Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივლისი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
რისი ატანა უწევთ უცხოეთში მოხუცთა მომვლელებად წასულ ქართველებს?


უცხოეთში მოხუცთა მომვლელებად წასულთა ხვედრი ამ დღეებში საინფორმაციო საშუალებებმა გააჟღერეს ინფორმაცია იმის შესახებ რომ 24 წლის ქართველმა ნათია ქართველიშვილმა იტალიაში 90 წლის მოხუცი, კლეოფე ნიცი მოკლა. გოგონამ მოხუცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რადგან ეს უკანასკნელი გაუთავებლად საყვედურობდა, სათანადოდ ვერ მივლიო!
ინფორმაცია შოკისმომგვრელია, - ერთი მკვლელობით ფაქტობრივად, დაიღუპა ორი ადამიანი. მათგან ფიზიკურად ის, ვისაც მთელი ცხოვრება უკვე განვლილი ჰქონდა; ხოლო, სულიერად, - ის, ვინც მხოლოდ ახლა იწყებდა ცხოვრებას. ასეთია ამ ტრაგედიის შედეგი და ამ შედეგის გამოსწორება უკვე აღარ შეიძლება. მაგრამ არსებობს მიზეზები, რომელსაც, როგორც ერთი შეხედვით ჩანს იტალიელი საზოგადოება უკვე ჩაუფიქრდა (სამართალდამცველებმა გოგონა მკვლელობის შემდეგ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არამედ ფლორენციის ფსქიკურ დავდებულთა კლინიკაში წაიყვანეს), ქართველი საზოგადოება კი დიდი ხნის წინ უნდა ჩაფიქრებოდა, თუმცაღა, სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ჩვენში ხომ უბრალოდ არავის შეუფასებია რა სიღრმეშია წასული ქართული ცნობიერება იმ ფულის მოპოვებისთვის, რასაც უცხოეთში ჩვენი ქართველი ქალები ღრმად მოხუცებული უცხოელი ბერიკაცების და ქალების მოვლა-დასუფთავებით შოულობენ.

ეს პროფესია კი უკვე ორ ათეულ წელიწადზე მეტია რაც ნაომარ, ჩალუსკუმებულ საქართველოში წარმოიშვა, საიდანაც ქართველი ქალები უცხოეთში ღრმად მოხუცებული მოქალაქეების მოსავლელად დაიძრნენ. ამას მაშინ ქმრებისა და შვილების ფიზიკური არსებობის შენარჩუნების საჭიროებით ხსნიდნენ, -"მისია", რომელიც წარმატებით შესრულდა აუწერელ მძიმე პირობებში მომუშავე ქართველი ქალების მოთმინებითა და გამძლეობით. ამ საქმეში მათ ისეთი ავტორიტეტი მოიპოვეს, რომ უცხოეთში ქართველ მომვლელ ქალებზე კონკურსიც კი დაწესდა. ამის მაგალითად რამდენიმე წლის წინ ათენის ქართველთა მოძღვარის, მამა თეოდორეს სინანულით ნათქვამიც გამოდგება, - უამრავი ბერძენი მთხოვს, რომ მათი დედ-მამის მომსახურე ქართველი მომვლელი ვუშოვოო.

ერთი ქართველი ქალბატონი კი, მერი საბანაძე( სახელის დაწერის უფლება თავად მომცა, -რაც შეიძლება ბევრმა უნდა იცოდეს, რა საშინელებების გადატანა უწევთ უცხოეთში ქართველ ქალებსო) პირადად მწერდა იტალიიდან:
უცხოეთში მოხუცთა მომვლელებად წასულთა ხვედრი

ვინმეს უნდა ნამდვილი ჯოჯოხეთი იცოდეს, რა არის, მე ვეტყვი, -ეს ის მოხუცია, რომელსაც მე ვუვლი და რომელსაც პირიდან დორბლი ჩამოსდის და მე უნდა ვწმინდო, რომელსაც განუწყვეტლივ უნდა მივურბენინო ქოთანი, მაშინაც კი, როცა კუჭში გასვლა არ უნდა, განუწყვეტლივ უნდა ვვარცხნო თავზე თმები, რომელიც, სინამდვილეში არ აქვს, ხელით ავიყვანო და დავაწვინო საწოლზე, საიდანაც იმავე წუთში მთხოვს ადგომას; მაგრამ ავიყვან თუ არა ისევ მაიძულებს რომ იქვე დავაწვინო. ამ წამებას დასასრული არ აქვს, მე ფანჯრიდან გახედვაც კი არ შემიძლია. ,მაგრამ მე ყველაფერს ამას მაინც ვაკეთებ, ვაკეთებ, ჩემი შვილების ხათრით, რომლებიც მამამ მიმიტოვა. ვაკეთებ ჩემი ხანშიშესული დედის ხათრით და ვაკეთებ ჩემი მომავალი სიბერის ხათრით, - მე ნამდვილად მეცოდება ის ადამიანი, რომელიც სიბერეში უცხო ადამიანის მოსავლელი გახდა, -მეშინია, იქნებ მეც ასე ვიყო ოდესღაც! და აი, ამაში გადის მთელი დღე. საღამოს ფაქტობრივად მიცვალებული ვწვები, - ამქვეყნად აღარ ვარ, ვიფარებ საბანს და ღმერთს ვეხვეწები, თავი არ მომაკვლევინოს. ამ ჯოჯოხეთისთვის კი სულ 500 ევროს ვიღებ...
მოკლედ, ღრმად მოხუცებული უცხოელების მოვლა-მოსულიერებაში აღებული ფულით ჩვენმა ქალებმა მამებსა და ბებია-ბაბუებთან დატოვებული შვილები დაზარდეს. მაგრამ ისე, რომ უმრავლესობამ ცალი თვალითაც ვერ შეხედა, როგორ იზრდებოდნენ ისინი, როგორ აიდგეს, ფეხი, როგორ მივიდნენ საბავსო ბაღებში, იქედან, - სკოლებში, სკოლებიდან - უნივერსიტეტებში, როგორ დაოჯახდნენ და მერე უკვე მათმა შვილებმა როგორ აიდგეს ფეხი... ამის მერე უკვე საქმე შვილებისათვის მანქანებისა და ბინების ყიდვაზე მიდგა. ქართველმა ქალებმა ამასაც წარმატებით გაართვეს თავი. მერე ბინებიც აუშენეს და დაუმშვენეს, სადაც უკვე დაკაცებული და დაქალებული მათი შვილები სიამოვნებით წამოწვნენ ტახტებზე.

ამასობაში აშენდა სხვა რამეც, - ქართველ ქალთა ტრაგედია, რომლებიც ყოველდღე ალაგებდნენ (და ალაგებენ) ბარგს თავიანთ ოჯახებში დასაბრუნებლად და კვლავ უკან იღებენ, რადგან სამშობლოში უკვე გაუცხოებული ოჯახებიდან ემუდრებიან, - ცოტა ხნით კიდევ დარჩით მანდ, რადგან ესა და ეს გვაქვს საყიდელი, ესა და ეს მოსაგვარებელიო. ისინიც რჩებიან და... გარდაცვლილი ნათესავების დაკრძალვებს ვიდეოზე უყურებენ გლოვობენ და... "ქართულ ველს" ქმნიან, - მწარე ნაყოფით, მაგრამ მაინც შინაურს, რომელზე დასამკვიდრებლადაც კვლავ განუწყვეტლივ მიემართება უცხოური ფულის შოვნის მსურველთა უზარმაზარი ნაკადი. რასაკვირველია, იგივე სამუშაოსკენ, ოღონდაც მნიშვნელოვანი ცვლილებებით -ეს ნაკადი გაახალგაზრდავდა, -მათ ხომ უცხოეთში "ქართული ველი", უკვე გაკვალული გზა და სამუშაო და რაც მთავარია, ფული ელოდებათ. ფული კი ახალგაზრდასაც სჭირდება!

მაგრამ საქმეა, რამდენად შეუძლიათ ასეთ ახალგაზრდებს მოხუცების მოვლა. ზოგიერთ მათგანს ხომ მოხუცი კი არა, საკუთარი შვილი არ დაუბანია და გაუსუფთავებია. ამის მიუხედავად ისინი გულმოდგინედ იწყებენ თავისი საპტიო მოვალეობის შესრულებას, - დაბანონ, აჭამონ, ასვან და გაართონ და თუ საჭიროა ხელით ატარონ ადამიანები რომლებსაც უკვე მთელი ცხოვრება აქვთ გავლილი. ეს კი მათთვის ძალზე ძნელია, შეიძლება ითქვას რომ შეუძლებელი! არადა, უნდა შეძლონ, სხვანაირად სამსახურად ხომ ვერც საოცნებო ფულს იშოვნიან! გოგონებიც იბრძვიან, იბრძვიან საკუთარ თავთან და... მარცხდებიან! - ნათია თათარაშვილმა ეს მარცხი ხელში იარაღის აღებით დაამთავრა, -გაანადგურა ვინც "აიძულებდა" საკუთარი თავი და ასაკი დააევიწყებინა! და ის სამწუხაროდ მხოლოდ ერთი მაგალითი როდია, -უბრალოდ, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მის შესახებ გაგვეგო.

არადა, ნათიას შინ, ქუთაისში თავად ჰყოლია ბებია, ვალენტინა თათარაშვილი, რომელსაც ალბათ 90 წლის კლეოფე ნიცზე მეტად გაეხარდებოდა შვილიშვილის გვერდით დგომა, როცა სარკეში ჩახედვა მოუნდებოდა, უსათუოდ ჩაახედებდა და არ ეტყოდა, - რა დროს სარკეა ქოთანი მჭირდებაო. ამ საბრალო მოხუცმა თავისი უბედურების მიზეზი ტელევიზორიდან გაიგო და გულუბრყვილოდ თქვა, - ნათია სანამ ადამიანს მოკლავდა, მანამდე თურმე თავად იკლავდა თავს და ძლივს გადაარჩინესო.

თავად ნათიას კი, როგორც ჩანს, უკვე ნაფიქრი ჰქონდა, რა ხდებოდა მის სულში - თავის მოკვლას იმიტომ ვფიქრობდი, რომ ჩემში ორი ადამიანი არსებობს კარგი და ცუდი, მინდოდა ცუდი მომეკლაო, - განუცხადა მან იტალიელ სამართალდამცველებს. მაგრამ ამას ახლა უკვე აზრი არ აქვს, - მასში "ცუდმა" "კარგს" უკვე აჯობა.

მაგრამ იქნებ ამ ამბავმა უცხოეთში წასული სხვა ქალბატონებიც დააფიქროს - შეიძლება ამ სამშობლოში ფულის შოვნის შანსი ნაკლები იყოს, მაგრამ სულის გადარჩენის შანსი განუზომელია!

ეთერ ერაძე
 
 (ხმები: 1)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ