Logo
გაძლიერებული ძებნა
«    იანვარი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
პატარა გოგონა სიკვდილს ებრძვის...ხალხმა იცის, როგორ გამოხატოს ტკივილი ორიოდ სიტყვაში ისე, რომ შიგ უსაზღვრო უბედურებაც კი ჩაატიოს. როცა ისეთ ამბავს ვისმენ, რაზეც ახლა ვწერ, სწორედ მაშინ მიტრიალებს თავში, ”ქვასაც ღმერთმა აშოროსო”...

სანამ ადამიანი არსებობს, ისეთი უბედურების მოწმე შეიძლება გახდეს, რომელიც ქვასაც კი გახეთქს, თუკი შეეხო. სხვა საქმეა, დაჩოქილმა რომ უნდა ვილოცოთ, თუ ვინმე გვიყვარს ან უბრალოდ, ვიცნობთ, მსგავსი განსაცდელისგან იხსნას უფალმა, მაგრამ თუკი მოსახდენი მაინც მოხდა, მარტო ერთი გზაა, - შეგიძლია თუ არა, ეს ადამიანი მარტო არ უნდა დატოვო. სხვათა შორის, არც ეს არის ადვილი, არც მატერიალურად, არც სულიერად. ჯერ ერთი, გვინდა თუ არა, ტკივილის მონაწილე ჩვენც ვხდებით და მეორე, სინდისის ქენჯნა გვიჩნდება, როცა ხელის გასაწვდენი არაფერი გვაქვს. სწორედ ამიტომ მიმძიმს ასეთ თემებზე წერა და გამუდმებით ვბოდიშობ, მაპატიეთ, თუ შეგაწუხეთ-მეთქი, მაგრამ არც სხვანაირად შემიძლია, - ერთი მხრივ, მოსვენებას არ მაძლევს, განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის თვალები; მეორე მხრივ, ღმერთი ხედავს, ვის რა აქვს და არავის განიკითხავს, ვის რა შესწირა. ისიც ნამდვილად ვიცი, რომ თუ კაცში სიკეთის კეთების სურვილმა გაიღვიძა, უკან ბევრად მეტი უბრუნდება, - უფლის ნებას ჩემი მტკიცება არ სჭირდება. ასე დამდევს ამ დღეებში მერაბ გრძელიძის თვალებიც. ვაჟკაცის ცრემლზე დამთრგუნველი არაფერია, ამიტომ იმის შიშით, ვაითუ, თავს ვერ სძლიოს და ცრემლი მოერიოს-მეთქი, საუბრისას ვცდილობდი, თვალებში არც შემეხედა, მაგრამ ხმა რომ აუცახცახდა, - ჩემი მარიამი მიკვდებაო, უნებურად ავწიე თავი. არავის ვუსურვებ მსგავს თვალებში ჩახედვას... არც გულში - კაცს ექვსი წლის შვილიშვილზე უთხრეს, თავში სიმსივნე აქვს, რამდენიმე დღეში მოგიკვდებათ, თუ 20 ათას ევროს არ იშოვით და თურქეთში არ წაიყვანთო ამოსაკვეთადო.

ეს კი, ყველამ ვიცით, რას ნიშნავს, როცა ხალხს პურის ფული არა აქვს, თუმცა, რაც ჩვენ შეუძლებლად გვეჩვენება, უფლისთვის შეუძლებელი როდია... თუმცა, იქამდე გაძლებაა საჭირო.

- ბატონო მერაბ, მარიამი ადრეც ავადმყოფობდა?

- ფრჩხილიც არ წამოსტკივებია. ასე რომ ყოფილიყო, იქნებ ამხელა შოკიც არ მიგვეღო. ერთმანეთს შევუყურებთ თვალებში, ვინ როდის ჩავიკეცებით. კიდევ კარგი, მარიამი ვერ ხვდება, მის თავს რა ხდება. სულ რამდენიმე დღის წინ დედამისი უყურებდა და იყვირა, - მარიამ, თვალები რა უცნაურად გადაგაქვს უკანო! ბავშვს თვალები აქეთ-იქით მიურბოდა. პირველ კლასშია, კითხვა დაიწყო და ვიფიქრეთ, ალბათ, მხედველობის პრობლემა თუ აქვსო და ექიმთან მივიყვანეთ. იმან, თვალის პრობლემა არ არის, ნევროპათოლოგთან წაიყვანეთო. მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გადავუღეთ და... ძალიან დიდი სიმსივნეა აქვს თავის ტვინში... რა სიმძიმისაა, პასუხი ვერ გვითხრეს. ჩვენთან არც გირჩევთ ამის დადგენას, ამისთვის თავის ტვინში უნდა შევიდეთ, სინჯი ავიღოთ, მერე კი რამდენიმე დღე უნდა ველოდოთ პასუხს. ამის დრო თქვენ არა გაქვთ, თუ სიმსივნე კიდევ გაიზრდება, ბავშვს თავის ტვინი შეუსივდება და ვერ გადაიტანს, ამიტომ ყველაფერი იღონეთ, რომ თურქეთში წაიყვანოთ. მათ აქვთ აპარატურა, რომელიც სიმსივნის ხარისხს ადგენს, ოპერაციაც ბევრად უსაფრთხო იქნებაო... ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ხალხსაც რაღაც აძლევს ძალას, რომ იცოცხლოს. ჩვენ ამ იმედით ვარსებობთ.

- ვიცი. თუმცა, მთელი ქვეყნის უბედურებაა, როცა ასეთი აპარატურა არსებობს, ჩვენ კი არა გვაქვს და ვინც უცხოეთში წაყვანას ვერ მოახერხებს, შვილს აუტანელი ტკივილისთვის სწირავს. როგორ უნდა იცოცხლოს ასეთ დროს ბავშვის დედ-მამამ? ახლა კი ის მითხარით, თავად მარიამი როგორ არის?
- მაგაზე ლაპარაკი მიჭირს. თავის ტკივილი დაეწყო. როცა სტკივა, თავზე ხელს მოიჭერს და მტკივაო, ტირის. ამ დროს აღარ ვიცით, რა ვქნათ, ისე უმწეოები ვართ, თითქოს მოგვესაჯა, თქვენს ყველაზე დიდ უბედურებას ისე უყურეთ, ხელის განძრევა ვერ შეძლოთო. სამი წლით უმცროსი და ჰყავს მარიამს, მივა და თმაზე ხელს უსვამს, გტივა, დაიკუნაო?.. წელს მივიდა სკოლაში. ძალიან ჭკვიანი გოგოაო, - ოჯახის რომელ წევრსაც უნდა შეგვხვდნენ მისი მასწავლებლები, სულ ამას ამბობენ. ღმერთო, ეს ცოცხლად წამებაა... ბაღდათში ვცხოვრობთ, ერთი წამით არ ვიფიქრებდით, ისე გავყიდდით ყველაფერს, მაგრამ ვის რად უნდა სახლი ბაღდათში, ვინ მოგვცემს 20 ათას ევროს!
P.S. არც, - არავინ. არადა, გოგონა კვდება... მიმძიმს ამისი თქმა, არც მოსასმენად მემეტება ვინმე, მაგრამ არც სხვა გზა მქონდა, ეს თქვენც იცით.
გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს, რომელიც მარიამ ფაიქაძის მშობლებმა მოგვაწოდეს:

საქართველოს ბანკი
კოდი BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE88BG
0000000430906400
მიმღები მარიამ ფაიქიძე

საკონტაქტო ნომერი: 593 222 445 მერაბ გრძელიძე

იქნებ ვინმეს გააჩნია ცოტაოდენი სახსარი! რაც მის შვილებს არ დააკლდება, იქნებ მარიამისთვის გაიღოს. და თუ არ გააჩნია, ამასაც ხედავს უფალი.

 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ