Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ოქტომბერი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
გოგონა, რომელიც ხალხის წყალობით ცოცხლობს6 წლის მარიამ ფაიქიძის ისტორიამ ძალიან ბევრს მისცა სიკეთის გაკეთების საშუალება. გოგონას სიცოცხლე სასწორზე დადო თავის ტვინში აღმოჩენილმა სიმსივნემ და წერილების გამოქვეყნების შემდეგ, მის სახელზე დაახლოებით 30 000 ლარამდე გადაირიცხა. ღმერთმა თუ ინება, და მარიამი განიკურნა, ხალხის ეს ქველმოქმედება სასწაულად იქცევა.

მართალია, მარიამის მკურნალობის პირველ კურსს თითქმის 26.000 ევრო სჭირდება, შემდგომ ოპერაციას კი თითქმის ამის ნახევარი, თუმცა ღმერთმა თუ ინება და მარიამი განიკურნა, ხალხის ეს ქველმოქმედება სასწაულად იქცევა. პატარა გოგონა, რომელიც სიკვდილს ებრძვის, ხალხის გადარჩენილი იქნება, იმ ხალხისა, რომელსაც ვინ იცის, შეიძლება თავადაც უჭირს. ამ ამბავს კი შესაძლოა ანალოგიც არ ჰქონდეს.

ახლა იმაზე, თუ როგორ არის მარიამი თურქეთის კლინიკაში, სადაც უკვე ერთი თვეა, ქიმიოთერაპიითა და დასხივებით ებრძვიან საშინელ სენს, რომელმაც ყველაფერთან ერთად ოჯახიც დაშალა, - დედა სტამბოლშია მარიამთან, მამა კი სოფელში, მის სამი წლის დაიკოსთან. სხვაგვარად არ გამოვიდოდა, - მარიამს ახლა დედა ძალიან სჭირდება. დედა, რომელიც დაჩოქილი ლოცულობს და ღმერთს შვილის გადარჩენას ევედრება.

არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა მარიამის მამას, ვალერი ფაიქიძეს დავუკავშირდი, პირველად მარიამის დედა მოვიკითხე, - თქვენი მეუღლე როგორ არის, როგორ იტანს ამ უბედურებას-მეთქი. გაჩუმდა, მერე კი:

- როცა მარიამის დიაგნოზი გავიგეთ, ამბობდა, ყველაფერი მორჩაო, მხოლოდ იწვა და ტიროდა. მაგრამ ექიმებმა რომ უთხრეს, შენს შვილს გადარჩენის შანსი აქვსო, თითქოს ძალა მოემატა. ისედაც ჰქონდა ღვთის რწმენა, ახლა კი დღედაღამ ლოცულობს.

- მარიამმა რა ქნა, როცა დაგინახათ?

- თითქოს სუნთქვა გაუჩერდაო... სულ ჩემთან იყო, დავდიოდით. - იცი, მამიკო, ვინ მენატრება ყველაზე მეტად? ჩემი დაიკოო!.. მაგრამ ეგ არის, მალე იღლება.

- ვერ გავბედე, მარიამის ჯანმრთელობის ამბავი პირველს მეხსენებინა. ახლა მითხარით, როგორ არის თქვენი ლამაზი გოგონა?

- როგორ გითხრათ... ყოველ წუთს იმედით შევყურებთ. სუსტად არის, ექიმებმა აგვიხსნეს, - ორგანიზმის რეაქციაა წამლებზეო, ბავშვი ერთბაშად ძალიან ბევრ და მძიმე წამალს იღებს. მარიამის ექიმები პროფესიონალები და კარგი ადამიანები არიან, ეს ხომ რაღაცას ნიშნავს, - ბავშვს უკვე უყვარს ისინი. პირზე ნიღაბის გაკეთების შიშიც მათ გადაატანინეს, - დასასხივებლად შეყვანისას პირზე ნიღაბს უკეთებენ, ეტყობა იმიტომ, რომ სხვაგან არ დასხივდეს. მაგრამ ჩემს შვილს რომ შევხედე, იმედი მომეცა, - სახლიდან გაცილებით მძიმე მდგომარეობაში წავიდა, ცალი თვალის ფორმა მთლიანად დარღვეული ჰქონდა, ვერც კი ატრიალებდა, გვერდზე რომ მიეხედა, თავიც უნდა მიეტრიალებინა. ახლა თვალი უკვე შესამჩნევად გაუსწორდა და გუგასაც აქეთ-იქით ატრიალებს. თავიც ნაკლებად სტკივა... ექიმებმა გვითხრეს, სიმსივნე დასხივებით ნაწილობრივ გაიფანტაო.

- რას ამბობთ!

- ეს ყველაფერი იმ ხალხის დამსახურებაა, ვისაც შევეცოდეთ და დაგვეხმარა. ღმერთმა დიდი განსაცდელი მოგვიტანა, მაგრამ რაც ხალხმა მარიამისთვის გააკეთა... არ ვიცი, რა დავარქვა, - ამით ვცოცხლობთ. დაახლოებით სამ კვირაში გადაწყვეტენ ექიმები, შესაძლებელი იქნება თუ არა მკურნალობის პირველი ეტაპის შემდეგ ოპერაციის გაკეთება. თუ არადა, მკურნალობას განაგრძობენ და ოპერაციას მოგვიანებით გაუკეთებენ...

- თქვენს მარიამს იმდენი ადამიანი დაეხმარა, ზოგჯერ ვფიქრობ, ეს შემთხვევითი არ არის, ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება-მეთქი...

- ღმერთმა გისმინოთ.

მინაწერი: ჩვენმა მკითხველმა მარიამ ფაიქიძისთვის იმდენი გაიღო, როგორც ვამბობდი, იმის განცდაც კი გამიჩნდა, იქნებ აღარ ღირს საბანკო ანგარიშების გამოქვეყნება-მეთქი. მაგრამ მერე ესეც გადავიფიქრე, - ვიცი, რომ ბევრი ადამიანი დამირეკავს და ამას მომკითხავს. ამიტომ მარიამის საბანკო რეკვიზიტებს ისევ ვაქვეყნებთ. მათ კი, ვისაც რა შეეძლო და უკვე გააკეთა, დაე, ღმერთმა სიკეთე სიკეთითვე გადაუხადოს.



საქართველოს ბანკი
კოდი BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000430906400
მიმღები მარიამ ფაიქიძე

დოლარის ჩასარიცხად:

Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33
Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
Beneficiary: PAIKIDZE MARIAMI
Account: GE88BG0000000430906400

Tel,: (995 32) 2444 444
E-Mail: welcome@bog.ge

ევროს ჩასარიცხად:

Intermediary Bank: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF
Account With Institution:Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22; 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
Beneficiary: PAIKIDZE MARIAMI
Account: GE88BG0000000430906400

Tel,: (995 32) 2444 444

მაგთის, ჯეოსელის და ბილაინის აბონენტებისათვის: 0901500546
(ზარის ღირებულება 1 ლარი)
ეთერ ერაძე
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ