Logo
გაძლიერებული ძებნა
«    აგვისტო 2019    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
მარკ ტვენი


მარკ ტვენის შემოქმედება მრავალ ჟანრს მოიცავდა - რეალიზმს, რომანტიზმს, იუმორს, სატირას, ფილოსოფიურ ფანტასტიკას, პუბლიცისტიკას და ყველა ამ ჟანრში ჰუმანისტისა და დემოკრატის რანგში გამოდიოდა. მარკ ტვენი ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ.

უილიამ ფოლკნერი წერდა, რომ ის იყო "პირველი ჭეშმარიტად ამერიკელი მწერალი და ჩვენ ყველანი მას მერე მისი მემკვიდრეები ვართ", ერნესტ ჰემინგუეი კი წერდა, რომ "მთელი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა მარკ ტვენის ერთი წიგნიდან გამოვიდა, რომელსაც ჰქვია "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი".

მისი ნამდვილი სახელი და გვარი სემუელ ლენჰორნ კლემენსია. 1835 წლის 30 ნოემბერს დაიბადა ფლორიდაში. თვითონ ამტკიცებდა, რომ ფსევდონიმი მარკ ტვენი ახალგაზრდობაში სამდინარო ნავიგაციის ტერმინებიდან აიღო. როცა ლოცმანად მუშაობდა მისისიპიზე, ძახილი "მარკ ტვენ" (სიტყვასიტყვით "ნიშნული ორი") ნიშნავდა, რომ ნიშნულის მიხედვით მინიმალური სიღრმე იყო მიღწეული, სამდინარე ხომალდების გასავლელად საჭირო.

სემუელი ჯონ და ჯეინ კლემენსების ოთხშვილიან ოჯახში მესამე გახლდათ. მის ბავშვობაში ოჯახი ქალაქ ჰანიბალში გადავიდა საცხოვრებლად უკეთესი ცხოვრების ძიებაში. სწორედ ეს ქალაქი და მისი მცხოვრებნი არიან აღწერილი მის ნაწარმოებებში, განსაკუთრებით კი "ტომ სოიერის თავგადასავალში".
კლემენსის მამა 1847 წელს პნევმონიით გარდაიცვალა და ბევრი ვალი დატოვა. უფროსმა ვაჟმა ორაიონმა გაზეთის გამოცემა დაიწყო, რომელშიც სემსაც შეჰქონდა თავისი წვლილი, როგორც ტიპოგრაფს და ხანდახან სტატიების ავტორსაც. ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებული იუმორითა და სარკაზმით გამოირჩეოდა.

მოგვიანებით მისისიპის მდინარეზე ლოცმანად მუშაობდა. ეს ის პროფესია იყო, რომელსაც, მისივე აღიარებით, მთელი ცხოვრება სიამოვნებით გააკეთებდა, სამოქალაქო ომი რომ არ დაწყებულიყო და კერძო ხომალდების მოღვაწეობისთვის ბოლო არ მოეღო. კლემენსი იძულებული გახდა სხვა სამსახური ეპოვა.
1861 წელს სემი მასონთა ლოჟაში გაწევრდა, შემდეგ სამოქალაქო ომშიც ჩაერთო. სწორედ იმ პერიოდში მის უფროს ძმას ნევადის გუბერნატორის მდივნის თანამდებობა შესთავაზეს. სემი და ორაიონი იქ ერთად წავიდნენ. სწორედ აშშ-ის დასავლეთში ჩამოყალიბდა მარკ ტვენი როგორც მწერალი და აქტიურად შეუდგა წერას. ამავე დროს ნევადაში გამდიდრების სურვილით მაღაროელობაც დაიწყო და ვერცხლს მოიპოვებდა. ეს გამოცდილება მოგვიანებით თავის ნაწარმოებებში აღწერა. თუმცა იღბლიანი მომპოვებელი არ გამოდგა და ამ საქმიანობის მიტოვებაც მოუხდა, მალე გაზეთში დაიწყო მუშაობა და სწორედ იქ გამოიყენა პირველად ფსევდონიმი "მარკ ტვენი".

1865 წელს პირველი ლიტერატურული წარმატება ეწვია, მისი იუმორისტული მოთხრობა "ცნობილი მხტომელი ბაყაყი კალავერასიდან" მთელ ქვეყანაში გავრცელდა და საუკეთესო იუმორისტულ ნაწარმოებად მიიჩნიეს.

შემდეგ წლებში აქტიურად მოგზაურობდა და შთაბეჭდილებებს დაწვრილებით აღწერდა თავის ნაწარმოებებში. ასევე წერდა წერილებს, რომლებიც ამერიკულ გაზეთებში იბეჭდებოდა.

1870 წელს წარმატების პიკზე მყოფი ტვენი ოლივია ლენგდონზე დაქორწინდა და ქალაქ ბუფალოში გადავიდა. კითხულობდა ლექციებს აშშ-სა და ინგლისში, მერე მძაფრი სატირის წერას შეუდგა, ამერიკულ საზოგადოებასა და პოლიტიკას მძაფრად აკრიტიკებდა. შემოქმედებითი წარმატების მიუხედავად, არც ისე ბედნიერი იყო ოჯახში.

1910 წლამდე სამი შვილისა და საყვარელი ცოლის გარდაცვალება გადაიტანა. ბოლო წლებში ღრმა დეპრესიაში ჩავარდა, თუმცაღა მაინც შეეძლო ხუმრობა, რითაც სახელი ჰქონდა განთქმული. New York Journal-ში გამოქვეყნებული მცდარი ნეკრლოგის პასუხად ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: "ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ ძალიან გადაჭარბებულია".

სიცოცხლის ბოლო წლებში მატერიალურადაც გაუჭირდა. მისი საგამომცემლო კომპანია გაკოტრდა, ბევრი ფული ჩადო ახალი მოდელის საბეჭდ დანადგარში, რომელსაც წარმოებაში ჩაშვება არ ეწერა. პლაგიატებმა კი მისი რამდენიმე წიგნის უფლება მოიპარეს.

1910 წლის 21 აპრილს მარკ ტვენი სტენოკარდიით გარდაიცვალა. სიკვდილამდე ერთი წლით ადრე თქვა: "1835 წელს გალეას კომეტასთან ერთად მოვედი, ერთ წელიწადში ის ისევ მოფრინდება და მასთან ერთად ვაპირებ გამგზავრებას"... და სწორედ ასეც მოხდა.

ჟურნალი "რეიტინგი"
 
 (ხმები: 0)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ