Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივნისი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
CES 2013: რა სიახლეები მოჰყვება მას?2013 წელი, შეიძლება ითქვას, ტექნოლოგიებისთვის სიახლეების და აღმავლობის ხანაა. ამაში კი ყველაზე მეტად წლის დასაწყისშივე ლას ვეგასში გამართულმა ყოველწლიურმა ტექნოლოგიურმა გამოფენა CES 2013-მა დაგვარწმუნა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი აქტიურობით პორტატული მოწყობილობების მწარმოებლები გამოირჩეოდნენ, ხოლო ფრონტის ხაზი 5 და მეტ დუიმიანი ეკრანების მქონე Android სმარტფონებზე გადიოდა. თუმცა ამ კუთხით მხოლოდ ერთი ტენდენცია შეინიშნებოდა: მწარმოებლები მაქსიმალურად ცდილობენ შეამცირონ მოწყობილობების სისქე, რაც არსებული ტექნოლოგიების ფარგლებში სავსებით შესაძლებელია.
ამავდროულად სმარტფონების წამყვან დეველოპერებთან ერთად აქტიურად მუშაობს კომპანია Corning, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია საკუთარი ულტრაგამძლე მინის ტექნოლოგიით Gorilla Glass. ამჯერად მისი მესამე ვერსიის დემონსტრირება მოხდა. კორპორაციის ინჟინრების განცხადებით, ახალი მინა გამოირჩევა უფრო მეტი გამძლეობით და რთულ პირობებში მუშაობის უნარით. წინა ვერსია Gorilla Glass 2 მომხმარებელთა ნაწილის მიერ უარყოფითადაც იყო შეფასებული, რადგან დავარდნას ვერ იტანდა და იბზარებოდა, რაც მისი სისქის შემცირებით იყო გამოწვეული. Gorilla Glass3-ში ეს ნაკლი მეტ-ნაკლებად გამოასწორეს და გარკვეული სიმაღლიდან დავარდნისას, მინა მთელი რჩება, ხოლო ნაკაწრების მიმართ კი იგი უფრო გამძლე გახდა და ამაში თავად კომპანიის ინჟინრები არწმუნებდნენ დამთვალიერებლებს, როცა სტენდზე სხვადასხვა გამძლეობის ტესტს უტარებდნენ Gorilla Glass3 ტექნოლოგიით დამზადებულ მინის ნაჭერს. Corning აპირებს უახლოეს მომავალში წარმოებაში ჩაუშვას საკუთარი ახალი პროდუქტი და სპეციალისტთა ვარაუდით მობილურ მოწყობილობებში Corning Gorilla Glass3-ს უკვე მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ვიხილავთ.
მას შემდეგ, რაც გრაფიკული გადაწყვეტილებების დეველოპერმა NVIDIA-მ CES 2013-ის დამსწრეებს გააცნო ახალი მობილური პლატფორმა Tegra 4-ის სახით, კონკურენტებისთვის დღის წესრიგში დადგა ალტერნატიული გადაწყვეტილების შემუშავების საკითხი. ამ მხრივ პირველი Qualcomm გამოდგა, რომელმაც საზოგადოებას გააცნო დეტალები ახალი თაობის Snapdragon ჩიპის შესახებ. მწარმოებლის განცხადებით, Snapdragon 800 და 600 სერია დაახლოებით 75%-ით უფრო წარმადი და 40%-ით უფრო ენერგოეკონომიური იქნება, ვიდრე მათი წინამორბედი Snapdragon S4 Pro. ჯერჯერობით საუბარია ახალ SoC-ებზე, რომელიც გააერთიანებს Krait 400 CPU-ს და Adreno 330 GPU-ს, რომელიც Adreno 320-თან შედარებით 100%-ით უფრო მძლავრი იქნება. პროცესორის სიხშირე 2.3 და 1.9 GHz იქნება 800-ის და 600-ის შემთხვევაში. გარდა ამისა, ჩიპსეტი მოიცავს Hexagon v5 DSP-ს, ორარხოვან LPDDR3 1600 MHz კონტროლერს, 802.11 ac (1.3 Gbps) WLAN, და USB 3.0 კონტროლერებს, ასევე 4G LTE Cat 4 მოდემს. არსებული ინფორმაციით სმარტფონები და პლანშეტები ამ პლატფორმაზე მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გამოვლენ.
რაც შეეხება Samsung-ს და მის მიერ დაანონსებულ 4K გარჩევადობის ტელევიზორს, უკვე გავრცელდა ხმები რომ იგი წარმოებაში არც კი ჩაეშვება. შესაბამისად ერთადერთი კომპანია, რომელიც აწარმოებს 4k გარჩევადობის 110-დუიმიან ტელევიზორს, იქნება Westinghouse. ამ უკანასკნელმა უკვე მოაწრო CES 2013-ზე საკუთარი ქმნილების წარმოდგენა. მაგრამ რეალურად რამდენად იქნება იგი ფართო მასებზე გათვლილი პროდუქტი, ძნელი წარმოსადგენია. ამაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, როდესაც თვალს გადავავლებთ მის საორიენტაციო ფასს - $300 000. დადებითი მხარე კი ისაა, რომ Westinghouse-მა საკუთარი ქმნილება ისეე დააპროექტა, რომ ხედვის კუთხე 180 გრადუსთან მიახლოებული ყოფილიყო.

ავტორი:გიორგი ბერიძე
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ