Logo
გაძლიერებული ძებნა
«    სექტემბერი 2016    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
დეკემბერი 2016 (3)
ოქტომბერი 2016 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
მიმდინარე წლის 2 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის ორგანიზებით სტარტი აიღო საფეხბურთო ტურნირმა "Zestafan Cup-2016", რომელშიც მონაწილეობას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლისა და ქალაქის რამდენიმე უბნის წარმომადგენელი 19 გუნდი იღებს.

გაიმართა პირველი ეტაპის მატჩები. "Zestafan Cup-2016", რომელიც ოლიმპიური სისტემით იმართება, მიმდინარე წლის 16 სექტემბრამდე გაგრძელდება და გათამაშების ფინალური შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ჩვენი ვებგვერდი აღნიშნულ გათამაშებას დეტალურად გააშუქებს და ჩვენი მომხმარებლისათვის საინტერესო ყველა ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვდით...

ტურნირის პირველი მატჩი, რომელსაც წინ გათამაშების ოფიციალური გახსნა უძღოდა და რომელშიც ერთმანეთს პირველი სვირისა და როდინაულის გუნდები დაუპირისპირდნენ, საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე მრავლად შეკრებილმა მაყურებელმა 6 გატანილი გოლი იხილა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ დასრულდა, პენალტების სერიაში კი სვირელებმა იმარჯვეს და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვეს.
წარმატებით გაისარჯნენ მეორე სვირის გუნდი "პირველი მერცხალი" რომლებმაც დამაჯერებლად ძლიეს კვალითის გუნდს და ისინიც შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ.
"სვირის საძმო" ( I სვირი) - "ძერა" (როდინაული) 3-3 (პენალტების სერია 5-3)
"პირველი მერცხალი" (2 სვირი) - "მართლმადიდებლები" (კვალითი) 4-1


შაბათ-კვირას ტურნირზე მეოთხედფინალური სტადიის მატჩები გაიმართა - "Zestafan Cup-2016" ნახევარფინალის საგზური ქვედა საქარის, ქალაქ ზესტაფონის, კლდეეთისა და ფეროშენადნობთა ქარხნის გუნდებმა მოიპოვეს. უნდა ითქვას, რომ მატჩებმა გულშემატკივართა შორის საკმაო ინტერესი გამოწვია - "ზესტაფონის" ბაზაზე ხალხმრავლობა იყო, მატჩებს თვალს 200-250 ადამიანი ადევნებდა.

"სვირის საძმო" (I სვირი) - ქვედა საქარა 1-2
გოლები: 0-1 მერკვილაძე გაგა, 0-2 ფერაძე დავითი, 1-2 სულხან ნიქაბაძე.
* * *
"მეცამეტე რაიონი" (კვალითის დასახლება) - კლდეეთი 1-5
გოლები: 0-1 მიხეილ ცინაძე, 0-2 გიორგი ჩუბინიძე (პენ), 0-3 ბაჩო ბერიძე, 0-4 გიორგი ჩუბინიძე, 1-4 დათო ბერაძე, 1-5 გიორგი ჩუბინიძე.
* * *
"ფერო" (ზესტაფონი) - ტაბაკინი 4-1
გოლები: 1-0 გიორგი მანჯავიძე, 2-0 ნიკა ხარაიშვილი, 2-1 მიხეილ მუმლაძე (ს.კ.), 3-1 დავით მესხი, 4-1 ავთანდილ ეგუტიძე.
* * *
"ქალაქი" (ზესტაფონი) - პირველი მერცხალი (მეორე სვირი) 2-1
გოლები: 1-0 თორნიკე სადუნიშვილი, 2-0 გიორგი ქორიძე (პენ), 2-1 თორნიკე ცხადაძე (პენ).

Zestafan Cup-2016



Zestafan Cup-2016
 
Read More


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ