტ კომუნიკაციებიდან მიღებულმა საცალო შემოსავლებმა 2012 წელს 120,3 მლნ ლარი შეადგინა.
კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს ამ მაჩვენებელმა 103,2 მლნ ლარი, ხოლო 2010 წელს- 82 მლნ ლარი შეადგინა.

აბონენტების რაოდენობა 2011 წელთან შედარებით 103,9 ათასით (27,4%) გაზრდილია და 483 300-ს შეადგენს. სიმკვრივე 37.8%-ია.

ARPU (ერთი ანაბონენტიდან მიღებული საშუალო შემოსავალი) კლების ტენდენციით ხასიათდებოდა და 2012 წლის ბოლოს 22.08 ლარი შეადგინა (2011-ში -24,45 ლარი, 2010 - 26,48 ლარი).

აბონენტების უმეტესი ნაწილი (43.8%) DSL ტექნოლოგიას იყენებს. 37,4%-იანი წილით მოყვება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგია, EVDO -8.7%, HSPA/EVDO1-- 4.5%, WiMax - 1.8% და WiFi - 3.7%. სხვა ტექნოლოგიებზე (DOCSIS, გამოყოფილი ხაზი, სატელიტი, ანტენა, Ethernet) ჯამში ფართოზოლოვანი აბონენტების საერთო რაოდენობის 0.1% მოდის.
 
Read More


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ