ალბათ სათაურის წაკითხვისას უნებურად ადამიანს გაუჩნდება ასეთი აზრი თავში - სად ფიროსმანი და სად სვირი,თუმცა როგორც ჩანს არც ასეა საქმე. კერძოდ ინტერნეტში მასალების მოძიებისას წავაწყდი ნახატს "სვირი" რომლის ავტორად სახელდება ნიკო ფიროსმანი.თავიდან ეს მხოლოდ შეცდომა მეგონა თუმცა გლობალური ქსელში ფართოდ შეიძლება ვნახოთ განხილვები ამ სურათის შესახებ სადაც დასტურდება რომ მისი ავტორის ვინაობა სწორედ რომ ფიროსმანია. ძნელი სათქმელია იმყოფებოდა ის თუარა რომდისმე სვირში ,თუ აღნიშნული ნახატი მხოლოდ წარმოსახვითაა შექმნილი თუმცა როგორც ჩანს ჩვენი სოფელის ეშხი მაშინაც აქტუალური ყოფილა. ამჟამად ცნობები იმის შესახებ თუ სად ინახება ნახატი ვერ მივაკვლიე
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ 2სვირში გია ღვანიძის ოჯახში უკვე 2 კვირაზე მეტია ჭაში 54 გრადუსიანი წყალი ამოდის.ჭის სიღრმე დაახლოებით 25 მეტრია.როგორც ადგილობრივები აცხადებენ ასეთი რამ ჯერ არც სვირში არც მიმდებარე ტერიტორიაზე არ სმენიათ.წყალს რაიმე განსაკუთრებული გემო ან სუნი არ აღენიშნება.
ps როგორც მეზობლები იტყობინებიან 9 იანვრის მდგომარეობით წყლის ტემპერატურამ დაიწია,თუმცა ის კვლავ თბილი რჩება.