ბოლო ათწლეულია ზესტაფონის რაიონში მიუხედავათ უამრავი გაჭირვებისა იყო ერთი ნათელი წერტილი,სადაც ყოველ კვირაში ათასობით ადამიანი ერთ მუშტად იკრიბებოდა, ხდებოდა ნაწილი იმ საფეხბურთო სპექტაკლებისა რასაც ს/კ "ზესტაფონი" სთავაზობდა მაყურებელს.ჭაობი სადაც მანამდე მხოლოდ ძროხები თუ სარგებლობდნენ ილია კოკაიამ უეფას სტანდარტების არენად გადააკეთა და მიწა რომელზეც ყანასაც კი არავინ თესდა საფეხბურთო მულტიმოედნების ბაზად. ზესტაფონში ინფრასტრუქტურაზე და ხელფასებზე დაიხარჯა 30 მილიონი ლარი,ხოლო ბიუჯეტში ირიცხებოდა ასიატასობით ლარი.10 წლის განმავლობაში ''ზესტაფონის" ხელშეწყობით უფასოდ ვარჯიშობდა ათასობით ბავშვი. დღეს როდესაც კლუბს სხვადასხვა მიზეზებით გაუჭირდა ჩვენმა არჩეულმა საკრებულომ უკანასკნელი იმედიც გადაუწურა და უარი უთხრა დახმარებაზე, რითაც გაწირა საფეხბურტო კლუბი,ათიათასობით გულშემატკივარი,აღსაზრდელები რომლებიც ხარობდნენ ამ ერთადერთი ნათელი წერტილით.გთავაზობთ ტვ არგოს რეპორტაჟს
აქვე გთავაზობთ სიას ვინც მიიღო ხმის მიცემაში
გუნდის დაფინანსების მომხრე საკრებულოს 13 წევრი: 1. ზაზა გოცაძე (ალასანია - თავისუფალი დემოკრატები) 2. კახა გეწაძე (ნაციონალური მოძრაობა) 3. ბესიკ ღიბრაძე (ნაციონალური მოძრაობა) 4. ზაალ ფერაძე (ზედა საქარა) (ბურჯანაძე-დემოკრატები) 5. ოლეგ ჭანკოტაძე (კლდეეთი) (ალასანია - თავისუფალი დემოკრატები) 6. ნუგზარ ფერაძე (სანახშირე) (ალასანია - თავისუფალი დემოკრატები) 7. მაია ჩხეიძე (ფუთი) (ბურჯანაძე-დემოკრატები) 8. ვარლამ სირდაძე (ნაციონალური მოძრაობა) 9. გელა სხილაძე (ილემი) (ნაციონალური მოძრაობა) 10.იმედა ბებიაშვილი (დამოუკიდებელი) 11. კობა გოჩელეიშვილი (შორაპანი) (დამოუკიდებელი) 12. ზურაბ გეწაძე (ბურჯანაძე-დემოკრატები) 13.სერგო ფუტკარაძე (ქართული ოცნება). გუნდის დაფინანსების წინაღმდეგი საკრებულოს 17 წევრი: 1. დავით მაღრაძე (თავმჯდომარე) 2. კახა შავგულიძე (ქვედა საქარა - ) 3. ლევან ურიადმყოფელი (საზანო) 4. ლაშა საყვარელიძე (მაგთის ოფის-მენეჯერი და ფეხბურთის გულშემატკივარი) 5. გივი თუთბერიძე (გივი კუკავას პარტიიდან) 6. ჯიმშერ მახათაძე 7. ელენე წაქაძე 8. რობერტ მახათაძე (ბოსლევი) 9. მამუკა კურტანიძე (შროშა) 10. იგორ ბერაძე (ძირულა) 11. ამირან ბახტიძე (ცხრაწყარო) 12. გალაქტიონ ვარდოსანიძე (როდინაული) 13. რომან ჯუღელი (2 სვირი) 14. მანანა ცქიტიშვილი 15. გოჩა მაჭავარიანი 16. ირაკლი კვეტენაძე (ზოვრეთი) 17 თორნიკე კახნიაშვილი (დილიკაური, 7 საჯარო სკოლის დირექტორი) კუკავას გივის გამოკლებით, ყველა - ქართული ოცნება დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა საკრებულოს 4 წევრი: 1. დავით ფერაძე (ბურჯანაძე-დემოკრატები) - ავადმყოფობის გამო 2. ირაკლი ფერაძე (ქართული ოცნება) - ავადმყოფობის გამო 3. დავით გამცემლიძე (ლეიბორისტი) - არყოფნის მიზეზი უცნობია 4. ტარიელ ხუსკივაძე (კვალითი) (ვეტერანთა კავშირი) - არყოფნის მიზეზი უცნობია.
12 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდება. მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა დაიწყება. ლოცვით მსვლელობის დროს სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ჯვრის საგალობელს იგალობებენ. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიისას, ცისკრის ლოცვამდე გაგრძელდება]