მეორე სვირში მიმდინარე გზის შეკეთების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.შემსრულებელი ორგანიზაციის შპს "არნაბი 21"ს სასახელოდ უნდა ითქვას ნაცვლად დაანონსებული პერიოდული შეკეთებისა, ხდება გზის საფარის მთლიანი განახლება.კერძოდ დამუშავდა ძველი საფარი,გაიწმინდა სანიაღვრე არხები და იგება 2 ფენა ასფალტის საფარი.კეთდება ეზოებში შესასვლელების ასფალტირება.თამამად შეიძლება ითქვას რომ ასეთი გზა მეორე სვირელებს აქამდე არც ქონიათ. აქამდე შეჩერებულია ზესტაფონი-ბაღდათის გზის მე 10-21 კილომეტრებზე გაკეტება.მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო ერთერთმა ბერძნულმა ფირმამ.მოხდა ძველი საფარის დემონტაჟი,დაიწყო დამეწყრილ მონაკვეთებში მცოცავი მიწის გატანა,ხიდის შეკეთება.ამის შემდეგ კი აღნიშნულმა ორგანიზაციამ(როგორც სარწმუნო წყარო გვატყობინებს) განაცხადა რომ აჩერებს სამუშაოებს რადგან ფინანსური პრობლემები შეექმნა.თუმცა როგორც საიტის წყარო იტყობინება უკვე გაფორმდა ხელშეკრულება სხვა კომპანიასთან. დღესდღეობით დაკეტილია ზესტაფონი-ბაღდათის გზის რამოდენიმე მონაკვეთი თხრილების გამო და მოძრაობა შემოვლითი გზებით მიმდინარეობს. ჩვენთვის კვლავ უცნობია გზის 1-5 კმ ნაწილის შესახებ რაიმე ინფორმაცია.სამწუხაროდ კვლავ დამტვრეული გზით გვიწევს ამ მონაკვეთზე გადაადგილება