Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ნოემბერი 2019    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
http://www.ambebi.ge/msoplio/41213-kadirovi.html
www.ambebi.ge
კადიროვი მეფურად ცხოვრობსჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, მიუხედავად მოკრძალებული ხელფასისა (330 000 რუბლი), იმდენად ხელგაშლილი ყოფილა, ამის თაობაზე უკვე ლეგენდები დადის.

ამასთან, საშემოსავლო დეკლარაციაში კადიროვს მითითებული აქვს, რომ არ გააჩნია საკუთარი ბინა და ავტომობილი.
თუმცა ივლისის ბოლოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა ოჯახთან ერთად ანტალიის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Mardan Palace-ში დაისვენა, რომელიც ცნობილ რუს ბიზნესმენ ტელმან ისმაილოვს ეკუთვნის. თურქეთში კადიროვი 2 მლნ დოლარად ღირებული Rolls Royce Phantom Cabrio-თი დასეირნობდა, ზვიგენებით სავსე აკვარიუმით გაფორმებულ უზარმაზარ საცურაო აუზში ნებივრობდა და ოქროთი მოპირკეთებულ აბანოში ბანაობდა.
კადიროვი მეფურად ცხოვრობს
ისმაილოვმა კადიროვის სამსაძინებლიანი და კინოდარბაზიანი საპრეზიდენტო აპარტამენტები დაუთმო. ჩეჩნეთის ლიდერის მეგობრები 50 ნომერში იყვნენ დაბინავებულნი, სადაც ერთი ღამის გატარება 17 000 დოლარი ღირს. სწორედ კადიროვის მხარდაჭერის წყალობით შეძლო კომპანიების ჯგუფ АСТ-ის მფლობელმა და მოსკოვის დახურული ჩერქეზული ბაზრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ისმაილოვმა შარშან რუსეთში დაბრუნება. გავრცელებული ხმებით, ისმაილოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაში დახმარების სანაცვლოდ, ბიზნესმენი კადიროვს ჩეჩნეთში ფულის ჩადებას დაპირდა.
კადიროვი მეფურად ცხოვრობს
რამზან კადიროვი მეგობრობს მდიდარ ბიზნესმენებთან, რომლებიც ნდობისთვის მას გულუხვად ასაჩუქრებენ. ხუთი წლის წინ უმარ ჯაბრაილოვმა და რუსლან ბაისაროვმა 30 წლის იუბილეზე ჩეჩნეთის ლიდერს 450 000 დოლარად ღირებული Ferrari Testarossa აჩუქეს. კადიროვი ფირმა Bovet-ის თეთრი ოქროს საათს ატარებს, რომლის ღირებულებაც 300 000 დოლარს შეადგენს, მშობლიურ სოფელში კი უზარმაზარ რეზიდენციას იშენებს.
კადიროვი მეფურად ცხოვრობს
მილიონობით დოლარად არის შეფასებული კადიროვის კუთვნილი "ავტომობილების კორტეჟი". სხვადასხვა წლებში მის კორტეჟს ცხრა BMW, ათი Porsche Cayenne, ორი Mercedes-Benz S-klasse, რამდენიმე Mercedes G-klasse, რვა Lexus LX 470, ხუთი Mercedes E350 4Matic, Hummer-ი და Lamborghini-ის მარკის სპორტული ავტომობილები შეადგენდა.
კადიროვი მეფურად ცხოვრობს
კადიროვი ასევე ფლობს ძვირადღირებული ცხენების მთელ ჯოგს. 2006 წელს მისი თითოეული ცხენი 300 000-დან 2,5 მლნ-მდე დოლარად იყო შეფასებული. 2007 წელს რამზან კადიროვმა 1 მლნ ევროდ არაბული ულაყი შეიძინა. კადიროვის ცხენები რეგულარულად მონაწილეობენ სხვადასხვა შეჯიბრში და ხშირად იმარჯვებენ კიდეც.

ცხენოსნობის გარდა ჩეჩნეთის პრეზიდენტი ფეხბურთითაც არის გატაცებული. რუსეთის პრემიერ-ლიგის გუნდი "ტერეკი" აჰმედ კადიროვის სახელობის ფონდიდან ფინანსდება.
კადიროვი მეფურად ცხოვრობს
კადიროვი რეგულარულად იწვევს ჩეჩნეთში კონცერტებზე რუსეთის ესტრადის ვარსკვლავებს. 2005 წლის იანვარში გროზნოში გამართულ კონცერტზე, რომელშიც გლუკოზა, ქსენია სობჩაკი და ჯგუფი "ზვერი" მონაწილეობდნენ, ორგანიზატორებმა 5,5 მლნ ევრო დახარჯეს. დაახლოებით, იგივე თანხა დაჯდა გროზნოში სილამაზის კონკურს "მის მსოფლიო 2007"-ის მონაწილეთა მასპინძლობა.

მომზადებულია kommersant.ru-ს მიხედვით.
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ