Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივნისი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/uckhoethi/10268-sikvdilis-tsin-kadafi-atsames-da-gaaupatiures.html




გამოცემა Global Post-მა ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის სიკვდილის წინ გადაღებული ახალი შოკისმომგვრელი კადრები გაავრცელა.

კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა ამბოხებულებიდან ერთ-ერთი მისკენ ზურგით მდგომ კადაფის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. პოლკოვნიკს, რომელიც იმ დროს სისხლისგან იცლება ბრბოში მიათრევენ. პოლკოვნიკის გვერდით მდგომი მამაკაცი კადაფის დანით აწამებს.

ალჟირული საინფორმაციო სააგენტო Algeria-ISP გენერალ აბუ ბაკრ ჯაბერ იუნისის ვაჟზე (კადაფის თანამებრძოლი) დაყრდნობით აცხადებს, რომ თავდაპირველად კადაფის მხოლოდ სცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, შემდეგ კი ამბოხებულებმა მოითხოვეს, რომ პოლკოვნიკი სიკვდილამდე ეწამებინათ. ამბოხებულებმა კადაფის დანით წამება დაიწყეს, ტყვეს დანარჩენი ამბოხებულები აკავებდნენ. შემდეგ მეამბოხეები მოზარდებმა ჩაანაცვლეს. პოლკოვნიკს სახეში სცემდნენ და ჭრილობებში ქვიშას აყრიდნენ. წამება დილის 9 საათიდან 12 საათამდე გაგრძელდა. კადაფის 100-მდე ადამიანი აწამებდა.

სიკვდილის შემდეგ კადაფი მშობლიური სირტის ქუჩებში, სადაც ის ბოლო წუთამდე იბრძოდა, ფეხებით ათრიეს. ამბოხებულები სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას, ვისაც სირტში წააწყდებოდნენ.

გარდაცვლილთა გვამები ქალაქის სიახლოვეს სახელდახელოდ ამოთხრილ ორმოში ჩაყარეს. თვითმხილველთა თქმით, ამბოხებულები სირტის მკვიდრთ გარდაცვალებამდე აწამებდნენ და აუპატიურებდნენ.

კადაფის წამებამ ის ლიბიელებიც კი შეაშფოთა, რომლებიც მის სიკვდილს ნატრობდნენ.

როგორც გაზეთი Daily Mail წერს, მუამარ კადაფი და მისი 34 წლის ვაჟი მუტასიმი მისურატთან ახლოს დაკრძალეს. კადაფის მოძღვარმა გვამების განბანვის შემდეგ ლოცვები წაიკითხა. ზოგიერთი ვერსიით კი, კადაფი სულაც არ დაუმარხავთ. Algeria ISP ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მუამარისა და მუტასიმის სხეულები ღუმელში დაწვეს, რათა მათ საფლავებთან მომლოცველთა რიგები თავიდან აერიდებინათ.

მუამარ კადაფის ნათესავებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს, მათ კადაფის მკვლეობა სამხედრო დანაშაულად მიაჩნიათ.

ტელეარხ NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ფაქტობრივად, მოიწონა ნატოს მხარდაჭერით ლიბიაში განვითარებული მოვლენები.

"თქვენ არასდროს მოგინდებათ ისეთი სიკვდილის ნახვა, როგორი სიკვდილითაც კადაფი მოკვდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ვიდეო მთელი მსოფლიოს დიქტატორებისთვის თვალსაჩინო გზავნილი და იმის მოწმობაა, რომ ადამიანებს თავისუფლად ცხოვრება სურთ", - განაცხადა ობამამ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ