Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივნისი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
http://www.interpressnews.ge/ge/politika/198959-donald-trampi-me-miyvars-saqarthvelo-da-es-erth-erthi-usafrthkho-adgilia-msoflioshi.html
ხელფასის ნაღდი ფულით გაცემა ხარჯში აღარ ჩაითვლება გარკვეული შემთხვევების გარდა, ხელფასის ნაღდი ფულით გაცემა ხარჯში აღარ ჩაითვლება. ცვლილება "საგადასახადო კოდექსის" 106-ე მუხლში შედის.
ხოლო იმ შემთხვევებს, თუ როდის მოხდება ნაღდი ფულით გაცემული ხელფასის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა, ფინანსთა მინისტრი კანონქვემდებარე აქტით მომავალში დაადგენს.

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:
- თუ ყველა ორგანიზაცია ხელფასს უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო არხებით გასცემს, თავისთავად პროგრესული ნაბიჯია, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს - შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა და ე.წ. შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი. ქართული კანონმდებლობა, საგადასახადო კოდექსი, გამარტივებულ დაბეგვრის რეჟიმს ითვალისწინებს რიგი მეწარმეებისთვის, რომლებიც გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან და მათთვის ბუღალტერიის, ისევე როგორც აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება საჭიროებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, ეს ადამიანები გამარტივებული წესით იბეგრებიან და მათთვის საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება კოდექსით არ დგება.

ცოტა გაუგებარია, როგორ ჩაჯდება დღეს არსებული მოცემულობა და დაბეგვრის რეჟიმი ამ ახალ ინიციატივაში, რომელსაც შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო გვათავაზობენ. და მეორე - ტექნიკური მხარე. პრობლემა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ხელფასის მიღების საკითხს. თავისთავად საბანკო გადარიცხვები დღეს პრობლემას არ წარმოადგენს და დამქირავებელი დაქირავებულს ანგარიშზე, ბარათზე ურიცხავს თანხას. მაგრამ ამ თანხის აღების პრობლემა გარკვეულწილად დგება მაშინ, როცა ამ საკითხს რეგიონულ ჭრილში განვიხილავთ. რაიონულ ცენტრებში ბანკომატებით სარგებლობა პრობლემა არ არის, რადგან პრაქტიკულად ყველა რაიონული ცენტრი მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილია საბანკო ინფრასტრუქტურით. მაგრამ, როცა ლაპარაკია სოფლის ტიპის დასახლებაზე, მის მოსახლეობას ხელფასის სახით დარიცხული თანხის მისაღებად ყოველ ჯერზე მოუწევს რაიონულ ცენტრში ჩასვლა. ქართული სოფლების აბსოლუტურ უმრავლესობაში საბანკო ფულის განაღდების აპარატები არ არსებობს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოფლების დიდი რაოდენობა რაიონული ცენტრებიდან საკმაოდ დიდ მანძილზეა. საკითხს ართულებს ისიც, რომ სხვადასხვა ბანკის ბანკომატით მომსახურებისთვის სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს. მაგალითად, ერთი ბანკის საკრედიტო ბარათით მეორე ბანკის ბანკომატით სარგებლობისას განსხვავებული ტარიფი მოქმედებს. ყველაფერი ეს უხერხულობას გამოიწვევს, ამიტომ, როცა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამ საკითხის რეგულირება მოხდება, ტექნიკური საკითხები აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შეგვექმნება ბევრი უხერხულობა, რაც შესაძლოა მაპროვოცირებელი გახდეს იმისა, რომ რიგმა საწარმოებმა ხელფასის სახით გადასახდელი თანხა აღრიცხვა-ანგარიშგების მიღმა დატოვონ და ხარჯებში არ აჩვენონ.

წარსულში მსგავსი პრეცედენტები მრავლად გვქონდა და დღეს მეტ-ნაკლებად გაუმჯობესებული ვითარება არ უნდა დავამძიმოთ ტექნიკური სირთულეებით. თუ ყველა საკითხი ასახული და დარეგულირებული იქნება კანონქვემდებარე აქტში, ამ ცვლილებაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ჩვენი საბანო სისტემა საშუალებას იძლევა ტექნიკურად ეს ყველაფერი უზრუნველყოს. რაც შეეხება საკითხის ეკონომიკურ მხარეს, ეს მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს აღირცხვა-ანგარიშსწორების საკითხს და თავად ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. აქ სიჩქარე არ ივარგებს, მთავარი არ არის, ეს გაკეთდეს დღეს ან ხვალ, მთავარია, გაკეთდეს სრულფასოვნად და თუნდაც ერთი-ორი თვის შემდეგ დადგეს შედეგი.

- ხშირად ხდება, რომ ცვლილება შედის კანონში და კანონქვემდებარე აქტის შინაარსი ცნობილი არ არის. შემდეგ კი მას განსაზღვრავს უმაღლესი ხელისუფლების პირი. არადა, კანონქვემდებარე აქტი სწორედ რომ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს კანონის მოქმედების არეალს.

- სამწუხაროდ, საქართველოში კანონშემოქმედების თვალსაზრისით ეს მიღებული პრაქტიკაა, როცა გარკვეული ნორმების გაწერა კანონში ხდება და შემდეგ კანონქვემდებარე აქტები არეგულირებს ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხს. მიმაჩნია, რომ ეს ხშირ შემთხვევაში იძლევა საკითხის ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას და გარკვეულ გაუგებრობას იწვევს საზოგადოებაში. საგადასახადო კოდექსი მთლიანად ასეთ პრინციპზეა აგებული, რიგი საკითხი განსაზღვრულია კანონში და შემდეგ ხდება მისი განმარტება-ინტერპრეტირება ინსტრუქციებად გაწერა კანონქვემდებარე აქტებში.

მაგალითად, ევროპული გამოცდილება საპირისპიროს მეტყველებს. მაგალითად, გერმანული კანონმდებლობა მთლიანად კოდექსურ სისტემაზეა აგებული, ანუ წვრილმან დეტალებამდე კანონში გაწერილი და განსაზღვრული ესა თუ ის ტექნიკური საკითხი. ადამიანურ ფაქტორზე, მინისტრის გადაწყვეტილებაზე არ არის დაყვანილი ამა თუ იმ საკითხის ინტერპრეტირება და რეგულირება. ცნობილია, რომ საქართველოში ე. წ. ნაპოლეონის პრინციპით ვადგენთ კანონმდებლობას, ანუ კანონი იწერება რაც შეიძლება გრძლად და ბუნდოვნად და რიგ შემთხვევებში საშუალებას აძლევს მაკონტროლებელს სუბიექტური იყოს თავის გადაწყვეტილებებში. რა თქმა უნდა უმჯობესია, ყველა საკითხი თავად კანონში იყოს დარეგულირებული, ტექნიკური საკითხები თუ არა, ის მაინც იყოს ცნობილი, რა სახის ეკონომიკურ საქმიანობაზე არ გავრცელდება ეს ნორმა.



ემა ტუხიაშვილი
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ