Logo
გაძლიერებული ძებნა
«    მარტი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

სექტემბერი 2022 (1)
აპრილი 2021 (1)
მარტი 2021 (1)
ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site


მეორე სვირში ნაგვის ურნები იდგმება






ზესტაფონის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი 3 ახალი ნაგავმზიდი მანქანა მოემსახურება. სპეციალური დანიშნულების ავტომობილებთან ერთად, მუნიციპალიტეტში აგრეთვე 130 ახალი საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი განთავსდა. სპეციალური ტექნიკა ქალაქს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გადაეცა. ახალი ტექნიკა მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ,მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლება აღნიშნეს, რომ კეთილმოწყობისა და დასუფთევების სამსახურის ავტოპარკის განახლება, ხელს შეუწყობს დასუფთავების ხარისხის გაუმჯობესებას არა მარტო ქალაქის ტერიტორიაზე, უკვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.
 
Read More


ამ სტატიაში მოთხრობილია 100-120 წლის ამბები რომელიც ხდებოდა სვირში ,როდინოულსა და მთლიანად საქართველოში.



მიტროპოლიტი ნაზარი
1922 წელს ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის საკათედრო ტაძარში საზეიმო მსახურებას ასრულებდა.

მსახურება დასასრულს უახლოვდებოდა. ეკლესიის ეზოში ნაზარს კომკავშირლები ელოდნენ. მღვდელთმთავარმა იცოდა, რომ კომკავშირელთა მიზანი მრევლის წინაშე მისი დამცირება და შეურაცხყოფა იყო. მიუხედავად ამისა, მიტროპოლიტმა წესი ბოლომდე აღასრულა. ტაძრიდან ნაზარი ანთებული სანთლებითა და ბავშვების თანხლებით გავიდა. როგორც კი ნაზარი ეკლესიის ეზოში დაინახეს, კომკავშირლებმა მას უშვერი სიტყვებით გინება და ხელის კვრა დაუწყეს. მიტროპოლიტმა შეურაცხყოფა არ შეიმჩნია, გზა დინჯად გააგრძელა და თან ერთი და იგივე ფრაზას იმეორებდა: "შეუნდე უფალო მათ, რამეთუ არ იციან რას სჩადიან."

მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) 1872 წელს იმერეთში...
 
Read More


ოპტიკური ინტერნეტი სვირის ყველა ოჯახში


"სვირინეტი" კვლავ აგრძელებს ინვესტიციების ჩადებას სოფელ მეორე სვირში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელის გაფართოების მიზნით.
2017 წლის ზაფხულში დაგეგმილია დამატებით 6 კილომეტრიანი ქსელის მოწყობა და მოცავს შემდეგ უბნებს:
ცხადაძეები ,ჯუღელები,გიორგაძეები და ბოჭორიშვილების მცირე მონაკვეთი.
მოსახლეობას ვთხოვთ გაგებით მოეკიდოს მიმდენარე სამუშაოების დროს წარმოქმნილ უხერხულობებს და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი "სვირინეტის" თანამშრომელბს სამუშაოების შესრულებისას. კაბელის გაყვანა მოხდება როგორც მიწისქვეშა ასევე მიწისზედა გზით შეთანხმებული პროექტის მიხედვით. ზესტაფონი- ბაღდათის დამაკავშირებელ გზაზე ნებართვები მიღებულია საგზაო დეპარტამენტისა და რაიონის საამსახურებისაგან,ხოლო დარჩენილი მონაკვეთის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და მალე მოხდება მათი შეთანხმება რაიონის გამგეობასთან. 2018 წელს კვლავ გაგრძელდება სამუშაოები მეორე სვირის უდიდესი ნაწილი დაფარული იქნება ოპტიკური ქსელით.
პირველ სვირში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელის მონტაჯის სამუშაოებს აწარმოებს პარტნიორი კომპანია "აირმაქსი". 2017 წელს დაიფარება სოფლის ნახევარი ,ხოლო მომდევნო წლებში ინფრასტრუქტურა გაფართოვდება და პირველ სვირშიდაც მოსახლეობა მიიღებს იგევე სერვისს.
2017 წლის ბოლოდან დაგეგმილია ასევე ციფრული ტელევიზიის მიწოდება ჩვენი მომხმარებლისთვის და თქვენ უკვე გექნებათ საშუალება გადახვევის რეჟიმში თვალყური ადევნოთ 100ზე მეტ არხს
 
Read More



იმერეთის მხარის რწმუნებული – გუბერნატორი მოადგილეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 2017 წლის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტების მიმდინარეობით მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატიც დაინტერესდა. წლის ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორისაა მეორე სვირისა და სადგურ სვირის შემაერთებელი გზის მონაკვეთი.


პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მეორე სვირისა...
 
Read More


[center][/center]

PalitraNews-ის რუბრიკაში "ბიზნესბლიცი" კითხვებს ცნობილი ბიზნესმენები პასუხობენ.

ქველმოქმედება ჩემს ცხოვრებაში... ბიზნესგარემო საქართველოში... ფული არის... მიუღებელია... გადაწყვეტილების მიღებისას - ამ და სხვა ბიზნესბლიცკითხვებს "ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე პასუხობს.
 
Read More


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ