Logo
გაძლიერებული ძებნა
«    მაისი 2014    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site


სოფელ სადგური სვირის მოსახლეობას მომავალი სასწავლო წლიდან ახალი სკოლა ექნება. 120 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრთან ერთად დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური პედაგოგებს და მოსწავლეებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ განათლება მთავრობის პრიორიტეტია და ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
სვირის საჯარო სკოლის პედაგოგებმა პრემიერს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ახალი სკოლის მშენებლობით, სოფლის ერთ-ერთი დიდი პრობლემა გადაიჭრება, ბავშვებს კი სასწავლო გარემო გაუუმჯობესდებათ.
მათი განმარტებით, დღეს სასწავლო პროცესი სოფლის განაპირას მდებარე რკინიგზის მაღალიძაბვის წნევის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობებში მიმდინარეობს, სადაც არ არის ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ნაგებობიდან 25მეტრში კი მუშაობს მაღალი ძაბვის წნევის ქვესადგურიდა შენობის თავზე გადის ძლიერი ელექტრომაგნიტური გამოსხივების მქონე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ხარისხიანი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების განათლების გარეშე ქვეყნის წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელია.

„განათლებაა სწორედ ის, რაც ჩვენს სამშობლოს განვითარებული ევროპული ქვეყნების რიგებში ჩააყენებს. ამიტომ, ჩვენი მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს, რომ მოსწავლეებს და სტუდენტებს შეუქმნას ყველა საჭირო პირობა ცოდნის მისაღებად. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ იმას, რომ დროთა განმავლობაში საქართველოს ნებისმიერ კუთხეში სასწავლო დაწესებულებები შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს და მოგვცეს განათლებული ახალგაზრდობის მთელი თაობა, რომელიც იქნებაკონკურენტუნარიანი", - აღნიშნა პრემიერმა.

სვირის მოსახლეობამ პრემიერს საგზაო პრობლების მოგვარება სთხოვა.როგორც გაირკვა, გზის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დამტკიცებულია და უახლოეს მომავალში განხორციელდება. ამასთან ადგილობრივებმა მიიღეს დაპირება, რომ მოგვარდება გაზიფიკაციის საკითხი და მოეხსნებათ რკინიგზის ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემა.

სადგური სვირის სკოლის მშენებლობა სამი თვეა მიმდინარეობს და სამუშაოებზე დასაქმებულია 50 ადამიანი. სკოლის მშენებლობა სექტემბრის თვეში დასრულდება. მთავრობის მეთაურის განმარტებით,საქართველოს მასშტაბით 9 ახალი სკოლა შენდება,ასევე, 2014 წლის განმავლობაში 340-მდე სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.


სურათები იხილეთ აქ
 
Read More


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ