ამა წლის 1 აპრილიდან ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში" (People In Need) იწყებს საჯარო საინფორმაციო შეხვედრებს იმერეთისა და რაჭის ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებთან, "მცირე ფერმერების კოოპერაციის და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში" პროექტის ფარგლებში. შეხვედრების განრიგი გთხოვთ იხილოთ ქვევით. საინფორმაციო შეხვედრებზე ვიწვევთ იმერეთისა და რაჭის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ გამრჯე ფერმერებსა და მეწარმეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობით და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნით. საინფორმაციო შეხვედრებზე:
წარდგენილი იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი, პოლიტიკა და პროგრამები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების დარგში; განმარტებული იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ცნება, კოოპერაციის უპირატესობები, საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ და საგადასახადო შეღავათები; მონაწილეები გაეცნობიან პროექტს "მცირე ფერმერების კოოპერაციის და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში" და საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობებს; მიიღებენ პასუხებს კითხვებზე კოოპერატივების შექმნის შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრების განრიგი: 1 ზესტაფონი როდინოული 11 აპრილი 11:00 გამგეობა 2 ზესტაფონი ქვ. საქარა 11 აპრილი 14:00 გამგეობა 3 ზესტაფონი კლდეეთი 15 აპრილი 11:00 გამგეობა 4 ზესტაფონი დილიკაური 15 აპრილი 14:00 გამგეობა 5 ზესტაფონი შორაპანი 16 აპრილი 11:00 გამგეობა 6 ზესტაფონი პირველი სვირი 16 აპრილი 15:00 გამგეობა