Logo
გაძლიერებული ძებნა
«    დეკემბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
http://www.ambebi.ge/kultura/42179-serial-qshua-qalaqshiq-mkholod-ori-dzveli-sakhe-rcheba.html
www.ambebi.ge
სერიალ "შუა ქალაქში" მხოლოდ ორი ძველი სახე რჩებამალე "იმედზე" "შუა ქალაქის" ახალი სეზონი დაიწყება, მაგრამ სერიალში აღარ იქნებიან აღარც ირაკლი, აღარც დათო და მარიკა და აღარც დები ღლონტები. მოკლედ, სერიალში ყველაფერი შეიცვლება. "შუა ქალაქის" ყველაზე სტაჟიანი მსახიობი მაია დობორჯგინიძე ამის გამო ყველაზე მეტადაა გულდაწყვეტილი, თუმცა აქტიურ ცხოვრებას აგრძელებს და გადაწყვიტა, მსახიობობა და რეჟისორობა ერთმანეთს შეუთავსოს. მაიამ უკვე დადგა რამდენიმე სპექტაკლი. მეგობარი მსახიობები მისი ნამუშევრით აღფრთოვანებულები არიან და სთხოვენ, სპექტაკლებში დააკავოს. ქეთა ლორთქიფანიძე ჩემი თანდასწრებით დაჩოქილიც კი ეხვეწებოდა, მისთვის როლი მიეცა. ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით ამბობდა, მაგრამ ყველა ხუმრობაში ხომ დევს სიმართლის მარცვალი...
- მაია, გავიგე, რეჟისორობა გადაწყვიტე და მსახიობობას ფაქტობრივად ჩამოშორდი. ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღე?
- არ მომწონს, როდესაც მეკითხებიან, მსახიობობას თავი რატომ დავანებე. თუ საინტერესო როლს შემომთავაზებენ თეატრში ან კინოში, მაშინვე დავთანხმდები. ვფიქრობ, ერთი საქმიანობა მეორეს ხელს არ შეუშლის.

- საინტერესო როლებს აღარ გთავაზობდნენ?
- თავისუფალ თეატრში ვარ დიდი ხანია და დღემდე ვთამაშობ "კავკასიურ ცარცის წრეში". სერიალშიც ვიყავი დაკავებული და თეატრშიც. შეიძლება, ისეთი როლები არ მითამაშია, რომელიც მდომებია, მაგრამ ბევრი კარგი და ცნობილი მსახიობი კარიერას ისე ამთავრებს, სანატრელ როლს ვერ თამაშობს. მგონია, ეს არცაა ტრაგედია. ნამდვილად ვერ ვიტყვი, როლები არ მქონდა და რეჟისორობით თავს ვუშველე-მეთქი, რეჟისორობა ძალიან რთული საქმეა.

- მსახიობების უმეტესობა თავის კარიერას ისე ამთავრებს, რომ რეჟისორობაზე საერთოდ არ ფიქრობს, შენ რატომ მიიღე ასეთი გადაწყვეტილება?
- თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შალვა გაწერელიას რჩევით ასპირანტურაში ჩავაბარე. ასპირანტურაში სწავლის დროს ბატონი შალვას ასისტენტი ვიყავი ათი წელი. მასთან ერთად ვმუშაობდი სტუდენტებთან. ინსტიტუტში რამდენიმე ეტიუდი დავდგი. როგორც ჩანს, ბატონმა შალვამ ჩემში დაინახა ნიჭი და მირჩია, სარეჟისოროს მაგისტრატურაზე ჩამებარებინა. ამჯერადაც გავითვალისწინე მისი რჩევა. წელს დავამთავრე მაგისტრატურა. სადიპლომო სპექტაკლიც დავდგი, გაბრიელ ბარელის "თაფლობის თვე", სადაც სამი ქალი თამაშობს. სპექტაკლი თავისუფალი თეატრის რეპერტუარში ჩაჯდა. პირველივე ცდაზე ბევრი მსახიობის დაკავებას თავი ავარიდე და გადავწყვიტე, სამი ქალის ცხოვრების ამბავზე დამედგა სპექტაკლი. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ქალების ამბავია პიესაში მოთხრობილი. კაცები სცენაზე არ ჩანან, მაგრამ მათ ირგვლივ ხდება ყველაფერი. ჩემს პირველ სპექტაკლში თამაშობენ მარიამ ჯოლოგუა, სალომე ჭულუხაძე და ნათია კვაშალი.

ამ ყველაფრით არ დამთავრებულა ჩემი სარეჟისორო საქმიანობა. ზაფხულში 25-წუთიანი სპექტაკლების ფესტივალი ჩატარდა სამეფო უბნის თეატრში. იანუშ გლოვაცკის "ახლა დაიძინებ" დავდგი, სადაც სალომე ჭულუხაძე და შაკო მირიანაშვილი დავაკავე. მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა და თანაც, 25 წუთში სათქმელის მოსწრება ცოტა რთულია, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ივლისში მოსკოვში ჩეხოვის ფესტივალზე ვიყავი, მასტერკლასები გავიარე რუსეთის ძალიან ცნობილ რეჟისორებთან. მასტერკლასის მერე თბილისში რომ ჩამოვედი, ვფიქრობდი, რომ ყველაფრის დადგმას შევძლებდი (იცინის).

- ასეთმა მიზანდასახულმა რომელი სპექტაკლის დადგმა გადაწყვიტე?
- კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ჯერ ისიც არ ვიცი, რომელ თეატრში გავაკეთებ სპექტაკლს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი თეატრი ჩემი თეატრია. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი ამ თეატრში მოღვაწეობს. მგონია, რომ იქ ყოველთვის გულღიად მიმიღებენ. საინტერესო იქნება სხვაგან, თუნდაც მცირე თეატრში სპექტაკლის დადგმა. შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ ჯერ ვფიქრობ. პიესის არჩევა მართლა ძალიან რთული პროცესია.

- მეუღლეს, გოგა ბარბაქაძეს არ დააკავებ საკუთარ სპექტაკლში? თუ მასთან მუშაობა რთული იქნება...
- მე გოგა ძალიან მომწონს, როგორც მსახიობი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი ქმარია. ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნება, თუ გოგა ჩემს სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა გოგა რთული ადამიანია მუშაობის პროცესში. ისეთი რბილი არაა, როგორც სხვებს ჰგონიათ. ჯერ უნდა გავიზარდო იმისთვის, რომ გოგა სპექტაკლში დავაკავო (იცინის). ამას ნაწილობრივ ხუმრობით ვამბობ. ზუსტად ვიცი, რომ გოგას ჩემს სპექტაკლში აუცილებლად დავაკავებ, თუ დამთანხმდება და დამეხმარება. მუშაობის პროცესში ჩვენ შორის ჩუმი კამათი და წინააღმდეგობები იქნება, მაგრამ ასე ხდება ყველა მსახიობთან და გამონაკლისი არც გოგა იქნება.

- გოგა კრიტიკულია? შენი პირველი სპექტაკლი როგორ შეაფასა?
- კრიტიკულია და მის აზრს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ჩემს სპექტაკლებზე ძალიან ნერვიულობს და ყოველთვის მხარში მიდგას. თუ მე რადიკალურად სხვა აზრზე არ ვარ, ვცდილობ, მისი აზრი გავითვალისწინო.

- გავიგეთ, რომ "შუა ქალაქში" აღარ ითამაშებ...
- სერიალი რომ გრძელდება, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გავიგე. მანამდე მსახიობებმა ვიცოდით, რომ ივლისში დამთავრდა. გავიგე, რომ "ღამის შოუს" სტუდია მსახიობებს სხვა სერიალისთვის არჩევდა, მაგრამ ახლა თურმე "შუა ქალაქის" მე-11 სეზონის გადაღება გადაწყდა "შუა ქალაქის" მსახიობების გარეშე. ძველი გუნდიდან მხოლოდ ლაშა და ბარმენი პეტო დატოვეს. იმედია, ახალი მსახიობებით იმ რეიტინგს შეინარჩუნებენ, რომელიც ჩვენ დავტოვეთ და უკეთესსაც მიაღწევენ (იცინის), ვნახოთ.

- ცოტა უცნაურია მთავარი გმირების გარეშე სერიალის გაგრძელება.
- ცოტა კი არა, ძალიან უცნაურია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო გადაწყვიტეს მსახიობების შეცვლა. ძირითადი მიზეზი ალბათ ის იყო, რომ სცენარი გადახალისებულიყო და სცენარისტებს გაადვილებოდათ ახალ გმირებზე სცენარის დაწერა. რეჟისორს ახალ მსახიობებთან უნდოდა მუშაობა და ალბათ სწორი გადაწყვეტილებაა, შედეგს მალე ვნახავთ. თუმცა ალბათ ყველას გაუკვირდება "შუა ქალაქის" ნახვა მთავარი გმირების გარეშე.

- მახსოვს, როდესაც რამდენიმე წლის წინ "რუსთავი 2"-დან დათო გოგიჩაიშვილი წავიდა, მასთან ერთად იყავით შენ და ირაკლი კაკაბაძე. "შუა ქალაქის" მსახიობების გუნდი სწორედ შენ შეკრიბე. ალბათ გული ყველაზე მეტად შენ გწყდება, სერიალში რომ აღარ ითამაშებ.
- მართლა ასე იყო. გული მართლა დამწყდა, რომ სერიალში ყველაფერი შეიცვლება. "იმედზე" ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო "ღამის შოუს" სტუდიამ მუშაობა და ამ პროცესის მონაწილე მეც ვიყავი. საქართველოში მანამდე სიტუაციური კომედია არ არსებობდა. ჩვენ პირველებმა გავარღვიეთ დიდი ბარიერი და კარგი შედეგი მივიღეთ. თუმცა სტუდიამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მე ვფიქრობ, სერიალის დასახელებაც რომ შეეცვალათ, უფრო ლოგიკური იქნებოდა. გული მართლა დამწყდა, ოთხი წელი ფაქტობრივად გადასაღებ მოედანზე ვცხოვრობდით, მაგრამ ოდესღაც ყველაფერი მთავრდება. ეჭვიც არ მეპარება, რომ უკეთესი პერიოდი დაიწყება ჩვენს შემოქმედებით ცხოვრებაში. მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

- ალბათ მსახიობისთვის კარგიცაა ცვლილებები...
- ნამდვილად. ჩვენ ცოტა დავიშტამპეთ. ერთ ჩარჩოში აღგვიქვამდნენ კინოსა და თეატრის რეჟისორები და საზოგადოება. ყველას ჰგონია, რომ მარიკა ვარ, რომელიც ჭურჭელს წმენდს და ირაკლისა და დათოს საჭმელს უმზადებს, არადა, ბევრად უფრო საინტერესო სახის შექმნა შემიძლია. რეჟისორული საქმიანობისთვისაც მეტი დრო მრჩება. მართალია, ფინანსურად ცოტა გამიჭირდა, თეატრის ხელფასი, მოგეხსენებათ, ისეთი მიზერულია, რომ ოჯახის რჩენა იმ ფულით რთულია, სამაგიეროდ მეგობრებისთვისაც მეტად მოვიცალეთ. ასე რომ, სერიალში რომ აღარ ვარ, დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც.

- შვილი ახლა ალბათ უკვე დიდია და ყველაზე მეტად ისაა კმაყოფილი, მშობლებთან რომ მეტ დროს გაატარებს...
- გაბრიელი უკვე სამი წლის და ოთხი თვისაა. თავისი ნათლიის ნინა ჩოდრიშვილის საბავშვო ბაღში მივიყვანეთ. ძალიან მოსწონს იქაურობა. სერიალის დამთავრების შემდეგ შვილსაც დავუბრუნდით. ახლა გოგას პრემიერები ჰქონდა. მე შვილთან ურთიერთობისთვის მეტი დრო გამომიჩნდა და ძალიან მიხარია. ადრეც ვიცოდი, რომ ბავშვს დედა სჭირდება, მაგრამ ახლა უფრო გავიაზრე (იცინის). ბებია და ძიძა კარგია, მაგრამ დედა ყველაზე საჭიროა შვილისთვის. მამაც საჭიროა ზოგჯერ (იცინის). ბავშვს სულ ვენატრებოდით და ახლა ეს დანაკლისი ავინაზღაურეთ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ