Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აგვისტო 2019    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
საქართველოში Netbook–ებზე მოთხოვნა იზრდებამსოფლიოში არსებულ ტენდენციებს არც საქართველო ჩამორჩა და ლოკალურ ბაზარზე Notebook–ების გაყიდვებმა პერსონალური კომპიუტერების გაყიდვებს საგრძნობლად გაუსწრო. თუ რამდენიმე ხნის წინ მათი გაყიდვების თანაფარდობა დესკტოპების სასარგებლოდ 80/20%–ზე იყო, დღესდღეობით ეს მაჩვენებელი notebook–ების სასარგებლოდ შემობრუნდა. საკმაოდ იზრდება მოთხოვნა netbook–ებზეც. მიუხედავად იმისა, რომ ტაბლეტი ქართულ IT ბაზარზე ჯერჯერობით უცხო ხილია, კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიები იმედოვნებენ, რომ ადრე თუ გვიან, მსოფლიო ტენდენციების შესაბამისად, ამ ტექნოლოგიის ათვისებასაც შეძლებენ. IT ბაზარზე არსებული საინფორმაციო–ტექნოლოგიური კომპანიები, იმასაც იმედოვნებენ, რომ დესკტოპების all-in-one მოდელები არსებული წილის გაზრდას თუ არა, შენარჩუნებას მაინც შეძლებენ.
„ელიტ ელექტრონიქსში“ Notebook-ებისა და პერსონალური კომპიუტერების წილი ბოლო 2 წლის განმავლობაში 80/20%–ზე თანაფარდობიდან 70/30%–ზე შეიცვალა notebook–ების სასარგებლოდ. ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზრის ტენდენციაა. საერთაშორისო ბაზარზე მუდმივად იზრდება და იცვლება notebook–ების წილი. ამას თავისი ახსნა აქვს. ყველაფერი კომპაქტურობისკენ მიდის. რაც უფრო კომპაქტურია, მით მეტად კომფორტულია. თუნდაც, ახალი თაობის notebook–იც კი 2 სანტიმეტრზე მეტი სისქის არ უნდა იყოს. დესკტოპებიც ძირითადად all-in-one მოდელებზე გადადის. თუმცა როგორც ყველა ახალი პროდუქცია, საწყის ეტაპზე all-in-one მოდელებიც შედარებით ძვირადღირებული სეგმენტია – 1500 ლარიდან ზევით.“– ვალერი ბოკუჩავა, „ელიტ ელექტრონიქსის“ შესყიდვების მენეჯერი.
რაც შეეხება netbook–ებს, როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, მათი წილი მთლიანად notebook–ების წილში 10–დან 15%–მდეა. განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა ძლიერი მონაცემების, ახალი თაობის ორბირთვიაინ netbook–ებზე.
„რაც ყველაზე მთავარია, netbook-ები წარმოდგენილია ფერებში, რაც ხშირ შემთხვევაში მანდილოსნების სისუსტეს წარმოადგენს. გარდა ამისა, netbook–ებს სპეციფიკური მომხმარებელი ჰყავს. თავისი ზომის გამო მას ძირითადად საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებების დროს იყენებენ. ვფიქრობთ, ამჟამად, მათზე მოთხოვნა დამაკმაყოფილებელია და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება,“ ამბობს ვალერი ბოკუჩავა.
netbook–ებზე მოთხოვნას არც „ევროტექნიკსი“ უჩივის. IT განყოფილების დირექტორის, ამირან კოპალეიშვილის თქმით, ამჟამად მათ მაღაზიათა ქსელში, ამ სეგმენტში ყველაზე გაყიდვადი 500 ლარამდე ღირებულების acer-ის netbook–ებია.
როგორც კომპიუტერული მაღაზია „MyNotebook.ge“–ს მენეჯერი გოჩა კენჭიაშვილი ამბობს, სწორედ ბაზარზე გაკეთებული კვლევების შედეგად გაჩნდა იდეა, მაღაზია საქართველოშიც გახსნილიყო. My Notebook.ge არის სომხური კომპიუტერულ მაღაზიათა ქსელის ფილიალი. იგი იმასაც აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ, როცა „Pixel“–ის შენობაში მაღაზია გაიხსნა, კონკურეცია დაბალი, ხოლო მოთხოვნა – საკმაოდ დიდი იყო.
„თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გაფართოებას და სავარაუდოდ, საბურთალოზე ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ, ნათელია, რომ ჩვენი ბიზნესი საკმაოდ კარგად მიდის და კომპიუტერულ ტექნიკაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება საქართველოში. ყველაზე მოთხოვნადი ჩვენს მაღაზიაში Apple-ის MacBook და ipad–ია. ასევე Sony Vaio, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოგვაქვს. Apple-ის პროდუქციიდან გაყიდვების 60% მაინც MacBook–ებზე მოდის. თვეში დაახლოებით 35–მდე MacBook–ებს ვყიდით, მაშინ როცა ipad–ის გაყიდვები მხოლოდ 15–18 ცალს აღწევს,“ – ამბობს გოჩა კენჭიაშვილი.
მისივე თქმით, notebook–ებისა და ipad–ების გაყიდვების წილით საქართველოსთან შედარებით საკმაოდ განსხვავდება სომხეთის IT ბაზარი.
„თუ ჩვენ თვეში მაქმსიმუმ 18 ipad–ს ვყიდით, სომხეთში MyNotebook.ge–ს მაღაზიაში დღეში 10–მდე ipad იყიდება,“ – დასძინა გოჩა კენჭიაშვილმა.
„ტაბლეტები საქართველოში მაინც ახალი სიტყვაა. ვითვალისწინებთ რა, რომ ეს ბიზნესი საკმაოდ პოპულარულია მთელს მსოფლიოში, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით აქციების სერიას დავიწყებთ. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ტაბლეტებს ყველა მომხმარებლისა და დანიშნულებისთვის. ამ ეტაპზე კი ბაზრის შესასწავლად მხოლოდ Samsung–ის და Acer–ის საცდელი მოდელები გვაქვს,“ – აღნიშნა ვალერი ბოკუჩავამ.
კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები საქართველოში ლოკალურ ბაზარზე ყველაზე პოპულარულ ბრენდებად HP-ს, Acer–ს, Dell–სა და Asus–ს ასახელებენ. რაც შეეხება ფასებს, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ფასის ტექნოლოგიას თავისი მომხმარებელი ჰყავს, უნდა ითქვას, რომ ყველაზე გაყიდვადი მაინც 800–დან 1000–ლარამდე ღირებულების notebook–ებია.
„ჩვენს მაღაზიათა ქსელში IT სექტორში პირველი ადგილი HP-ს უჭირავს, რომელსაც Dell და Acer მოსდევს. აქვე არ უნდა დავივიწყოთ Samsung და Toshiba–ც. თუმცა, ბოლო თვის შედეგები შედარებით სხვა სურათს გვაჩვენებს. სავარაუდოდ, ფასის, დიზაინისა და საგარანტიო პირობების გამო Acer–ის notebook–ების გაყიდვებმა HP-ს გადაუსწრო. მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში, „ევროტექნიკსის“ მაღაზიების ქსელში Acer–ის ერთი კონკრეტული მოდელის 78 notebook გაიყიდა,“ – ამბობს „ევროტექნიკსის“ IT განყოფილების დირექტორი, ამირან კოპალეიშვილი.
ვალერი ბოკუჩავას თქმით, თუ წილების გადანაწილებაზე მიდგება საქმე, „ელიტ ელექტრონიქსში“ ბრწყინვალე სამეული Asus–ს, acer–სა და Dell–ს უჭირავს.
„რაც შეეხება HP-ს, ამ ბრენდს თავისი წონა და წილი აქვს ზოგადად ქართულ ბაზარზე. ვინაიდან ჩვენ ზემოთ ხსენებული 4 ბრენდის რითეილ პარტნიორების სტატუსი მივიღეთ და სხვადასხვა პროგრამების მონაწილე ვართ, რომლებიც უშუალოდ პარტნიორებზეა გათვლილი, შესაბამისად, საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასები გვაქვს მათ პროდუქციაზე. თავისთავად იზრდება მათი წილიც ჩვენს კომპანიაში. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით საქართველოში IT ბაზრის თითქმის 10%–ია მხოლოდ ათვისებული და მუდმივად ხდება ბაზრის გაზრდა. ძირითადად კონცენტრაცია თბილისზე კეთდება და რეგიონები ჯერ კიდევ ასათვისებელია. აქედან გამომდინარე ჩვენ პარტნიორებს აქვთ რეგიონში გასვლის გარკვეული სტრატეგია,“ – დასძინა ბოკუჩავამ.
მომავალში „ელიტ ელექტრონიქსი“ Toshiba–სთანაც გეგმავს პარტნიორობის დაწყებას და მათი ოფიციალური პარტნიორიც გახდება. კომპანია ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს Apple–თან და წლის ბოლომდე მომხმარებელს თავის მაღაზიათა ქსელში Apple–ის პროდუქციასაც შესთავაზებს.

ავტორი: ნინა ბურჯანაძე
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ