საკრედიტო კავშირი ,,სვირი2’’ აცხადებს ვაკანსიას ფიანასური მენეჯერის პოზიციაზე. ერთვიანი გამოსაცდელი ვადით. ანაზღაურებით მოვალეობები: • ფინანსური ოპერაციების დაგეგმვა დროში; • საბანკო გადარიცხვებისა და სხვა ფინანსური ოპერაციების კონტროლი; • ფინანსური ანგარიშგების წარმოება და დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენა მოთხოვნისამებრ - ფინანსური მოგება- ზარალი, ბალანსი, ნაღდი ფულის მოძრაობა და გადახრების ანალიზი. • ვადა გადაცილების შემთხვევაში ანგარიშის მოთხოვნა გაყიდვების მენეჯერისთვის • დაქვემდებარებული თანამშრომლების კონტროლი
მოთხოვნები: • უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში • სასურველია ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა. • მკვეთრად გამოხტული მენეჯერული უნარ-ჩვევები • როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები • ანალიტიკური აზროვნება • მოტივირებული • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; • დეტალებზე ორიენტირებული
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, sakredito@mail.ru, ან დაგვიკავსირდით შემდეგ ნომერზე: 599101859.
შპს "სვირინეტი" ჩაერთო სახელმწიფო პროგრამაში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველა სოფელს. კომპანიამ 3 თვის წინ მიმართა შესაბამის უწყებას ,კერძოდ მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ტარიელ თუთარაშვილს,რომელმაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის საშუალებით შეგვითანხმა ოპტიკური-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის პროექტი. ვინაიდან მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოებს აწარმოებდა სოკარი ,ხოლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "ინდიკო" ჩვენ შევათანხმეთ სამუშაოების შესრულების ვადები და წესები ამ ორგანიზაციებთან. მიუხედავად მრავალგზის მოლაპარაკების და შეთანხმებისა შპს "ინდიკომ" გამოთქვა გარკვეული პრეტენზიები შპს "სვირინეტის" მიმართ ,მაგრამ ზესტაფონის გამგეობის წარმომადგენლობის დროული ჩარევის შედეგათ უთანხმოებები ამოიწურა და ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში. ამჟამად ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაყვანილია გამგეობა -თუთარაშვილების უბნის 3,6 კმ და ახალი ტაძარი-ჯიკვათურის 1 კმ იანი მონაკვეთი. დრესდღეობით ოპტიკური კაბელების ინფრასტრუქტურა არ არსებობს თბილისის ნახევარზე მეტ ტერიტორიაზე ,აგრეთვე საქართველოს სხვა დასახლებული პუნქტების უმეტესობაში. მაშინ როცა სახელმწიფო თვითონ ხარჯავს 150 მილიონს ,რომ დასახლებულ პუნქტებამდე მიიყვანოს ოპტიკური ინტერნეტი ,შპს "სვირინეტმა" გარისკა და საბანკო სესხის საშუალებით თავისი ხარჯებით გადაწყვიტა ჩაერთოს ამ პროექტში. სვირის მოსახლეობის უმეტესობა დადებითად აფასებს სოფელში ოპტიკური ინტერნეტის გაყვანას და მიესალმება მას ,თუმცა რაოდენ სამწუხარო არ უნდა იყოს, არიან პიროვნებები რომლებიც საკუთარ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ და ხელს უშლიან პროექტის განხორციელებას. ვინაიდან "ენერგოპროჯორჯია" ჯერჯერობით არ იძლევა ბოძებზე კაბელების გაყვანის უფლებას ,ჩვენ იძულებული ვართ კაბელი გავიყვანოთ მიწაში. ეს გარკვეულ დისკომფორტს იწვევს.თუმცა ქალაქების აბსოლუტურ უმრავლესობაში კომუნიკაციები სწორედ მიწაში გადის. შპს "სვირინეტი" არ თხრის გზის სავალი ნაწილის იმ 6 მეტრიან მონაკვეთს სადაც უნდა დაიგოს ბეტონი (გარდა რამოდენიმე მეტრიან მონაკვეთებისა სადაც გზა არ ჯდება პარამეტრებში) და ასრულებს ყველა იმ მითითებებს რაც გაცემულია მუნიციპალიტეტის სამსახურების და შპს"ინდიკოს" მიერ და პასუხს აგებს შესრულებულ სამუშაოებზე. შპს "სვირინეტი" 3 წლის განმავლობაში სრულად დაფარავს სვირის აბსოლუტურ უმრავლესობას ოპტიკური ქსელით საქართველოს მთავრობასთან და ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით. შპს "სვირინეტი" აცხადებს თუ იქნება კვლავ ხელისშეშლა გარკვეული არაკომპეტენტური პირების მიერ ,შპს "სვირინეტი" მიმართავს ძალოვან უწყებებს რათა აღმოიფხვრას პროექტის განხორციელების ხელისშემშლელი ფაქტორები. "სვირინეტი" იმედს იტოვებს რომ საქმე აქამდე არ მივა და კვლავ თანამშრომლობის ფორმატში შეეცდება საერთო საქმის გაკეთებას