Logo
გაძლიერებული ძებნა
«    დეკემბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
ID ბარათები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიცემა

ID ბარათებიახალი თაობის პირადობის მოწმობის – ID ბარათები უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გაიცემა.
ქუთაისის იუსტიციის სახლში, დღეს, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა მამუკა სამხარაძემ ბიომეტრიული დოკუმენტებისა და პერსონალიზაციის ქუთაისის ბეჭდვის ცენტრის პრეზენტაცია გააკეთა, სადაც ID ბარათები იბეჭდება და დასავლეთ საქართველო მარაგდება.
ID ბარათების გაცემა საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო. აღნიშნული დოკუმენტის მიღების სურვილი დღემდე 44 125–მა ადამიანმა გამოთქვა. უკვე გაცემულია 36 502 ბარათი, ხოლო 7 623 მოქალაქე მოწმობას უახლოეს დღეებში მიიღებს.
საქართველოში გაიცემა ოთხი ტიპის ID ბარათი: საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, მუდმივი/დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა და დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა ლტოლვილისათვის.
ბარათის მიღებისთანავე მოქალაქეს რეგისტრაციის ადგილის შეცვლა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში შეუძლია. ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება არ არის სავალდებულო, ძველი მოწმობები ვადის გასვლამდე ძალაში რჩება, თუმცა ახალი დოკუმენტების აღების შემთხვევაში მოქალაქე მიიღებს ID ბარათს.
ID ბარათი მაღალტექნოლოგიური, გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია. ამ საბუთით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით.
გარდა ამისა, ID ბარათი ელექტრონული დოკუმენტების ციფრულად ხელმოწერის საშუალებას იძლევა და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ასეთ დოკუმენტებს იურიდიული ძალა აქვს.
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ