Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივნისი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

სექტემბერი 2022 (1)
აპრილი 2021 (1)
მარტი 2021 (1)
ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
სოფელ მეორე სვირის საუბნო გზების აღდგენა მიმდინარეობსზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფლის გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მათივე ინფორმაციით, მეორე სვირში, რომელიც მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი დიდი სოფელია, საუბნო გზების რამდენიმე მონაკვეთის სრული აღდგენა მიმდინარეობს.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ, მერის პირველმა მოადგილემ დავით ჩირგაძემ, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა დავით აბულაძემ და სოფელ მეორე სვირის დეპუტატმა ბადრი წაქაძემ სოფლის საუბნო გზების სარეაბილიტაციო მონაკვეთები დაათვალიერეს.

„ლომინაშვილების უბანში კოხრეიძის მეორე ჩიხი, რომელიც სრულად იყო გამოსული მწყობრიდან და მუდმივად იტბორებოდა, აღდგა. მოხდა 150 მეტრი გზის მოშანდაგება. ამ ტერიტორიაზე თხუთმეტამდე ოჯახი ცხოვრობს, ვისაც ყოველდღიურად უწევდა ამ გზის გავლა და მუდმივად პრობლემები ექმნებოდათ“,- განაცხადა სოფლის დეპუტატმა, ბადრი წაქაძემ.

ასევე, მუნიციპალიტეტის ცნობით, მეორე სვირის მშვილდაძე–ედიბერიძეების უბანში 155 მეტრ საუბნო გზის მონაკვეთზე, რომელიც იტბორებოდა და ტრანსპორტით გადაადგილებას საფრთხე ექმნებოდა, მოწესრიგდა გზის საფარი, გაკეთდა რკინა–ბეტონის სანიაღვრე არხი, ჩაიყარა 25 გრძივი მეტრის 600 მილიმეტრიანი მილი.
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გრძელდება სოფლის საუბნო გზების აღდგენა. მეორე სვირის ეს ორი მონაკვეთი უკიდურესად დაჩქარებული ტემპით საჭიროებდა რეაბილიტაციას, რადგან აქ გავლა შეუძლებელი იყო. ჩვენი სამსახურები ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებენ თვალყურს მიმდინარე პროცესს. გვინდა, რომ მსგავსი პრობლემა ყველა სოფელში აღმოვფხვრათ“, – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.
 
Read More


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ