ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით უმოკლესი გზის პროექტირება დაიწყო და სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერიც გამოცხადდა. ამის შესახებ „კომერსანტს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ახალი გზის პროექტს ხორვატიული კომპანია „აი ჯი ეიჩი“ ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. მშენებლობა პროექტირების დასრულებისთანავე დაიწყება და სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.
მისივე თქმით, გზის სიგრძე 50 კილომეტრი იქნება, ქუთაისიდან აბასთუმანში ჩასვლას კი დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება.
„ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს. ეს არის წყალთაშუა-კაკასხიდის მონაკვეთი. ამ წერტილიდან მარჯვნივ ვუხვევთ და ისტორიულ, ზეკარის ხეობაში შევდივართ. შემდგომ იქნება...