29 აპრილიდან ქეით მიდლტონი ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი... აღმოჩნდა, რომ ქორწილის შემდეგ ქეითისთვის რაღაცების კეთება აკრძალულია.
როგორც კი ქეით მიდლტონმა მიიღო სტატუსი "მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა, უილიამ უილსელის ცოლი", წარსულს გამოეთხოვა. ქეითს განსაკუთრებული ეტიკეტი დაენიშნა და რაღაცების კეთება აეკრძალა: 1. მის უდიდებულესობა კეტრინს აღარასოდეს მიმართავენ "კეიტად".
ახლა მას მიმართავენ, როგორც "კეტრინს", "მადამს", "თქვენო სამეფო უდიდებულესობავ".
2. ხმის მიცემის უფლება
სამეფო ოჯახის წევრებს, პრინციპში, ხმის მიცემის უფლება აქვთ, მაგრამ პრაქტიკაში მათ შორის ამ უფლებას არავინ იყენებს.
3. არ უნდა მისცეს ჭორებს გავრცელების საბაბი
მიდლტონმა თავს ზედმეტის უფლება არ უნდა მისცეს და საზოგადოებაში თავშეკავებულად უნდა მოიქცეს. ალბათ, ამიტომაც გახდა ასეთი სკანდალური საფრანგეთში გადაღებული კეტრინის ნახევრად შიშველი ფოტოები.
4. "მონოპოლის" თამაში
2008 წელს იორკშირის საგრაფოს ჰერცოგმა, პრინცმა ენდრიუმ განაცხადა, რომ სამეფო ოჯახში დაუშვებელია "მონოპოლის" თამაში, რადგან ის ძალიან სასტიკი თამაში ხდება.
5. კამათის საბაბის მიცემა
კეიტს ეკრძალება ისაუბროს რაიმე საკამათო თემაზე, მათ შორის, ტანსაცმელზეც.
6. მოლუსკების ჭამა
ბრიტანეთის სამეფო ოჯახში აკრძალულია მოლუსკების ჭამა საკვები პროდუქტით მოწამვლის საშიშროების გამო.
7. მუშაობა
ქორწილის შემდეგ კეიტის სამუშაოა – სადილები ელჩებთან და საქველმოქმედო ღონისძიებები.
8. ნებისმიერ არაოფიციალურ დოკუმენტზე ხელის მოწერა
არ შეიძლება ავტოგრაფების დარიგება, იმისათვის, რომ ვერავინ შეძლოს მისი ხელმოწერის გაყალბება.
9. ბოლომდე უნდა მიირთვას ვახშამი
როცა დედოფალი წყვეტს ჭამას, ყველა დამსწრე ვალდებულია, ადგეს მაგიდიდან.
თქვენ შეძლებდით სამეფო ტიტულის გამო ასეთი შეზღუდვების ატანას?