Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ნოემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
სურდათ კი ქართველ მეფეეებს საქართველოში დასაფლავება? 20 იანვარს, სპეციალური პრემიის მისაღებად, მოსკოვში ჩავიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ის უკვე შეხვდა პატრიარქ კირილს. მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას პატრიარქებმა ქართველი მეფეების, ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის ნეშტების საქართველოში გადმოსვენების შესახებაც ისაუბრეს. რუსეთის მხარემ აღნიშნა, რომ ეს საკითხი საზოგადოებრივი დისკუსიის შედეგად უნდა გადაწყდეს. "ამ საკითხზე მომუშავე კომისიამ უნდა შეაგროვოს აუცილებელი ინფორმაცია, გაერკვეს რთულ საკითხებში, გაიტანოს თემა საჯარო განხილვაზე და გამოიკითხოს საზოგადოებრივი აზრი რუსეთში. შესაძლოა საზოგადოებრივი მხარდაჭერის გარეშე ამ საკითხის განხილვამ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობაც დააზარალოს. დარწმუნებული ვართ, კომისია მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს", - განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

საქართველოს პატრიარქის ინიციატივით, ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია მუშაობს არქეოლოგი გივი ღამბაშიძე, რომელმაც პატრიარქს საგანგებო დოკუმენტაცია და მასალები მოუმზადა აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში რუსეთის პატრიარქისა და პრეზიდენტ პუტინისთვის გადასაცემად, რაც რუსული მხარის მიერ დასმულ ყველა კითხვას სცემს პასუხს.

"კვირის პალიტრა" ესაუბრა საქართველოს მხრიდან საგანგებო კომისიის წევრს, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლების მკვლევარს, პროფესორ გივი ღამბაშიძეს.

- ბატონო გივი, როგორც რუსეთის პატრიარქის განცხადებიდან ირკვევა, ქართველი მეფეების ნეშტების გადმოსვენებაზე თურმე ნებართვა ფაქტობრივად რუსი ხალხისგან უნდა მივიღოთ, მათი საზოგადოებრივი აზრი უნდა გამოვიკითხოთ. ამ საკითხზე მსჯელობა ხომ დიდი ხანია დაიწყო, ეს ხომ სიახლე არ არის რუსეთისთვის?
- დიახ, მსჯელობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, როდესაც ასტრახანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქართველ მეფეთა სამარხები გაიხსნა. იქვე იყვნენ დასაფლავებულები გაიოზ რექტორი, რომანოზ მანგლელი, იოსებ სამებელი და ორი ქართველი ბერი. მოგვიანებით, ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ გასულ საუკუნეში მას სურდა ქართველ მეფეთა ნეშტების გადმოსვენება, რაც მაშინ ვერ მოხერხდა. შემდეგში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ქართველი მეფეების გადმოსვენების საკითხი კვლავ დასვეს რუსეთის მხარის წინაშე. მიუხედავად რუსეთის მაშინდელი პატრიარქის ალექსი მეორის კეთილი დამოკიდებულებისა, პრობლემა კვლავ გადაუჭრელი დარჩა. ამიტომაც, 2011 წელს, როდესაც პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში ბრძანდებოდა, მეფეთა ნეშტების საქართველოში ¬¬¬გადმოსვენების საკითხი კვლავ შეახსენა მასპინძლებს. შეხვედრას ბატონი ვ. პუტინი და ბატონი დ. მედვედევიც ესწრებოდნენ და გადმოსვენების შესახებ თანხმობაც განაცხადეს... მას შემდეგ გაიმართა მიმოწერა ქართველ და რუს პატრიარქებს შორის და ჩამოყალიბდა სათანადო კომისია.

- რამდენი ხანია ამ საკითხზე მუშაობთ?
- 30-იოდე წელია.,, გასული წლის დეკემბერში საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, მეუფე გერასიმესა და მეუფე დიმიტრისთან ერთად ვიმყოფებოდით მოსკოვში რუსეთის საპატრიარქოს კომისიასთან შესახვედრად და საკითხების განსახილველად. კომისიის პირველი სხდომა ძირითადში პოზიტიურად უნდა შეფასდეს. დავუტოვეთ ჩემი გამოკვლევის მასალები და შევთანხმდით, რომ მათი მხრიდანაც მომზადდეს სათანადო დოკუმენტაცია და სათანადო ოქმი შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად... აქამდე მათგან პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და პასუხი ყველაფერზე მზად გვაქვს, მათ შორის პატრიარქი კირილის წერილში დასმულ კითხვებზეც.

- რას კითხულობს რუსეთის პატრიარქი?
- პატრიარქი კირილი კითხულობს, სურდათ თუ არა ქართველ მეფეებს საქართველოში დასაფლავება? პასუხი გვაქვს: თვით ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნში სათანადო თავი ეძღვნება მეფის დასაფლავებას, როგორი ცერემონიალით და სად უნდა დასაფლავდეს მეფე. რაც შეეხება თეიმურაზ მეორეს, 1762 წელს იგი გარდაიცვალა პეტერბურგში და მისი ქართული ამალის წევრებმა იგი წამოასვენეს საქართველოში. არსებობს რუსეთის იმპერატორის ბრძანება ასტრახანის გუბერნატორისადმი, სადაც აღნიშნულია, რომ თეიმურაზ მეორის ანდერძის მიხედვით, მის ნეშტს მიასვენებდნენ საქართველოში და ასტრახანის გუბერნატორს ევალებოდა ხელის შეწყობა. არსებობს რამდენიმე დოკუმენტი ამ საკითხზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში გარდაცვლილ ქართველ მეფეებს, რასაკვირველია, ჰქონდათ სამშობლოში დაბრუნებისა და დასაფლავების სურვილი...

- ამ ეტაპზე რა კვლევები დარჩა ჩასატარებელი?
- საჭირო არის წყაროთმცოდნეობითი, არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური კვლევისა და მეფეთა ნეშტების დეენემის გამოკვლევა. ამასთან, რუსულ მხარესთან შევთანხმდით, მოვიწვიოთ კონფერენცია საქართველო – რუსეთის XVII-XVIII სს ისტორიული ურთიერთობების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია ვახტანგ მეექვსის თავის ქალის მოძიების საკითხი. მოგეხსენებათ, ის დაკარგულია, მაგრამ ვიცით როგორ ვეძიოთ. ამ პროცესში ხელი უნდა შეგვიწყოს რუსულმა მხარემ.

პ.ს. ქართველ მეფეთა და დიდებულთა ნეშტების გადმოსვენების საკითხი აქტიური იყო გასული წლის დასაწყისშიც, როდესაც გაირკვა, რომ "ვსეხსვიატსკოეში", ქართველთა სასაფლაოზე, კარტოფილის საწყობის მშენებლობა დაიწყეს და ქართველ დიდგვაროვანთა საფლავები დაანგრიეს. დაბა "ვსეხსვიატსკოეში", 1733-1736 წლებში მეფე არჩილ II-ის ქალიშვილმა, დარეჯან ბატონიშვილმა ყველა წმიდანის სახელობის ტაძარი ააგო. მის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაგრატიონები, ავალიშვილები, ციციშვილები, გარსევანიშვილი და სხვა ქართველი დიდგვაროვნები განისვენებენ, მათ შორის - დიდი სულხან-საბა ორბელიანიც... ამ ამბავთან ატეხილი აჟიოტაჟის დროს ითქვა, რომ საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის დაიწყო მიმოწერა ქ. ასტრახანიდან ქართველ მეფეთა: ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის ნეშტთა საქართველოში ჩამოსვენების თაობაზეც... ვიმედოვნებთ, რუსული მხარე ამჯერად მაინც არ გააჭიანურებს ქართული მხარისათვის მნიშვნელოვანი ეროვნული საქმის გადაწყვეტას.
სურდათ კი ქართველ მეფეეებს საქართველოში დასაფლავება?



სურდათ კი ქართველ მეფეეებს საქართველოში დასაფლავება?


ეკა ლომიძე
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ