Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აპრილი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
სულადობის ცნობისა და საინფორმაციო ბარათის მიღება


მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად, იუსტიციის სახლის ვებ–გვერდიდან შეუძლიათ მიიღონ ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობა და საინფორმაციო ბარათი.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი გაბრიელაშვილის თქმით,ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობა (ე.წ. სულადობის ცნობა) ადამიანებს უმეტესად კომუნალური გადასახადების გამო სჭიდებათ, ხოლო საინფორმაციო ბარათი – ნოტარიუსთან წარსადგენად საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. ამგვარი საბუთების მიღება ონლაინ რეჟიმში ID ბარათის მფლობელ ნებისმიერ პირს შეუძლია.
სერვისით სარგებლობა ID-ბარათის წამკითხველის მეშვეობით არის შესაძლებელი. ცნობის მისაღებად მოქალაქემ იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე: www.house.gov.ge ID-ბარათის გამოყენებით უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადება. ონლაინ რეჟიმში ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობა და საინფორმაციო ბარათი საჭირო საბუთების წარდგენიდან ორი სამუშაო დღის ვადაში მომზადდება და მისი საფასური 15 ლარია. აღსანიშნავია, რომ საქმის წარმოების ყოველ ეტაპზე მოქალაქეს განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ამა თუ იმ მოქმედების შესრულების შესახებ შეტყობინებები მიუვა.
სულადობის ცნობისა და საინფორმაციო ბარათის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ პირსაც. ამისთვის მოქალაქემ იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადება, ატვირთოს მისი ბიომეტრული ფოტოსურათი, დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების ცენტრის ოპერატორს და ცნობის მიღებასთან დაკავშირებით პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოს საკუთარი ნება.
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ