Logo
გაძლიერებული ძებნა
«    ივნისი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
ის იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში და ურჩევნია, რომ მის გაკეთებულ საქმეებზე ჩუმად ისაუბრონ.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ცნობილმა ჟურნალისტმა ვენდელ სტივენსონმა ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოახერხა, თუმცა შეკრიბა მასთან დაკავშირებული, უკვე ლამის ლეგენდად ქცეული ამბები და 2010 წელს ბრიტანულ გამოცემა Prospect- -ში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სათაურით - "კარგი ოლიგარქი".

"ქონება რუსეთში დააგროვა და სამშობლოში დაბრუნდა იმისთვის, რომ მშობლიურ სოფელში ეცხოვრა. მას იშვიათად შენიშნავთ სადმე, მაგრამ მისი გულუხვობა უსაზღვროა, ვინ არის ეს იდუმალი ქართველი ბიზნესმენი?", - სტივენსონი სტატიას ამ კითხვით იწყებს და ცდილობს, სრულყოფილი პასუხი თავადვე გასცეს.

ამერიკელი ჟურნალისტი 2001 წელს იხსენებს, როცა თბილისში მორიგი ჩამოსვლისას სამების ტაძარი მოინახულა და იკითხა, ვინ ააშენა გრანდიოზული შენობა - საქართველოში უდიდესი ტაძარი".

"ბიძინა ივანიშვილის სახელმა ყრუდ გაიჟღერა და იქვე გაჩნდა მისი ბიოგრაფიის კონტურები: პატარა ქართველი ბიჭი ღარიბი სოფლიდან, რომელიც მოსკოვში წავიდა და გახდა მილიონერი.... 2008 წელს, როცა ჟურნალის პროფილისთვის სააკაშვილს შევხვდი, ვკითხე ამ იდუმალ ბიზნესმენზე. "ივანიშვილზე?", - წამოიძახა პრეზიდენტმა, - "ის გრაფ მონტე-კრისტოს ჰგავს, მხოლოდ ერთხელ შევხვდი. მას სძულს საჯაროობა. სააკაშვილი იცინოდა, შემდეგ კი დასძინა: "მაგრამ მას არ აქვს პოლიტიკური მისწრაფებები, ერთიც კი", - წერს ვენდელ სტივენსონი.

ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? - ამ კითხვით ამერიკელ ჟურნალისტს გიგა ბოკერიასთვის, იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისთვისაც მიუმართავს:

"ბიძინამ მშობლიურ სოფელში გზა გაიყვანა. თავიდან ყველა კმაყოფილი იყო, თუმცა ერთხელაც სოფლის მცხოვრებთა მასა დაინახა, რომელმაც გზა გადაკეტა. მათ შესჩივლეს, რომ მანქანები ძალიან სწრაფად მოძრაობენ ახალ გზაზე და ეს ხმაურს იწვევსო. ხალხმა მას ზომების მიღება სთხოვა, ასეთი მოძრაობისა და ხმაურისგან დასაცავად", - უთქვამს ბოკერიას და თითის ქნევით დაუმატებია, რომ ეს სოციალიზმის ნათელი მაგალითია.

შემდეგ კი სტატიაში ივანიშვილზე გავრცელებული ამბები ერთმანეთს ცვლის:

"ის წავიდა რუსეთში, ბორის ივანოვი დაირქვა და ოქროს საბადოთი ქონება დააგროვა";

"ის პერესტროიკის დროს კომპიუტერებს და ვიდეოაპარატურას ყიდდა";

"ის პენსიებს თბილისის მთელ ძველ ინტელიგენციას ურიგებს";

"იცით, მას ალბინოსი შვილები ჰყავს";

"ის რუსთაველის თეატრის აღდგენას აფინანსებს";

"მას ზებრები ჰყავს";

"არავინ იცოდა, ვინ გაიღო სამების ტაძრის აშენების ხარჯები, ვიდრე შევარდნაძემ არ დაწერა საკუთარ მემუარებში, რაზეც ბიძინა ძალიან განაწყენდა. როცა ეკლესია გაიხსნა, პატრიარქს უნდოდა დიდი წვეულება გადაეხადა, მაგრამ ბიძინამ უარი თქვა მისვლაზეც კი";

"მან ყველა თანაკლასელი შეკრიბა და უზარმაზარი სუფრა გააშლევინა, ამხანაგებს კი ახალი მანქანების გასაღებები დაურიგა",

"მას პინგვინები ჰყავს"

ვინ არის ბიძინა ივანიშვილი?ამ ჩამონათვალს ჟურნალისტი იმასაც ამატებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებენ სახელმწიფო უნივერსიტეტის აღდგენას, სამთო-სათხილამურო კურორტის აშენებას, ეროვნული პარკების, სამედიცინო კლინიკების კეთილმოწყობას და სხვა პროექტების განხორციელებას.

ჟურნალისტთან საუბრისას, მუსიკისა და დრამის თეატრის რეჟისორი დავით დოიაშვილი ივანიშვილთან წუთ-ნახევრიან შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ არცკი იცოდა, თუ ვის ელაპარაკებოდა.

"მკითხა, თუ რატომ იყო ჩვენი სცენა ასეთი მცირე ზომის. მეც ვუპასუხე, რომ უფრო დიდი სცენა მართლაც გვჭირდებოდა. მეორე დღეს მისი ხალხი ჩემთან მთელი თეატრის რეკონსტრუქციაზე სასაუბროდ მოვიდა", - ამბობს დოიაშვილი ამერიკელ ჟურნალისტთან.

რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე კი იხსენებს, რომ ერთ დღესაც "ქართუ ჯგუფიდან" დაურეკეს და "კონტრაქტის" გაფორმება შესთავაზეს.

"მას შემდეგ, მის საბანკო ანგარიშზე ყოველთვიურად 2300 აშშ დოლარი ირიცხება, სანაცვლოდ კი ლორთქიფანიძისგან არაფერს ითხოვენ. მისი შემთხვევა უნიკალური არ არის. ასობით, შესაძლოა, ათასობით ქართველი ინტელექტუალი და ხელოვანი დახმარებას ივანიშვილისგან იღებს", - წერს სტივენსონი.

ამერიკელი რეპორტიორი აღნიშნავს, რომ ისინი, ვინც ივანიშვილზე საურობენ, ურჩევნიათ ეს ხმადაბლა გააკეთონ, მასთან დაახლოებულები კი საერთოდ არაფერს ამბობენ, მიზეზი ერთია: "ეს ტაბუა".

სტივენსონი აღნიშნავს, რომ 2010 წელს ივანიშვილი "ფორბსის" მიერ გამოქვეყნებულ მილიარდელთა სიაში 4.5 მილიარდი დოლარით, მსოფლიოში 167-ე ადგილზე იყო და ამ თანხის ნაწილს ბიზნესმენი ხელოვნების ნიმუშების შეძენაზე ხარჯავს.

სტატიიდან ირკვევა, რომ ივანიშვილი ფრანკოფილია და მისი ოთხივე შვილი საფრანგეთის მოქალაქეა; სახლი აქვს სან-ტროპეს სანაპიროზე და ასევე ბინა პარიზში; მისი თოთხმეტი წლის ვაჟი ბერა კი ფრანგულ ენაზე Snoop Dogg-თან ერთად "რეპავს".

სტივენსონის ერთ-ერთი რესპონდეტი საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ერნიკ ფურნიეც არის, რომელიც ივანიშვილის მეგობარი აღმოჩნდა; ფურნიე არაერთხელ ყოფილა ივანიშვილის მთაწმინდაზე მდებარე "ბიზნეს-ცენტრსა" და ბიზნესმენის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში.
"მას უყვარს საფრანგეთი და ფრანგული სამზარეულო... დიახ, მას ზებრები ნამდვილად ჰყავს", - უთქვამს ფურნიეს სტივენსონისთვის.

ჟურნალისტი მორიგი გაჩერება ჭორვილაა, რომელსაც ის ბიძინა ივანიშვილის სამფლობელოს ეძახის.

"პოლიციის ახალი შენობა, 20-ზე მეტი სკოლა საჩხერის რაიონში, სახანძრო სამსახური, ადგილობრივი სამხედრო ბაზა, საფეხბურთო სტადიონი, ბიბლიოთეკა, კინოთეატრი ... ივანიშვილმა გომის გზა და წყალმომარაგების ნაგებობა აღადგინა და 2009 წლის დადგომამდე რეგიონის 60 000 მოსახლე უფასო გაზითა და ელექტროენერგიით უზრუნველყო. ჯანდაცვა კი საჩხერის ყველა მკვიდრისთვის ხელმისაწვდომი გახდა, საავადმყოფოც განაახლა. მან დაუწესა ყოველთვიური პრემიები ექიმებსა და მასწავლებლებს, მოხუცებს კი პენსები... ჭორველაში თითქმის ყველა შენობა ივანიშვილის აღდგენილია. წარმოუდგენელია, რომ ეს სახლები საქარველოში დგას: ეს ყველაფერი გერმანიისა და შვეიცარიის რომელიმე მხარეს უფრო ჰგავს", - წერს ამერიკელი რეპორტიორი.

საჩხერეში ხუმრობენ: იმის გამო, რომ დაქორწინებისას ივანიშვილი ყველას ორი ათას დოლარს ურიგებს, დასაოჯახებელი "არც ერთი ბრმა და კოჭლიც" კი არ დარჩაო.

"წლების განმავლობაში ივანიშვილი საზოგადო ცხოვრებას ჩამოშორდა. ეს გარკვეულწილად თავდაცვაც არის. 1990-იანი წლების შუა ხანებში მისი ძმა გაიტაცეს. გამტაცებლებისთვის ფულის გადახდა ცუდ პრეცენდენტს შექმნიდა და ივანიშვილმა მოთხოვილ თანხაზე მეტი რუსეთის და საქართველოს უშიშროების სამსახურებს გადაუხადა. ერთი თვის შემდეგ მისი ძმა გაათავისუფლეს", - წერს ამერიკელი ჟურნალისტი.

სტივენსონი ივანიშვილთან დაკავშირებით სრულიად ახალ განსაზღვრებასაც იყენებს და წერს, რომ ბიზნესმენი პერსონიფიცირებულ სოციალიზმს მისდევს.

რუსეთიდან დაბრუნებული ბიზნესმენი, ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ამჟამად "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე ამერიკელ ჟურნალისტთან საუბარში ივანიშვილის საქმიანობის შეფასებისას ამბობს, რომ "ის ადამიანების დამოუკიდებლობას კლავს. ისინი ივანიშვილზე არიან დამოკიდებულნი და ელემენტარულ რაღაცეებს დამოუკიდებლად ვერ აკეთებენ. ამასთან, ბევრი მისით უკმაყოფილოა: რატომ არ აკეთებს უფრო მეტსო", - უთქვამს კახა ბენდუქიძეს.

"ჭორვილაში ხალხი თურმე იმაზე ედავებოდა ერთმანეთს, შენ სახლის წითელი სახურავი რატომ გაქვს, მე კიდევ მწვანეო... ნახეს, ელექტროენერგიის და გაზის ფულს ივანიშვილი იხდიდა და სახლები მთელი ღამე გაჩახჩაღებული დატოვეს... სუბსიდიაც მოიხსნა... ყველა მასწავლებელს სახელმწიფო ხელფასზე ორჯერ გაზრდილ ანაზღაურებასთან ერთად ყოველთვიურად 200 აშშ დოლარიც ეძლეოდათ, შედეგად კი ზოგმა გაკვეთილების გაცდენა დაიწყო... ცოტა ხნის წინ კი ანაზღაურების საათებისა და პრაქტიკულად შესრულებული სამუშაოს მიხედვით გაცემა დაიწყეს", - წერს სტივენსონი.

რაც შეეხება პოლიტიკას, 2005 წელს, "ვედომოსტისთან" (პრაქტიკულად ერთადერთი გამოცემაა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა) საუბარში ივანიშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ აქვს.

"საქართველოს ახალ ხელისუფლებას არც მხარს ვუჭერ და არც მის წინააღმდეგ გამოვდივარ. მე პოლიტიკურ მოღვაწეებთან არავითარი კავშირი არ მაქვს", - უთქვამს ბიზნესმენს 6 წლის წინ.

"მე მატერიალისტი ვარ", - ესეც "ვედომისტისთვის" მიცემული ინტერვიუდანაა.

ვენდელ სტოვენსონმა "ქართუ ჯგუფში" გაარკვია, რომ ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი ქვეყანაში 60 შენობის აშენება-აღდგენითაა დაკავებული.

ჟურნალისტი წერს, რომ ივანიშვილი გაურბის საქართველოს ახალი საქმიანი და პოლიტიკური კლასის ხიბლს. ის უარს ამბობს თბილისური ელიტის სნობიზმზე. მას მოსწონს ერთგული, დაუხარბებელი და უპრეტენზიო ადამიანები. მის რამდენიმე მეგობარს კი ჩვეულებრივი სამუშაო ადგილები აქვთ: ერთი ყვავილების გამყიდველია, მეორე კი კლინიკის დირექტორი.

"რა აბედნიერებს ბიძინას", - ჟურნალისტის ამ კითხვაზე ივანიშვილის ერთ-ერთ მეგობარს გია ჭირაქაძეს, "ქართული ხმები"-ს ერთ-ერთ სოლისტს უპასუხია, რომ ბიზნესმენი ბედნიერია, როცა ვიღაც კმაყოფილი და ნასიამოვნებია.

"ბედნიერია, როცა ნარდს თამაშობს. ჩვენ დიდი ორთაბრძოლები გვაქვს ხოლმე: ამასწინათ ძალიან განაწყენებული დავტოვე, გავანადგურე - 7:0 მოვუგე, ბოლოს კი გაიმარჯვა და მომიგო 15:9-ით. ძალიან ბედნიერი იყო".

"ივანიშვილი კარგად ცხოვრობს. საკუთარ აუზში ცურავს, არ ეწევა, სადილის შემდეგ მხოლოდ კონიაკს სვამს, თუმცა ფრანგული ღვინის მარანი აქვს, რომელიც მას მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. მუშაობს დღეში 4-5 საათს ისე, რომ ტელეფონით რუსეთში საკუთარ ფირმებს უკავშირდება. დასაძინებლადაც ადრე, ღამის 10 ან 11-ზე მიდის", - წერს სტივენსონი ივანიშვილის ყოველდღიურ ჩვევებზე.

მინი-დოსიე:

2007 წელი, "კომერსანტი": "ვინ არის ბორის ივანიშვილი"

"ბორის (ბიძინა) ივანიშვილი ბიზნესით 1989 წლიდან არის დაკავებული. 1990 წელს დაარსა ბანკი "რასისკი კრედიტი", რომლის აქციების 67% მას ეკუთვნის. მის აქტივებს შორის არის კომპანია "უნიკორი", საფინანსო კომპანია "ინტერფინ ტრეიდი", აგროსამრეწველო კორპორაცია "სტოილენსკაია ნივა", სადაზღვევო კომპანი "რკ-გარანტი", შპს "ერკაფარმი" (სააფთიაქო ქსელი "დოქტორ სტოლეტოვი"), "აღმოსავლეთ ციმბირის ნავთობკომპანიის" აქციების 28.5%".


მომზადებულია prospectmagazine-ის მიხედვით.
 
 (ხმები: 5)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ