ორნელა მუტი » site of SVIRI
Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აგვისტო 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
http://www.ambebi.ge/kultura/41472-ornela-muti-q55-tslis-var-da-kidev-erthi-shvili-mindaq.html
www.ambebi.ge
ორნელა მუტიიტალიელმა ვარსკვლავმა ორნელა მუტიმ კიდევ ერთხელ იპოვა ქალური ბედნიერება - ამჯერად ფრანგ მილიარდერ ფაბრის კერერვესთან. მისი ახალი ქმარი ინტერნეტ-ბუტიკების ქსელის მეპატრონეა. ვარსკვლავმა სამი წლის წინ გაწყვიტა ურთიერთობა პლასტიკურ ქირურგ სტეფანო პიკოლოსთან, რომელთანაც ბოლო ათი წელი ცხოვრობდა. ამ დღეებში მსახიობი ყაზანში მიიწვიეს კინოფესტივალზე და სწორედ იქ "ჩაუსაფრდნენ" ჟურნალისტები.
- თქვენ არა მხოლოდ ცნობილი მსახიობი, არამედ სამი შვილის დედა და ბებიაც ხართ. ალბათ ბევრი დრო არ გრჩებათ ახლობლებისთვის...
- მიუხედავად ამისა, მათ ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სასიცოცხლო სივრცე უკავიათ. ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობა პირველ ადგილზეა. ეს ულამაზესი სიტყვებია - "ბედნიერი დედა". და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ეს ვთქვა საკუთარ თავზე. თუმცა აღვნიშნავ, რომ დედობა რთულია, მით უმეტეს სამი შვილის. სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ: მსახიობი, ბიზნესქალბატონი თუ დიასახლისი. ძნელია იმის ცქერა, როგორ იტანჯებიან შენი შვილები, როცა მათ რაღაც არ გამოსდით. თუმცა, მართალი გითხრათ, კიდევ ერთი შვილი მინდა. იმიტომ, რომ ბავშვი ყოველთვის სიყვარულის ნაყოფია. თუმცა იმავდროულად აუცილებელია ბევრი სიყვარულის ჩადება ქმართან ურთიერთობაში და როცა ბავშვი ჩნდება, ორად უნდა გაიხლიჩო. ამიტომ ახლა ეს ჩემთვის რთული საკითხია.
ორნელა მუტი- ყველაზე მეტად თქვენი უფროსი ქალიშვილია ცნობილი, ნაიკე, რომელიც საოცრად გგავთ და ასევე იღებენ კინოში. მეორე ქალიშვილი კაროლინა და ვაჟი ანდრეა რას აკეთებენ?
- უფროსი მართლაც ცდილობს მსახიობობას, თუმცა, გარდა ამისა, შესანიშნავი დედაც არის. მეორე 19 წლისაა და ჯერ არაფერი გადაუწყვეტია. შეიძლება, კაროლინა მსახიობი გახდეს, სლავური ნაკვთები აქვს - მე ხომ რუსული ფესვები მაქვს დედის ხაზით. თუმცა ახლა შეყვარებულია და ძალიან ეჭვიანი საქმრო ჰყავს. რაც შეეხება ანდრეას, ის ჯერ კიდევ პატარაა, სკოლაში სწავლობს და ასევე უნდა მსახიობობა.

- ეკრანზე ხშირად ჩნდებოდით შიშველი, თამამი სცენები გქონდათ, ეს საზოგადოების გამოწვევა იყო?
- შეიძლება, იმიტომ, რომ ჩემამდე იტალიურ კინოში თითქმის არავის გაუხდია. თუმცა არ მნდომებია ვინმეს გაოგნება ან შეცბუნება. სიმართლე გითხრათ, არც მიყვარს კინოში შიშველი სცენები, თუმცა ყოველთვის თვითონ ვთამაშობ, დუბლიორების გარეშე.

- თამამი ქალი ხართ?
- არა, ყოველთვის მორცხვი ვიყავი და დღემდე ასეთი ვარ. სულ ვცდილობდი სადღაც კუთხეში მივკუნჭულიყავი და სხვებისთვის მეყურებინა. ყველაფერი ის, რაც არ მომწონდა ადამიანებში, ვცდილობდი საკუთარ თავში მეპოვა და ამისგან გავთავისუფლებულიყავი. ხოლო რაც მომწონდა, ის შემეძინა.
ორნელა მუტი- შესანიშნავად გამოიყურებით, რა არის ამის მიზეზი?
- საერთოდ არ ვეკარები ალკოჰოლს, იმიტომ, რომ ვხედავ, ეს პიროვნების დეფორმირებას ახდენს, სახეც კი მეცვლება. არ ვეწევი, ვცდილობ ბევრი ვიძინო, ყოველდღე ვვარჯიშობ მსუბუქად, სპეციალური პროგრამით, რომელიც ჩემთვის არის შემუშავებული.

- მაინც რა ალამაზებს ქალს: ხიბლი, გემოვნებით ჩაცმა?
- ხიბლი, ეს იღბლის საკითხია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამა თუ იმ დოზით ის ყველა ქალშია. და ყველა ქალი თავისებურად მომხიბვლელია. ყველაფერი, რაც ჩამოთვალეთ, ძალიან სუბიექტურია. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანის შინაგანი ცხოვრება სინათლეს ასხივებს. ეს სინათლეა სწორედ ის, რასაც სილამაზეს ვუწოდებთ. მე, მაგალითად, ეს სინათლე ბუდიზმის მეშვეობით დავინახე, იაპონური ბუდიზმის მიმდევარი ვარ.


ჟურნალი "რეიტინგი"
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ