Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/55394-eqimis-gulgriloba-thu-sadazghvevo-sistemis-gaumarthaoba-ra-gakhda-27-tslis-fekhmdzime-qalis-gardacvalebis-mizezi.html
27 წლის ფეხმძიმე ქალის გარდაცვალების მიზეზი ხონის რაიონის მედპერსონალი, სადაც ორი დღის წინ საკეისრო კვეთით 27 წლის ალისა ახვლედიანი გარდაიცვალა, პასუხიმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.

"აბა, ვის უნდა შემოაკვდეს პაციენტი, თუ არა ექიმს" - განაცხადა ხონის რაიონულ საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა, რომელთანაც "ამბები.გე"-მ ტრაგედიის დეტალები მოიკითხა. მისი თქმით, ქალის სიცოცხლის რისკი ორსულობის დროს 50/50-ზეა.

გარდაცვლილი გოგონას, ალისა ახვლედიანის ოჯახი ბრალს მკურნალ ექიმს, იზო ჩიგოვაძეს და ანესთეზიოლოგს სდებს. სოციალურად დაუცველ გარდაცვლილს "აი სი" ჯგუფის დაზღვევა ჰქონდა. იმის გამო, რომ სამტრედიის საავადმყოფოში ამ კომპანიის დაზღვევა არ მოქმედებს, ალისა ახვლედიანი ხონის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დილის 10 საათზე მისული პაციენტი სამშობიაროდ მხოლოდ 4 საათზე შეიყვანეს. ხონში ანესთეზიოლოგი მხოლოდ გამოძახებით ჰყავთ, რომელიც იმ დროს მარტვილში სხვა ოპერაციაზე იმყოფებოდა. სანამ ქუთაისიდან სხვა ანესთეზიოლოგი გამოიძახეს, გოგონას მდგომარეობა გართულდა და საოპერაციოდ შეყვანილი ალისა 6 საათზე საოპერაციოდან უკვე გარდაცვლილი გამოიყვანეს. გარდაცვალების მიზეზებზე ექიმები არ საუბრობენ.

მკურნალი ექიმი და ანესთეზიოლოგი მთელი ღამის განმავლობაში ხონის რაიონულ განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. საავადმყოფოში მისულ ჟურნალისტებს მედპერსონლმა ჯერ განუცხადა, რომ იზო ჩიგოვაძე ოპერაციას აკეთებდა და არ ეცალა, თუმცა ცოტა ხანში ნათქვამი უარყვეს და აღმოჩნდა, რომ ჩიგოვაძე ქუთაისშია.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიის ბრალეულობას, ”აი სი ჯგუფის” სამედიცინო დაზღვევის მიმართულების გაყიდვების დირექტორი თამუნა ცქიტიშვილი ამბობს, რომ ხონის საავადმყოფოში გარდაცვლილ ელისო ახვლედიანს სადაზღვევო კომპანიის მომსახურების შესახებ დასტური შეუფერხებლად მიეცა.

ამასთან, თამუნა ცქიტიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელისო ახვლედიანს სამტრედიაში მკურნალობასთან დაკავშირებით პრობლემა სადაზღვეო კომპანიის მიზეზით შეექმნა და აღნიშნა, რომ "აი სი ჯგუფში" დაზღვეულ ნებისმიერ მოქალაქეს სამედიცინო მომსახურების მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით უპრობლემოდ შეუძლია.

ოჯახი საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ექსპერტიზის პასუხი მხოლოდ ერთ თვეში იქნება.

სტატისტიკური მონაცემებით, საკეისრო კვეთის შემთხვევებმა საქართველოში 30%-ს მიაღწია. არადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მან 15%-ს არ უნდა გადააჭარბოს. საკეისრო კვეთა მაღალი რისკ- ფაქტორის მქონე ოპერაციად ითვლება.

ხონის რაიონული საავადმყოფო ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში აშენდა და ის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის დეკემბერში გახსნა.

ეკა მელიქიძე
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ