Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივნისი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
"არსებობს ეჭვი, რომ ბაღაფში მოკლეს"

2011 წლის 29 მაისს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა. 21 მაისს მოსკოვის #83 კლინიკურ საავადმყოფოში აფხაზების ლიდერს მარჯვენა ფილტვზე ოპერაცია ფრანგმა ქირურგმა ჟილბერ მასარმა და მისმა რუსმა კოლეგამ, ნიკოლაი ურაზოვსკიმ გაუკეთეს. ოპერაციის შემდეგ ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს, მაგრამ სამ დღეში პაციენტის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ საჭირო გახდა მისი რეანიმაციაში დაბრუნება, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში: - სანდო წყაროებისგან ვიცი, სერგეი ბაღაფში ცოტა ხნის წინ თურქეთში იყო ხერხემლის სამკურნალოდ. უკან დაბრუნებულს გერმანიაში ურჩიეს მკურნალობა, მაგრამ ვიზა ვერ მიიღო. შემდეგ არჩევანი ისრაელზე შეაჩერეს. დასასრულ, რუსული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის, პატრუშევის ზარმა გადაწყვიტა ყველაფერი. როგორც ბაღაფშის ოჯახის წევრები ამბობენ, ბაღაფშს პუტინის დავალებით დაურეკა პატრუშევმა და შესთავაზა სპეცსამსახურების კლინიკაში დაწოლილიყო. როგორც აფხაზეთიდან მაცნობეს, თურმე ბაღაფშს დიდად არ უნდოდა ამ კლინიკაში ოპერაციის გაკეთება, მაგრამ გამოკვლევის ჩატარებაზე დაიყოლიეს, მოსკოვში ჩასული კი პირდაპირ საოპერაციოში მოხვდა. ბაღაფშის მეუღლე მოგვიანებით ჩაფრინდა, რადგან არ ელოდა ოპერაციას.

როგორც მეუღლე ამბობს, როცა ბაღაფში საოპერაციოდან გამოიყვანეს, ნორმალურ მდგომარეობაში ყოფილა, ამდგარა და ვიღაცები მიუღია კიდეც. შემდეგ შემოსულა ექთანი, რომელსაც უთქვამს, რეაბილიტაციის დაჩქარების მიზნით დამავალეს, პრეზიდენტს ჟანგბადის ნიღაბი გავუკეთოო. ნიღბის მორგებიდან სულ რამდენიმე წამში კონვულსია დასწყებია. მის მეუღლეს მოუგლეჯია ნიღაბი, საიდანაც ისეთი ცხელი ჰაერი გამოვარდნილა, ხელიც კი დასწვია. ჟანგბადის ნაცვლად ბალონში ცხელი ჰაერი იყო ჩატუმბული. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ბაღაფშის სიკვდილთან არაფერ შუაშია ფილტვების სიმსივნე. სოხუმში ფიქრობენ, რომ ბაღაფში მოკლეს. რაში დასჭირდათ ეს რუსებს? ვფიქრობ, ძალიან მალე რაღაც დიდი მზაკვრობა გაცხადდება. ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლებოდა ბაღაფშის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის მერე გაეკეთებინათ თავიანთი საქმე.

- ბაღაფში ხომ ოფიციალურ მოსკოვს წინააღმდეგობას არასოდეს უწევდა?
- იყო საკითხები, რომელთა გადაწყვეტაშიც პრინციპულობას იჩენდა, თანაც რუსეთის წინაშე ვალდებული არაფრით იყო. ახლა სხვა ვითარებაა, ვინც უნდა მოვიდეს აფხაზეთის სათავეში, პირდაპირ ვალდებული იქნება რუსეთის წინაშე. რუსეთი ამჯერად გაითვალისწინებს იმ შეცდომებს, რაც წინა არჩევნებზე დაუშვა.

- რა შეცდომებს?
- მან არ იმუშავა ეროვნულ ჯგუფებთან (სომხებსა და რუსებთან). წელს კი მათი ხმები არჩევნების მოგებისთვის გადამწყვეტი იქნება. მაშინ გადამწყვეტი ქართველების ხმები იყო. ახლა ისე გააკეთეს რუსებმა, რომ მხოლოდ 3000 ქართველს აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ვინც ახლა აფხაზეთის ხელისუფლებაში მივა, უფრო იოლი სამართავი იქნება.
ხათუნა პაიჭაძე
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ