Logo
გაძლიერებული ძებნა
«    იანვარი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
დეკემბერი 2016 (3)
ოქტომბერი 2016 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
კარსტული მღვიმე19 იანვარს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი (ექსპედიციის ხელმძღვანელი), თსუ-ს მაგისტრანტი მერი გუგეშაშვილი და თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგები: გეოგრაფიის დოქტორი ზაზა ლეჟავა და ლაბორანტი გიორგი ჩართოლანი. ექსპედიციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გოჩა ხორავა და ბაღდათის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავჯდომარე მამუკა გორგოძე.

გიორგი დვალაშვილი ამბობს, რომ ექსპედიციის მიზანი იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმის აღმოჩენა და კვლევა, გასულ წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს დაფინანსებული პროექტის – ,,ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში“ EN/15/2015 – განხორციელებისას, გამოვლინდა საინტერესო ადგილები, მათ შორის მდინარე ხანის აუზშიც რამდენიმე საინტერესო ობიექტიც დაფიქსირდა. რაც შეეხება აქამდე უცნობ მღვიმეს, მის შესახებ მწირი ინფორმაცია იყო მოპოვებული თავდაპირველად. დეტალური კვლევისათვის დაიგეგმა სპელეოექსპედიცია ხანის აუზში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმიეს, მღვიმეს ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით ეწოდა კაკასხიდის მღვიმე. იგი მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდის სამხრეთით, მღვიმის მახლობლად მდინარე ხანისწყალზე, დღემდე, ფუნქციონირებს საფრანგეთში XIX საუკუნეში გუსტავო ეიფელის ქარხანაში ჩამოსხმული რკინის საავტომობილო ხიდი, რომელიც ,,ზეკრის ხეობას“ აკავშირებს ბაღდათის სოფლებთან.

კარსტული მღვიმე (კოორდინატები: N42.058’25’’; E42.055’12’’) მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრზე დაფიქსირდა, მდინარე ხანისწყლის დონიდან 185 მეტრია შეფარდებითი სიმაღლე, გრუნტის გზიდან შერეულ ტყეში მიემართება საფეხმავლო ბილიკი, რომლის სიგრძე 150 მეტრია. კაკასხიდის მღვიმის ადვილად გავლადი მონაკვეთის სიგრძე არის 41 მეტრი, სიგანე 3,5 მ. მაქსიმალური სიმაღლე 5 მ., მღვიმე ძირითადად მშრალია, ჰაერის ტემპერატურა შეადგენდა+7C0. მღვიმეში შესაძლებელია დეტალური შეფასების საფუძველზე განვითარდეს სპელეოთერაპია. მღვიმე გამომუშავებულია კირქვებში. აქამდე სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ტერიტორიაზე კირქვული ქანები არსებობის შესახებ მასალები არ მოიძებნებოდა. მოსალოდნელია, მომავალში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში კვლავ დაფიქსირდეს საინტერესო ბუნებრივი წარმონაქმნები, რაც ამ მხარეში ტურიზმის განვითარების ხელსაყრელ გარემოს შექმნის.

წყარო: http://ekofact.com/2016/01/20/ნათლისღებას-ბაღდათის-მუნ/
 
Read More


39-წლიანი პაუზის შემდეგ ფიროსმანის ნახატი საგამოფენო სივრცეს უბრუნდება - „სვირის“ რესტავრაცია დასრულებულია
ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატის ‘’ სვირის’’ რესტავრაცია დასრულებულია. ნამუშევრის პრეზენტაცია ეროვნულ გალერეაში გაიმართა.

39 წლის შემდეგ დამთვალიერებელს საშუალება აქვს, საგამოფენო სივრცეში პირველად ნახოს ნახატი, რომელიც 1978 წლის შემდეგ მძიმე დაზიანებების გამო არ გამოფენილა.

სარესტავრაციო სამუშაოები ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა ნანა მანაგაძემ ჩაატარა. ეროვნული გალერეის მუდმივ ექსპოზიციაში მხატვრის კიდევ ორი ნახატი -”ნადირობა ინდოეთში” და “დათვი მთვარიან ღამეში” გამოიფინება.

თათია ბუხრაშვილი სიუჟეტი

 
Read More


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ