Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აპრილი 2016    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
მეორე სვირში ტაძარი აშენდა



6 აპრილს ყოვლადუსამღვდელოესმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა, ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში ახლად აშენებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარი აკურთხა. მღვდელმთავარმა მსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებით მიმართა მრევლს და აღნიშნა ტაძრის აღმშენებლის ბატონი ბეჟან წაქაძის ღვაწლი.
დღეს, სადღესასწაულო მსახურებაზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში ახლად აგებულ ტაძარში ყოვლადუსამღვდელოესმა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრებს უმასპინძლა და ერთობლივად იზეიმეს დღესასწაული. მსახურებაში მონაწილეობდნენ: მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) და ეპარქიის მღვდელმთავარი ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). მსახურები დასრულების შემდეგ იყო ლიტანიობა, ხოლო ბოლოს კი მღვდელმთავარებმა ქადაგებით მიმართეთ მრევლს და ისაუბრეს დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე!


 
Read More


ახალი ხიდის მშენებლობა


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობას შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ზესტაფონი – ბაღდადის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის ახალი პროექტი განიხილეს. პროექტის განხილვაში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძეც იღებდა მონაწილეობას. პროექტის მიხედვით მდინარე ყვირილაზე 115 მ. სიგრძისა და 11 მ . სიგანის (ორმხრივი ) ახლი ხიდის აგება იგეგმება, რომლის მშენებლობა დაჩქარებული წესით დაიწყება. ხიდი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელით სარგებლობა არა მარტო ბაღდადი – ზესტაფონი, არამედ შემოვლითი გზით სარგებლობისას არის შესაძლებელი. ახალი ხიდის აგების შემდეგ განსაზღვრულია ძველი ხიდის დემონტაჟი. ტენდერის გამოცხადება მაისის თვეში იგეგმება. პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.


წყარო http://zestaphoni.com/1820--.html
 
Read More


"რადგან სამოთხის დახატვა ვცადე, ამოვსებულის მზით და ჩიტებით"




გიორგი კაპანაძე დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველ სვირში 1931 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას.გვარად კაპანაძე იყო, კორნაპელი მოგვიანებით დაირქვა. მის სოფელში არის ერთი სერი, კორნაპას სერს ეძახიან. ხანდახან ამბობდა, ბიბლიაში არის კორნაპა მოხსენიებულიო. ამ სერზე მან და მისმა თანასოფლელებმა რკინის დიდი ჯვარი აღმართეს. სამუშაოს რომ მორჩნენ, სასწაული იხილეს: დასავლეთისკენ ცაზე, დაისის ბინდბუნდში უზარმაზარი ოქროსფერი ჯვარი აციმციმდა და თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში არ გამქრალა. ეს ციდან იდუმალ დასტურად მიიღო და კორნაპელიც ამის გამო დაირქვა...
 
Read More


დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ