Logo
გაძლიერებული ძებნა
«    მაისი 2015    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
Advertisement on this site
არქივი

აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
დეკემბერი 2016 (3)
ოქტომბერი 2016 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
კონსტანტინე (კოტე) ფოცხვერაშვილი


კონსტანტინე (კოტე) გიორგის ძე ფოცხვერაშვილი (დაიბადა 11 სექტემბერი, 1880, სოფ. სვირი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გარდაიცვალა 22 მარტი, 1959, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი და ლოტბარი.
დაწყებითი განათლება მიიღო თბილისში და განაგრძო პეტერბურგში, სადაც მეცადინეობდა ცნობილი პედაგოგების ხელმძღვანელობით. დაამთავრა აგრეთვე იურევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
კონსტანტინე ფოცხვერაშვილი არის საქართველოს ყოფილი სახელმწიფო ჰიმნის - დიდება - ავტორი. მართალია იგი ვერ მოესწრო ამ შესანიშნავი სიმღერის ახალ ცხოვრებას, მაგრამ 79 წლის შემდეგ 1990 წლის 12 ნოემბერს საბჭოთა იმპერიისაგან განთავისუფლებულისაქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველმა სესიამ დაამტკიცა რესპუბლიკის ახალი ატრიბუტიკა — ეროვნულ ჰიმნად კ. ფოცხვერაშვილის დიდება.
შექმნილი აქვს მრავალი სიმღერა, ასევე დამუშავებული ქართული ხალხური სიმღერები, მათ შორისაა „გაფრინდი შავო მერცხალო“, „გურჯანელნი“ და ა.შ., ორი ოპერა: სიმფონიური ოპერა „კერპთა დამხობა“ და საბავშვო ოპერა „მანანა“.
კონსტანტინო ფოცხვერაშვილის თითქმის 60 წლის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. მას მიენიჭა რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება, დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.

საქართველოს რადიოს 1 არხის ჟურნალისტი ეკატერინე ხითარიშვილი ეძებს ჩვენი სოფლის წარმომადგენლის შთამომავლობას,თუკი რაიმე ინფორმაცია გაგაჩნიათ გთხოვთ მოგვწეროთ ფეისბუკზე (besiki qartveli) ,მეილზე btskadaze@yahoo.com ,ან დარეკეთ 593303384.მადლობას გიხდით დახმარებისთვის.
 
Read More


c ჰეპტიტის მკურნალობამას შემდეგ რაც საქართველოში დამტკიცდა პროგრამა ც ჰეპატიტისგან განკურნების პროგრამა უახლესი პრეპარატის "სოვალდი" (სოფოსბუვირი) -ს გამოყენებით,აგორდა უამრავი ჭორი მითქმამოთქმა და ეჭვები თიტქოს ეს პრეპარატი გამოცდას გადის საქარტველოში.
რეალურად ე პრეპარატი დამტკიცებულია უკვე აშშ-ში.ცნობისატვის აშშ-ში წამლის რეგისტრაციას 10 წლამდე ჭირდება და სანამ არ გაივლის დამტკიცებამდე 4 ეტაპს მანამ პრეპარატი არ მტკიცდება.
ცნობისატვის სოვალდის ფასი ბაზარზე 80 000$ დოლარია.
გთავაზობთ ipn.ge -ს პუბლიკაციას:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული პროდუქტის, "Sovaldi"-ს შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. აღნიშნულ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
ფარმაცევტული პროდუქტი „Sovaldi“ (აქტიური სუბსტანცია - Sofosbuvir) 400 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი N 28 (მწარმოებელი Pstheon Inc., კანადა, სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი Gilead Sciences Inc., აშშ) საქართველოში დარეგისტრირდა სახელმწიფო ...
 
Read More


საქველმოქმედო ორგანიზაცია ქველი


მოგესალმებით, დღეს გვინდა გიამბოთ 24 წლის ტარიელ კოხრიძეზე.

ახალგაზრდა სოფელ სვირის მკვიდრია, რომელიც დედაქალაქში სამსახურის გამო იყო ჩამოსული. ამ რამდენიმე თვის წინ ის უმოწყალოდ სცემა ნასვამი ადამიანების ჯგუფმა და ქუჩაში დააგდო უპატრონოდ.
ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ იგი გამოწერეს საავადმყოფოდან და ვინაიდან არ ჰქონდა არსად წასასვლელი, მძიმე ავადმყოფი შეიფარა მიუსაფარ მოხუცთა პალიატიურ ჰოსპისი-მა, ჩვენ არაერთხელ მოგწერეთ ამ დაწესებულებაზე და მის დაუღალავ დიასახლისზე, ქ-ნ მარიაზე.
ტარიელს სვირში ჰყავს დედა, რომელიც თავად არის ავადმყოფი და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას(ისიც მარინამ შეიფარა), ხოლო მათი სახლი სვირში იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ 1000 ლარსაც არ აძლევენ.
სოფელში გადაყვანა მსგავსი ტიპის ავადმყოფის ყოვლად შეუძლებელია, დედას კი ვინაიდნ სხვა არავინ ჰყავს, ვერ შორდება დავრდომილ შვილს....
ტრიელს სჭირდება თვეში 200-250 ლარის წამალი.
არასრულფასოვანი მედიკამენტური მკურნალობის შედეგად, მას დაერთო ეპილეფსიის რთული ფორმაც.ორჯერ გაუკეთდა თავის ქალის ტრეპანაცია.
ასე, რომ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტები... იმიტომ რომ, თბილისელი არ არის მერია არ აფინანსებს და იმიტომ რომ, არ არის არასრულწლოვანი ან სიმსივნით ავადმყოფი, არ ეხმარება არცერთი ფონდი...
ქალბატონმა მარიამ გასულ თვეს საკუთარი ხარჯებით შეუძინა წამლები, ეხლა უმთავრდება და რომ არ შეწყვიტოს, ჩვენ უნდა მოვიძიოთ საშუალება და ნაწილი მაინც ვუყიდოთ... ისევ და ისევ თქვენი იმედი გვაქვს. უმორჩილესად გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანეთ ამ ახალგაზრდას ბედი, იყავით აქტიურნი!
გარდა ამისა, ჩვენ ხელთ გვაქვს თერაპიის ინსტიტუტიდან გამოთხოვილი ინტენსიური ჰიდრო თერაპიის კურსის კალკულაცია, რომელიც , 7500 ლარი ჯდება და ექიმები გარანტირებულად ირწმუნებიან, რომ კურსის სრულად გაკეთების შედეგად ეს ადამიანი შესძლებს დამოუკიდებლად გავლას!
24 წლის ბიჭის მომავალი-და 7500 ლარი, იფიქრეთ ვის შეიძლება მივმართოთ და რა ღონე ვიხმაროთ, რომ იმ ადამიანებს მივაწვდინოთ ხმა ვისაც სძალუძს დახმარება!

თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს, მეგობებო!

გვინდა გიამბოთ 24 წლის ტარიელ კოხრიძეზე
გვინდა გიამბოთ 24 წლის ტარიელ კოხრიძეზე
 
Read More


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ