Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ოქტომბერი 2019    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
http://www.kvirispalitra.ge/history/12195-ras-miakvlia-kosmosurma-thanamgzavrma-egvipteshi.html
რას მიაკვლია კოსმოსურმა თანამგზავრმა ეგვიპტეში iნფრაწითელმა ფოტოებმა, რომელიც ამერიკელმა მეცნიერებმა კოსმოსური თანამგზავრის დახმარებით გადაიღეს, აქამდე უცნობი 17 ეგვიპტური პირამიდა დააფიქსირა.

ინფრაწითელი გადაღება კოსმოსიდან მნიშვნელოვანია იმით, რომ მიწის ქვეშ დამალული ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.
კოსმოსიდან ეგვიპტის ტერიტორიის ამ მეთოდით გადაღებისას მეცნიერებმა ათასამდე სამარხსა და სამი ათასამდე უძველეს დასახლებას მიაკვლიეს.
"კოსმოსური აღმოჩენის" ადგილზე მუშაობა არქეოლოგებმა უკვე დაიწყეს.
რას მიაკვლია კოსმოსურმა თანამგზავრმა ეგვიპტეში
წინასწარი მონაცემებით, დადასტურდა ორი, აქამდე უცნობი პირამიდის მიგნება.
"ახალაღმოჩენილი პირამიდის გათხრა ყველა არქეოლოგის ოცნებაა", - ამბობს კვლევის ავტორი, შტატ ალაბამის ბირმინჰემის უნივერსიტეტის თანამშრომელი სარა პარკაკი.

მეცნიერი აღიარებს, რომ გაოცებულია იმ შედეგებით, რომლებიც ინფრაწითელი გადაღებების შედეგად მიიღეს.
"ინტენსიური გამოკვლევები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ინფორმაციის შემოსვლას გამუდმებით ვადევნებდი თვალს, მაგრამ დადგა დრო, როცა მივხვდი, რამდენად მდიდარი იყო მასალა, რომელიც მოვიპოვეთ. დაჯერება მიჭირდა, რომ ეგვიპტეში ამდენ ახალ ობიექტს მივაკვლიეთ", - ამბობს არქეოლოგი.

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს ფოტოები, რომელიც თანამგზავრმა 700 კილომეტრის სიმაღლიდან გადაიღო. კამერები, რომელიც ამისთვის გამოიყენეს, იმდენად ძლიერია, რომ დედამიწის ზედაპირზე ყველა იმ ობიექტის იდენტიფიცირებაც კი შეუძლიათ, რომელთა დიამეტრი ერთ მეტრზე ნაკლებია.
ამას გარდა, ინფრაწითელი გადაღება გამოიყენეს იმისთვის, რომ მიწის ზედაპირის ქვეშ მყოფი სხვადასხვა მასალის გარჩევაც ყოფილიყო შესაძლებელი.

მომზადებულია BBC-ის მასალების მიხედვით
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ