Logo
გაძლიერებული ძებნა
«    სექტემბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
http://www.ambebi.ge/ekonomika/42136-daibrunebs-thu-ara-rusethshi-dzvel-popularobas-qarthuli-ghvino.html
www.ambebi.ge
დაიბრუნებს თუ არა რუსეთში ძველ პოპულარობას ქართული ღვინო?
ქართული ღვინო რუსეთშიქართული ღვინო რუსეთის სავაჭრო დახლებზე შესაძლოა წლის ბოლომდეც გამოჩნდეს. ღვინის ინდუსტრიის ექსპერტები ქართულ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე მნიშვნელოვან პერსპექტივებს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის რუსული ბაზრის მხოლოდ 2%-ის ათვისებას შეძლებს და ემბარგომდე არსებულ ფასებთან შედარებით გაცილებით ძვირი ეღირება.

ინტერნეტგამოცემა "ალკოლაინი" ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თემაზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ამ პროცესის ეკონომიკურ შედეგებს მიმოიხილავს.

"ქართული ღვინის აკრძალვა გარკვეულწილად ფორმალური ხასიათის იყო. 5-წლიანი ემბარგის პერიოდშიც ის ჩვენს ქვეყანაში არალეგალური გზით მაინც შემოდიოდა, ბოლო დროს უკვე ბელორუსის ეტიკეტით, რადგან ამ უკანსაკნელს ინპორტზე ნებართვის მიღების გაცილებით მარტივი სისტემა აქვს. ამ პროცესს ხელს უწყობდა რუსეთსა და ბელორუსს შორის უვიზო რეჟიმიც. ქართული პროდუქცია რუსეთში აფხაზეთის გავლითაც აღწევდა. ცნობილია, რომ აფხაზეთის საზღვართან ქართული ჯიშის ყურძნის სისტემატური შესყიდვა ხდება, რითაც აფხაზური წარმოების ღვინო მზადდება. რუსეთში ქართული ღვინის დეფიციტს სწორედ აფხაზური ღვინო ავსებს და თანდათან პოპულარულიც ხდება. აფხაზურ ღვინოზე მოთხოვნა ჩვენს ქსელებში ბოლო თვეებში 50%-ით გაიზარდა", - ნათქვამია სტატიაში, რომელიც რუსული ჰიპერმარკეტების ქსელის ღვინის სექციის ექსპერტის, მაქსიმ ვიმოკუროვის შეფასებებს ემყარება.
ქართული ღვინო რუსეთშიექსპერტის ვარაუდით, რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემდეგ ქართულ ღვინოზე სტაბილური ფასის შენარჩუნება რთული იქნება. წინასწარი გათვლებით, ერთი ბოთლის ფასი საცალო ქსელში 300-500 რუბლი იქნება. აკრძალვამდე არსებული დაბალი ფასები კი წარსულს ჩაბარდა.

"დსთ-ის სივრცის დატოვების შემდეგ საქართველო რუსეთში განხორციელებულ ექსპორტზე დამატებით გადასახადს გადაიხდის, გაზრდილია საბაჟო ხარჯებიც. დრო, როცა რუსეთში ქართული ღვინო ხარისხის გარდა, ფასითაც ძალიან მომხიბვლელი იყო, წარსულს ჩაბარდა. დაბალი ფასის სეგმენტი უკვე ახალმა კონკურენტებმა დაიკავეს. მათ შორის უკრაინამ, თუმცა ქართული პროდუქცია ახალი მოთამაშეების ნაწილობრივ შევიწროებას მაინც შეძლებს", - მიიჩნევს ექსპერტი, თუმცა მისი პროგნოზით, ქართულ ღვინოს დღევანდელი რუსული ალკოჰოლური ბაზრის საერთო ბრუნვაში მხოლოდ 2%-იანი წილი ექნება.
ქართული ღვინო რუსეთში
"საბჭოთა კავშირში ქართული ღვინოები რუსული ბაზრის 80%-ს იკავებდნენ, ემბარგომდე ეს ციფრი 4%-მდე შემცირდა, დღეს კი "ქართულ ღვინოს რუსეთის ალკოჰოლის ბაზრის 2% რჩება. ამის მოპოვებისთვისაც 2-3 წელია საჭირო, თანაც იმის გარანტია, რომ ქართული პროდუქცია თანამედროვე კონკურენციას გაუძლებს, არ არსებობს", - ამბობს ვიმოკუროვი, თუმცა სტატიის ავტორი ქართული ღვინის წარმატების მიზეზებზეც საუბრობს.

"ჯერ კიდევ ისტორიული წარსულიდან რუსი მომხმარებელი ქართული ღვინოებისადმი პატივისცემითაა განწყობილი და მის ასორტიმენტშიც კარგად ერკვევა. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო ქართული ღვინის რუსეთში წარმატებისა. ამას ემატება უნიკალური ყურძნის ჯიშები და განუმეორებელი არომატი, რომლის ფასი რუსეთში კარგად იციან", - ნათქვემია სტატიაში.

მომზადებულია alcoonline.ru-ს მიხედვით.
 
 (ხმები: 2)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ