Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ნოემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/40510-qmidis-epoqa-midian-legendaruli-adamianebiq.html

მიდის ეპოქა, მიდიან ლეგენდარული ადამიანები "მეც და რამაზიც უკიდურესად შეძრული ვართ იმით, რაც რობიკო სტურუას თავს ხდება. როგორ შეიძლებოდა რობერტ სტურუას ქუჩაში ასე გაგდება. მაგრამ არ მიკვირს, არ მიკვირს იმიტომ, რომ ლეგენდარული მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც ახლა ასე ავადაა, მაგათგან ერთხელ არავის მოუკითხავს, არავის უკითხავს, რა გვიჭირს, დახმარება ხომ არ გვჭირდება. სამწუხაროა, რომ ასეთ დროში გვიწევს ცხოვრება, დროში, როდესაც ჩვენ მივუძღვენით მთელი ჩვენი სიცოცხლე საქართველოს, ქართველ ხალხს, ქართულ ხელოვნებას, რომელსაც დღეს სანაგვეზე მოსროლას უპირებენ. ყველამ იცოდეს, ვერავითარი ახალი სპექტაკლებითა და თეატრებით ქართული ხელოვნების ისტორიას ვერ დაწერენ. ისტორია ისტორიად რჩება. რობერტ სტურუამ რამაზ ჩხიკვაძესა და სხვა თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ქართული ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი, რომელსაც ვერავინ წაშლის." - ესაა ამონარიდი რამაზ ჩხიკვაძის მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის უკანასკნელი ინტერვიუდან, რომელიც პრაღაში მყოფმა გარდაცვალებიდან ერთი საათით ადრე რადიო "ობიექტივს" მისცა. ის უდიდესი გულისტკივილითა და წუხილით ლაპარაკობდა რუსთაველის თეატრში განვითარებულ მოვლენებზე. წუხდა რამაზ ჩხიკვაძის უკიდურესად გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, იმის გამო, რომ მკურნალობას უკვე შედეგი აღარ ჰქონდა. მსმენელს დაჰპირდა იმასაც, რომ 24 აგვისტოს ბატონ რამაზთან ერთად დაბრუნდებოდა საქართველოში, მაგრამ... გვესაუბრება ქალბატონი ნატაშას უახლოესი მეგობარი, ჟურნალისტი ნელი კობიაშვილი:

- ბოლო დღეების განმავლობაში სულ ვუკავშირდებოდი პრაღაში. ვიცოდი, რომ წამოსვლას აპირებდნენ, რადგან ექიმებმა უარი თქვეს რამაზის მკურნალობის გაგრძელებაზე. ბოლო ორი დღე იმაზე წუხდა და ნერვიულობდა, რით და როგორ წამოვიყვანოო. იმასაც კი ფიქრობდა, თვითმფრინავი დაექირავებინა. საღამოს, როდესაც რადიო "ობიექტივის" ეთერში ინტერვიუ გავიდა, მე არ მომისმენია, დამირეკეს და მითხრეს, ნატაშამაც ილაპარაკა და რამაზმაცო. ვიფიქრე, როგორც ჩანს, რამაზს არა უშავს-მეთქი, გადავწყვიტე, დამერეკა ნატაშასთვის. დაახლოებით რვა საათი ხდებოდა, რომ დავრეკე, მომვლელმა გოგონამ, რომელიც უკვე 15 წელია მათთან ცხოვრობს, მიპასუხა: ნატაშაა ძალიან ცუდადო. ვიდრე გამოვკითხავდი, რატომ და როგორ-მეთქი, უცებ აკივლდა: ვაიმე, მოკვდა ნატაშაო! გადავირიე კინაღამ. პრაღაში, სასტუმროში ცხოვრობდნენ, როგორც შემდეგ მითხრეს, ინტერვიუს ჩაწერისას ნომრიდან გასულა და დაბლა ჩასულა, მერე ლიფტით დაბრუნებულა და ტელეფონი მიუწოდებია რამაზისთვის... შემდეგ საწოლზე დამჯდარა, უთქვამს, მგონი, ჩემი გული სადღაც წავიდაო და დაუკარგავს გონება. მოსულან ექიმები, თითქოს ჯერ მოსულა გონს, მაგრამ სწორედ მაშინ გარდაიცვალა, მე რომ დავრეკე. რამაზი ტირის და მხოლოდ იმას იმეორებს თურმე: ღმერთო, მომეცი იმის ძალა და ღონე, როგორმე საქართველოში ჩავიყვანო და ნორმალურად მივაბარო მიწასო. ნატაშა რამაზის ცოცხლად ჩამოყვანაზე დარდობდა და თვითონ რა დაემართა.

საოცარი ადამიანი იყო, ღმერთისგან ყოველგვარი სიკეთით, ნიჭით, გარეგნობით დაჯილდოებული, არაჩვეულებრივი მეგობარი და უერთგულესი მეუღლე. რამაზის, ამ უნიჭიერესი ადამიანის, დიდ მსახიობად ჩამოყალიბებაში სწორედ ნატაშას მიუძღვის უდიდესი წვლილი. ნატაშამ მოახერხა ის, რომ რამაზს თავისი შესაძლებლობები და ნიჭი სწორად წარემართა. როცა მას შემოქმედებით ცხოვრებაში მცირე პაუზა ჰქონდა, ნატაშა საშინლად განიცდიდა. მახსოვს, ერთხელ რეზო გაბრიაძეს როგორ ეხვეწებოდა ატირებული, უთხარი რამაზს, ნუ არის გაჩერებული, გააკეთოს რამეო! საკუთარი თავი არც ახსოვდა, ბოლო ხანს ხომ სხვა საფიქრალი არ ჰქონდა, გარდა იმისა, როგორმე გადაერჩინა რამაზი. მათი ერთობლივი ცხოვრების დასაწყისში იბრძოდა რამაზის შემოქმედებისთვის, ბოლოს კი - მისი სიცოცხლისთვის. რამაზი უნიჭიერესი მსახიობია, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ გიდგას გვერდით. ნატაშა ესწრებოდა ყველა რეპეტიციას, არ ერიდებოდა არც მეუღლის კრიტიკას და არც შექებას, ერთხელ შევესწარი რიჩარდის როლის რეპეტიციისას როგორ დაუწუნა ნამუშევარი რამაზს. სხვათა შორის, რუსთაველის თეატრის საზღვარგარეთ გასვლაშიც დიდი როლი ითამაშა. იმხანად მოსკოვზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, მას კი ნაცნობების დიდი წრე ჰყავდა. მოსკოვში ნატაშას უდიდეს პატივს სცემდნენ და ეხმარებოდნენ კიდეც. საქართველოს წინაშე დიდი ღვაწლი აქვს. ძალიან უყვარდა აქაურობა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა არაერთხელ ატკინეს გული, მას ამ ქვეყნისთვის არასდროს უღალატია.

საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში შექმნა ფირმა, რომლის საშუალებითაც რამდენჯერმე გაიყვანა რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ. მარჯანიშვილის თეატრისთვის კი იაპონიიდან ჩამოიტანა უძვირესი ხმის ჩამწერი აპარატურა, რომელიც დღემდე ამ თეატრშია. პიანისტი ალექსანდრე კორსანტია მაშინ დააფინანსა და გაუშვა ამერიკაში, საქართველოში ჯერ რომ არავინ იცნობდა... რომელი ერთი ჩამოვთვალო, უამრავ ადამიანს დაეხმარა. იმ ბოლო ინტერვიუში დანანებით ამბობს: "მიდის ეპოქა, მიდიან ლეგენდარული ადამიანებიო". ძალიან გულდასაწყვეტია...

- ინტერვიუში ჩანდა, როგორ ნერვიულობდა რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრიდან გაშვების გამო.
- კი, ეგ ამბავიც ძალიან ინერვიულეს ორივემ. ჯერ ერთი, ბოლო ხანს რობიკო ძალიან ხშირად მიდიოდა რამაზთან, უხაროდა ნატაშას, მოდის და ართობს რამაზსო... აი, იმას, რაც რობიკოსთან დაკავშირებით ხდება, რა ჰქვია, არ ვიცი. 1937 წელი დაბრუნდა საქართველოში. კიდევ კარგი, ჩვენს ქვეყანაში დახვრეტა აკრძალულია, თორემ მიგვაყენებდნენ ყველას კედელთან!..

P.S. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ქალბატონი ნატაშა ჩხიკვაძის ცხედარს პრაღიდან თბილისში 25 აგვისტოს ჩამოასვენებენ.

ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ