მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 32 %-ს აქვს სახლში ინტერნეტი, აღნიშნულ მონაცემებს სოციოლოგიური ცენტრი Gallup Organisation-ი აქვეყნებს. 2010 წელს ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა 29 %-ს შეადგენდა, ხოლო 2009 წელს კი - 25 %-ს. Gallup Organisation-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში სახლში ინტერნეტი მოსახლეობის მხოლოდ 29 %-ს აქვს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სახლში ინტერნეტტთან ხელმისაწვდომობაზე ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქცეყნებში ფიქსირდება. შვედეთსა და სინგაპურში ეს მაჩვენებელი 93 %-ს შეადგენს, დანიაში - 92 %-ს, ნიდერლანდებში - 91 %-ს, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში 89 %-ს, კანადაში ტაივანში, ირლანდიასა და ჩღდილოეთ კორეაში კი - 87 %-ს. ამ მაჩვენებლით საქართველოს ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყანა უსწრებს, მათ შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოები. რეიტინგის მიხედვით სახლში ინტერნეტი აქვს რუსეთის მოსახლეობის 51 %-ს, ბელორუსში - 50 %-ს, მოლდოვაში - 42 %-ს, უკრაინაში - 40 %-ს, ყაზახეთში - 33 %-ს.Gallup Organisation-ის მიერ კვლევა ტარდებოდა 2011 წლის განმავლობაში მსოფლიოს 148 ქვეყანაში.