Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივნისი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
ქართველი მულტიმილიონერებირუსულმა გამოცემა "ფინანსმა" 2011 წლის 500 უმდიდრეს რუს ბიზნესმენს შორის მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის გარდა, კიდევ 4 ქართველი ბიზნესმენი დაასახელა. დავით იაკობაშვილი, ვიაჩესლავ მირილაშვილი, დავით პანიკაშვილი და პაატა გამგონეიშვილი მულტიმილიონერები არიან. მათი ქონება მილიარდზე ნაკლებია, მაგრამ ასეულობით მილიონს ითვლის.

ამ ოთხეულში ყველაზე მდიდარი კვების ინდუსტრიის მაგნატი, 54 წლის დავით იაკობაშვილია. "ფინანსის" რეიტინგში მას 134-ე ადგილი უკავია. იაკობაშვილი კომპანია "ვიმ-ბილ-დანის" დამფუძნებელია, რომელიც საკვები პროდუქტების მწარმოებელ 36 საწარმოს და რამდენიმე სამარკო ნიშანს აერთიანებს. 2002 წლიდან კომპანიის აქციები"" ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე დიდი წარმატებით იყიდება. იაკობაშვილი ლუდის მწარმოებელი კომპანია "ცეპკოსა" და "რუსაგროპროექტის" დირექტორთა საბჭოებშიც შედის.
ქართველი მულტიმილიონერები
2007 წელს იაკობაშვილის ქონება 450 მილიონად იყო შეფასებული, 2011 წლის რეიტინგის მიხედვით კი ის 830 მლნ-ს ფლობს. ყავს მეუღლე და 3 წლის შვილი. მისი ოჯახი საფრანგეთში ცხოვრობს. რეიტინგში აღნიშნულია, რომ იაკობაშვილმა ბიზნესი პრაქტიკულად ნულიდან დაიწყო.

ბიზნესმენი თბილისში დაიბადა, განათლება პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო. 1982 წლიდან კი ბიზნესსაქმიანობა წამოიწყო. როგორც თავად ბიზნესმენი იხსენებეს, თავიდან ღორებით ვაჭრობდა, მოგვიანებით სილამაზის სალონი გახსნა. საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ კი სათამაშო და ტურისტული ბიზნესიც მოსინჯა.
ქართველი მულტიმილიონერები
უმდიდრეს რუს ბიზნესმენებს შორის რეიტინგის 140-ე ადგილზე სახელდება სოციალური ქსელის В Контакте-ს თანამფლობელი, 26 წლის ვიაჩესლავ მირილაშვილი. მისი ქონება "ფინანსმა" 790 მლნ დოლარით შეაფასა, თუმცა რეიტინგის ავტორები მიუთითებენ, რომ მისი კაპიტალის დაგროვებაში უმეტესი წილი მემკვიდრეობასა და ნათესაურ კავშირებს მიუძღვით. ვიაჩესლავი ცნობილი ბიზნესმენის, მიხეილ მირილაშვილის ვაჟია, რომელმაც მოსკოვში წარმოებული სათამაშო ბიზნესით დიდი კაპიტალი დააგროვა. ბიზნესის დასაწყებად საჭირო თანხაც ვიაჩესლავმა მამის კუთვნილი კომპანიისგან ისესხა.

ვიაჩესლავ მირილაშვილი მილიონერთა სიას წელს შეემატა. მას მოგება «В Контакте"-ში განხორციელებულმა წარმატებულმა ინვესტიციამ მოუტანა. საბოლოოდ, მირილაშვილი В Контакте-ს აქციების"" 40% ფლობს. 26 წლის მილიონერი პროფესიით პროგრამისტია. განათლება მან აშშ-ში, ტაფტსის უნივერსიტეტში მიიღო. დღეისათვის В Контакте-ს ყოველდღიურ მომხმარებელთა რიცხვი 23 მლნ-ს აჭარბებს.
ქართველი მულტიმილიონერები
"ფინანსის" რეიტინგში 570 მლნ დოლარით მოხვდა ფარმადისტრიბუტორი კომპანიის, "როსტას" დამფუძნებელი და პრეზიდენტი დავით პანიკაშვილი. "ფინანსმა" მას 192-ე ადგილი მინიჭა. "როსტა" "ფორბსის" მონაცემებით, რუსეთის 200 უმხსვილესი კომპანიებს შორის მე-18 ადგილზეა. პანიკაშვილის შესახებ კი ცნობილია, რომ მან ბიზნესი ნულიდან დაიწყო.

ამ დროისთვის "როსტა" 44 ქვეყნიდან ახორციელებს ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუციას. აერთიანებს 28 ფილიალსა და 15 წარმომადგენლობას ამ ქვეყნებში.
ქართველი მულტიმილიონერები
მილიონერთა რეიტინგში 323-ე ადგილზე მოხვდა კომერციული ბანკის "სლავიანსკი კრედიტის" დამფუძნებელი და კომერციული სააგენტოს "გეპარდის" პრეზიდენტი პაატა გამგონეიშვილი. 56 წლის მულტიმილიონერი ქუთაისში დაიბადა. ბიზნესსაქმიანობა კი რუსეთში წამოიწყო. დღეს მისი ქონება 290 მლნ დოლარს შეადგენს.

ჟურნალ "ფინასის" რეიტინგში სულ 500 მილიარდელი და მულტიმილიონერი შევიდა. როგორც ცნობილია, რეიტინგის 27-ე ადგილი 5,5 მლრდ დოლარით ბიძინა ივანიშვილს ერგო.
 
 (ხმები: 3)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ