Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ნოემბერი 2017    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
თებერვალი 2017 (4)
იანვარი 2017 (2)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
იმერეთში  251 მილიონზე მეტი დაიხარჯებასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, შიდა ქართლის შემდეგ დავით ნარმანია იმერეთში იმყოფებოდა, სადაც იმერეთის გუბერნატორს, ზაზა მეფარიშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა გუბერნატორს, გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს რეგიონში გეგმავს.
ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება წელს იმერეთში საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაა.ამ ტიპის პროექტებისათვის წელს რეგიონში 172 222 200 ლარი დაიხარჯება.
წელს დასრულდება ცენტრალური ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზისა და ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია. სამუშაოები გაგრძელდება, ასევე, ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთზე, რომლის დასრულებაც 2015 წელს იგეგმება. დაიწყება ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთის - სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა. მშენებლობას გამარჯვებული კომპანია "ალტკომი" განახორციელებს.
2014 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება იმერეთში არსებული საავტომობილო გზების - რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კიცხის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, ქვედა სიმონეთი-ნავენახევის, ვანი-სულორის, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის, ზესტაფონი-ბაღდათის, ქვედა საქარა-საზანოს, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის, ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარის, ჭიათურა-პერევისა-სვერი-თვალუეთი-გეზრულის, ქუთაისი-ხონი-სამტრედიის - მონაკვეთებს. აგრეთვე, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზაზე არსებულ სახიდე გადასასვლელს; დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება ზესტაფონი-ბაღდათის მონაკვეთზე.
2014 წელს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა იმერეთის რეგიონში წყალმომარაგების საკითხის გაუმჯობესებასაც. ამ მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წელს 12 პროექტს განახორციელებს.
გაგრძელდება და 2014 წელს აქტიურ ფაზაში შევა ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც, აზიის გავითარების ბანკის მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით კი მუნიციპალური განვითარების ფონდი სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს ტყიბულში, ჭიათურაში, წყალტუბოში, ზესტაფონში, ბაღდათსა და თერჯოლაში.
იმერეთის რეგიონში 4 501 560 ლარის ღირებულების 6 პროექტს განახორციელებს მყარი ნარჩენების კომპანია. დაგეგმილია ქუთაისის, თერჯოლისა და სამტრედიის ნაგავსაყრელების კეთილმოწყობა; ქ ქუთაისის პოლიგონის გასწვრივ მდინარე რიონის ჭალა-კალაპოტის მარჯვენა სანაპირო ზოლის ნაპირის გამაგრება; წელსვე დაიწყება იმერეთის ახალი ნაგავსაყრელის პროექტირება.
გარდა ამისა, იმერეთის რეგიონში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის სამინისტრომ 26 323 400 ლარი გამოყო. აღნიშნული თანხით 18 პროექტი განხორციელდება. მიმდინარე წელს დასრულდება წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი, სადაც მოწესრიგდება ცივი ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორია, პარკი, საფეხმავლო ხიდები, მოწესრიგდება სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემები, დამონტაჟდება გარე განათების ბოძები; აშენდება მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება კინო-თეატრის, რკინიგზის სადგურისა და გამგეობის შენობებს.
იმერეთის რეგიონში განსახორციელებელი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ასევე, გაგრძელდება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია; დაგეგმილია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორეშის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვიტორში ხიდის სამშენებლო სამუშაოები, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში მდინარე ცხენისწყლის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზაზე გამორეცხილი მიწის ვაკისისა და სახიდე გადასასვლელის სარეგულაციო კედლის აღდგენა, მდინარე ხანისწყალსა და მდინარე კუხზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან იმერეთის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები, რომლის პრიორიტეტებიც თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განსაზღვრა. რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ უკვე დაამტკიცა რეგიონში განსახორციელებელი 31 133 875 ლარის ღირებულების 114 პროექტი. აქედან 87 პროექტით გათვალისწინებულია გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია, 14 პროექტით - საბავშვო ბაღებისა და სხვა შენობების რეაბილიტაცია; 3 პროექტით - წყლის სისტემებისა და კანალიზაციის მოწესრიგება; 2 პროექტით - ნაპირსამაგრი სამუშაოები; 8 პროექტით - დასასვენებელი პარკების, გარეგანათებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ჯამში, 2014 წელს იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 251 286 075 ლარი დაიხარჯება. აქედან, 220 152 200 ლარის სამუშაოების დაფინანსებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი იმერეთი დამატებით 31 133 875 ლარს მიიღებს.
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ