Logo
გაძლიერებული ძებნა
«    მაისი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
თიკა ჯამბურია ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპს იწყებს თიკა ჯამბურიას ბავშვობა რეალური ზღაპარი იყო, ახლა ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპს იწყებს. მაშინ, როცა ცხრა წლის თიკა "ჯეირანს" მღეროდა, წარმატებული და ბედნიერი ბავშვი იყო, მისი ხმა ყველას აღაფრთოვანებდა, მაშინ თიკა დაკარგულ პატარა ბიჭს "ეძებდა". მომღერალს ეს პერიოდი ენატრება და ამბობს, რომ პატარა იყო და ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს. ათი წლის თიკას სკოლაში სიარული უფრო უნდოდა, მეგობრებთან გართობა და სხვებივით ხან შატალოზე წასვლა, ხან დაბადების დღეზე და ხან... ალბათ ახლა ის დრო რომ დაბრუნდეს, თიკა სხვანაირად გამოიყენებდა.
მერე თიკამ უმაღლესში ჩააბარა, გათხოვდა და დედა გახდა, - სიმღერისთვის აღარ ეცალა. არაფერს ნანობს, მისი ყოველი ნაბიჯი გააზრებული იყო და იმისთვის გადადგმული, რომ ბედნიერი ყოფილიყო. მისი ოჯახი, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა, ბედნიერებამ ცოტა ხანს გასტანა, თუმცა ქორწინებისგან ნინა დარჩა. მზადაა, მისთვის ყველაფერი გააკეთოს და თუ საჭირო იქნა, ყველაფერზე უარი თქვას. ახლა ხვდება, რას ნიშნავს დედაშვილობა, ახლა ხვდება, რატომ ნერვიულობდა დედამისი მის ყოველ ნაბიჯზე. ხშირად ეკითხებიან შვილზე, მაგრამ ამ კითხვას უპასუხოდ ტოვებს, არც კი იცის, სიტყვით ეს გრძნობა როგორ გადმოსცეს. მისთვის დედობა ასე გამოიხატება - მუცლადყოფნის პირველი დღიდან მე მისთვის ვცხოვრობ... როცა პატარა არსება ხელში აიყვანა, იგრძნო ის, რაც სიტყვით ვერ გადმოიცემა...
თიკა ჯამბურია ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპს იწყებსოთხ წელზე მეტია თიკა ჯამბურია სცენაზე არ მდგარა, ეს ყველაფერმა ერთად განაპირობა, იმანაც, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა და იმანაც, რომ საქართველოში შოუბიზნესი თითქმის აღარ არსებობდა. ერთ დღესაც თიკამ ტელევიზორში რეკლამა ნახა, მსურველებს გადაცემა "ახალ ხმაში" მონაწილეობის მისაღებად იწვევდნენ. თიკამ გაიკითხა და უთხრეს, რომ ესაა უცხოურ პროექტ VOICE-ის ქართული ანალოგი. ამ ამბავმა გაახარა, რადგან მას ნანახი ჰქონდა ეს შოუ და ოცნებობდა, ასეთი რამ საქართველოშიც განხორციელებულიყო... თიკამ კომპიუტერი საკუთარ ოთახში შეიტანა, ჩაწერა სიმღერა და ანკეტაც შეავსო.

პირველი ტური რომ გადალახა, ამის შესახებ ახლობლებს უთხრა... ზოგი ეუბნებოდა, არ ღირსო, ზოგმა მოუწონა გადაწყვეტილება... ასეა თუ ისე, ეს თიკას ოცნება იყო, რომელიც აუხდა. პირველი ტური გადალახა და ახლა ის ნინო ჩხეიძის ჯგუფში მოხვდა, პროექტი სულ მალე ეთერში ჩაეშვება და ფართო აუდიტორია შეაფასებს. ამ პროექტით მისთვის თითქოს ბრუნდება ბავშვობა და ის დრო, როცა სუპერვარსკვლავი იყო.
თიკა ჯამბურია ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპს იწყებს

თიკა ჯამბურია ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპს იწყებს

თიკა ჯამბურია ცხოვრებისა და კარიერის ახალ ეტაპს იწყებს
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ