Logo
გაძლიერებული ძებნა
«    თებერვალი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
 
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
პოლიგლოტმა, რომელმაც 56 ენა იცის, ქართული ისწავლამსოფლიოში ცნობილმა პოლიგლოტმა, რომელმაც 56 ენა იცის, ენების თავის კოლექციას ქართული ენაც შემატა. 28 წლის მუჰამედ მესიკი წარმოშობით ბოსნია-ჰერცეგოვინადან (დაიბადა ტუზლაში) არის და მსოფლიოს მოქალაქის სტატუსიც კი მიანიჭეს. მუჰამედ მესიკი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობს და ბევრს მოგზაურობს. მან ახლახან სიდნეის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მოაწყო პრესკონფერენცია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ჟურნალისტები დაესწრნენ. ცნობილ პოლიგლოტს ექსკლუზიურად "ყველა სიახლისთვის" ინტერვიუ ჩამოვართვით.
- რამდენი წლის იყავით, უცხო ენების შესწავლა რომ დაიწყეთ?
- 5 წლის. მშობლები ბევრს მოგზაურობდნენ და მეც ყოველთვის თან დამატარებდნენ. პირველად საბერძნეთში მოვხვდი და თანატოლებთან ურთიერთობას ენის ბარიერის გამო ვერ ვახერხებდი. ძალიან მოვინდომე და ბავშვებთან თამაშისას ვისწავლე კიდეც ბერძნული. შემდეგ გერმანიაში გავემგზავრეთ და იქ გერმანელმა თანატოლებმა მასწავლეს გერმანული. ენების შესწავლამ თანდათან ძალიან გამიტაცა და მომინდა, ჩემი საყვარელი მწერლების ნაწარმოებებიც ორიგინალში წამეკითხა. მონდომებით შევუდექი ამ საქმეს და 56 ენა შევისწავლე. ახლახან ენების კოლექციას ქართულიც შევმატე, რაც ძალიან მახარებს.

- ქართულის სწავლაში ვინ დაგეხმარათ?
- ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის პერიოდში გავიცანი ქართველი გოგონა - ნინო სანიკიძე. რომ შევიტყვე, საქართველოდან იყო, ვთხოვე, ქართულის შესწავლაში დამხმარებოდა. ნინომ მაჩუქა ქართულ-ინგლისური ლექსიკონი, მიტარებდა ქართული ენის გაკვეთილებს და წერა-კითხვაც მასწავლა. ძალიან მომწონს ქართული დამწერლობა. ნინომ მითხრა, ლამაზი კალიგრაფია გაქვსო. მან ქართველი მეგობრები გამაცნო და მათთან პრაქტიკაც გავიარე.

- საქართველოში თუ ყოფილხართ?
- ჯერჯერობით ვერ მოვახერხე საქართველოს დათვალიერება, თუმცა ძალიან დამაინტერესა ამ ქვეყანამ და ვფიქრობ, ჩემი შემდეგი "გაჩერება" სწორედ საქართველო იქნება. ამერიკაში ბევრი ქართველი მეგობარი შევიძინე და მათში ისეთი თვისებები აღმოვაჩინე, რაც სხვა ეროვნების ხალხისთვის არ შემინიშნავს. ერთხელ ნინომ ორი ქართველი ბიჭი გამაცნო და მათთან სტუმრად საერთო საცხოვრებელში მიმიყვანა. ბიჭებმა არ იცოდნენ, ქართული თუ ვიცოდი და ერთმა მათგანმა მეორეს ჩემზე უთხრა: სტუმარი რესტორანში დავპატიჟოთო. მეორემ უპასუხა: ჯერ ფული დავითვალოთ, თორემ რესტორანში რომ დაგვაკლდეს და უცხოელმა სტუმარმა გადაიხადოს, თავი მოგვეჭრებაო. ქართველებისნაირი სტუმართმოყვარე ხალხი არსად შემხვედრია.

- 56 ენა ერთმანეთში არ გერევათ?
- შარშან ნიუ-იორკში, ერთ-ერთ გადაცემაში მიმიწვიეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები თავიანთ მშობლიურ ენაზე მისვამდნენ შეკითხვებს. მე ყველა კითხვას ვუპასუხე და ყველა დავარწმუნე, რომ 56 ენა მართლა კარგად ვიცოდი. ენების სწავლა ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა. დიდ დროს ვუთმობდი აუდიოჩანაწერების მოსმენას, ვუსმენდი რადიოს, ვუყურებდი ფილმებს. როდესაც ენის სწავლას ვიწყებ, ხმამაღლა ვიმეორებ თითოეულ სიტყვას, შემდეგ კი ვწერ. ახალ ენას რომ ვეუფლები, თავს გამარჯვებულად ვგრძნობ.

- ენების სწავლის გარდა რითი ხართ დაკავებული?
- თავისუფალ დროს კალათბურთს ვთამაშობ. სკოლაში დავდიოდი კალათბურთის წრეზე, შემდეგ უნივერსიტეტში სტუდენტებმა გუნდიც ჩამოვაყალიბეთ. სულ რამდენიმე დღეა, სიდნეიში ვარ და აქაც მოვახერხე კალათბურთის თამაში.

- თქვენ თუ გისწავლებიათ ვინმესთვის უცხო ენა?
- პოლონეთში მოგზაურობისას გავიცანი გოგონა, რომელიც თავდავიწყებით შემიყვარდა. მისი გული იმით მოვიგე, რომ 56 ენაზე ავუხსენი სიყვარული. შეყვარებული ჩემს სამშობლოში - ბოსნია-ჰერცეგოვინაში წავიყვანე და მაშინ მთხოვა, შენი მშობლიური ენა მასწავლეო. სხვათა შორის, ენა სწრაფად აითვისა - ალბათ, სიყვარულმა მისცა სტიმული (იცინის).

- შეგიძლიათ გვირჩიოთ, როგორ შევისწავლოთ უცხო ენა სწრაფად?
- სწავლის დაწყებისთანავე ალაპარაკდით, იყავით თავდაჯერებული, მნიშვნელოვანია კომუნიკაცია იმ ენის მცოდნე ადამიანთან, შესწავლის პროცესით ისიამოვნეთ და უცხო ენასაც სწრაფად აითვისებთ.

თათული ბართაია, სპეციალურად "ყველა სიახლისთვის" ავსტრალიიდან


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/74163-poliglotma-romelmac-56-ena-icis-qarthuli-istsavla.html#ixzz2OHtdHxSs
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ