Logo
გაძლიერებული ძებნა
«    მაისი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
წყარო -კვირის პალიტრა


ამბავი 9 წლის ამერიკელ გოგონაზე, რომელმაც მსოფლიო ძალიან მნიშვნელოვან ამბებზე დააფიქრა:
ამერიკელი 9 წლის გოგონა რეიჩელი საკუთარი მე-9 დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებოდა, როცა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ლექციაზე მოხვდა, სადაც მსოფლიოს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის პრობლემებზე - მათ შორის უწყლობაზე - იყო საუბარი. აქ რეიჩელმა პირველად მოისმინა, რომ აფრიკაში არსებობს ქვეყნები, სადაც ათასობით ბავშვი ბინძური წყლის მოხმარების გამო ინფექციური დაავადებით იტანჯება. რეიჩელმა ამ ბავშვების დახმარება გადაწყვიტა.

დედის დახმარებით რეიჩელი დარეგისტრირდა საქველმოქმედო ორგანიზაციის საიტზე, სადაც საკუთარი გვერდი შექმნა. გოგონა გვერდის ყველა ვიზიტორს სთხოვდა, არ ეჩუქებინათ მისთვის დაბადების დღის აღსანიშნავი საჩუქარი, არამედ შეეწირათ ფული ბავშვებისთვის, რომლებიც აფრიკაში უწყლობით და ეპიდემიით იტანჯებიან. მას უნდოდა 300 დოლარის შეგროვება, რათა ამ ფასად 15 ბავშვს მაინც შეძლებოდა სუფთა წყლის მიღება. სამწუხაროდ, მხოლოდ 11 ბავშვის სამყოფი თანხა შეგროვდა. ამ ფაქტმა რეიჩელი დაადარდიანა.

მალე ამერიკა შეძრა ცნობამ უბედური შემთხვევის შესახებ: სიეტლის ერთ-ერთ მაგისტრალზე ერთმანეთს 20 ავტომანქანა შეეეჯახა. ავტოკატასტროფაში რეიჩელი ოჯახთან ერთად მოყვა. პატარა გოგონა ხერხემლის მრავლობითი მოტეხეილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ამბის გაგების შემდეგ სკოტ ჰარისმა, რომლის ლექციაც თავის დროზე რეიჩელმა მოისმინა, კვლავ გახსნა გოგნას გვერდი. გვერდზე ფულადი შემოწირულობების ნაკადი არ წყდებოდა. ათასობით ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რეიჩელის გვერდზე გულისამაჩუყებელ წერილებს წერდა. შეგროვებული მილიონ 200 ათასი დოლარით 60 ათასი ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.

ამის შემდეგ მსოფლიომ გაიგო ამბავი გოგონაზე, რომელმაც ორჯერ შეიჭრა თმა იმისთვის, რათა ის ეჩუქებინა კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად. და მსოფლიომ შეიტყო, თუ როგორ გადაარჩინეს დაღუპული რეიჩელის ორგანოების გადანერგვის შედეგად ერთი ადამიანის სიცოცხლე. სიეტლში, პატარა რეიჩელის მშობლებს მთელი სტადიონი ფეხზე ადგომითა და ოვაციით შეეგება. ეს იყო მადლიერების გამოხატულება იმისთვის, რომ აფრიკის 253 სოფელში ადამიანები უწყლობითა და ეპიდემიით აღარ დაიტანჯებიან. ასე რომ, ერთი პატარა სიცოცხლის დასრულებამ მთელი კაცობრიობა დააფიქრა ძალიან მნიშვნელოვანზე - ქველმოქმედებასა და ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაზე. როცა გოგონას მშობლები გზაზე აღმართულ ჯვართან გაივლიან, ფიქრობენ, რომ რეიჩელი მათთვის იღიმება.
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ