Logo
გაძლიერებული ძებნა
«    იანვარი 2018    »
ორსაოთხუპაშაკვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
Advertisement on this site
არქივი

იანვარი 2018 (2)
დეკემბერი 2017 (2)
ნოემბერი 2017 (1)
მაისი 2017 (3)
აპრილი 2017 (1)
მარტი 2017 (5)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
„ბაიას ღვინო“ – 22 წლის ობჩელი  გოგონას ბრენდი

მეღვინეობა და მევენახეობა მისი ოჯახის ტრადიციაა. მისთვის ღვინო შრომასთან, ვაზთან და ბუნებასთან ასოცირდება. ამჟამად ”ილიაუნის” საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაზე სწავლობს და თვლის, რომ ამ პროფესიისა და ღვინის ბიზნესის სინთეზი საინტერესოა. ფიქრობს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დაგეგმვის თვალსაზრისით, საჯარო პოლიტიკა ძალიან ეხმარება უფრო მოქნილი გახდეს ყოველდღიური გამოწვევების წინაშე. 22 წლის ქართველმა მეღვინე ბაია აბულაძემ ბრენდი ”ბაიას ღვინო” ცოტა ხნის წინ შექმნა.
”მეღვინეობა და მევენახეობა ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. ჩვენი ვენახები იმერეთში ბაღდათის რაიონში, სოფელ მეორე ობჩაში მდებარეობს, ღვინოც ადგილზე იყიდებოდა, თუმცა ღვინის ფესტივალებში მონაწილეობამ სხვა დატვირთვაც მოგვცა, ყველა, ვინც კი სინჯავდა, ბაიას ღვინის სახელით მოიხსენიებდა მას. ეს პროდუქტი ჩვენი ნაწილია, მაგრამ ბიძგი გვჭირდებოდა. ეს ბიძგი კი პროექტი „აწარმოე საქართველოში“ გახდა. შემდეგი წარმატებული ნაბიჯი ფერმერთა ასოციაცია და მისი ხელმძღვანელი - ნინო ზამბახიძე იყო, რომლებმაც ვთვლი, რომ „ბაიას ღვინო“ გადააქციეს ბრენდად“, - იხსენებს ბაია აბულაძე.
ღვინის მნიშვნელობა - ბაიასთვის ღვინო განსაკუთრებული სასმელია. როცა საკუთარ ღვინოს აგემოვნებს, პირველ რიგში, თავისი სახლის ასოციაციას გრძნობს და უარყოფითი ემოციებისგან იცლება.
”ბაიას ღვინოზე” საუბრისას, მოუთმენლად ელის ღვინის შეფასებას:
”შიშის გრძნობა მიპყრობს ხოლმე. ერთი სული მაქვს, როდის მეტყვიან რას ფიქრობენ, დაიმსახურებს თუ არა, მოწონებას. მირჩევნია ჩემზე თქვან რამე ცუდი, ვიდრე ღვინოზე იმიტომ, რომ ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი თავი. ღვინის თითოეულ დეგუსტაციაზე - ჯერ ბოთლი გახსნილი არ მაქვს ხოლმე - უკვე მინდა ვკითხო, როგორი შთაბეჭდილება დარჩათ მასზე. საბოლოოდ კი ყველა ამბობს, რომ განსაკუთრებით კარგია. მეც მეამაყება და ახალი მოტივაციით მავსებს ეს თითოეული პატარა შექებაც კი. არა მგონია, სხვა ასეთი მოტივატორი ოდესმე მქონოდა”, - აღნიშნავს ბაია აბულაძე.

ქალი მეღვინე - როგორც თავად ამბობს, ახალგაზრდა ქალი მეღვინე საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა.
”როცა იგებენ, რას ვსაქმიანობ, ყველა კეთილად განეწყობა ჩემს მიმართ, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მგულშემატკივრობს. მათთვის ქალი და ბიზნესი - დიდი სიახლეა. ჩემთვის დიდი გამოწვევა, სწავლასთან, სამსახურთან და ძმის მოვლასთან ერთად დიდი დრო დავუთმო ყველა

დეტალს. ჩემთვის ასეთი ცხოვრებაა საინტერესო, შეუძლებელია დუნედ იყო”, - ამბობს და ღვინისა და ქალის საერთო თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას: ”ქალს ისევე, როგორც ღვინოს, ერთი დიდი საერთო თვისება აქვს - ორივეს მოფრთხილება უნდა. მეღვინეობაში არსებობს ასეთი ტერმინი - ტერუარი - რაც მოიცავს ყველაფერს, ღვინოსთან დაკავშირებულს: თუ როგორ ადგილზეა გაშენებული ვენახი, როგორ უვლიან, როგორია ტემპერატურა და ტენიანობა, იმასაც კი მოიცავს, ადგილობრივი თვითმმართველობა როგორია, ყველა კომპონენტი ღვინის გემოზე ახდენს გავლენას. მივხვდი, რომ ამ სასმელთან ბევრი რამეა დაკავშირებული ისევე, როგორც ქალთან, უმთავრესი კი მზრუნველობა და სიყვარულია. ტერუარს ისევე, როგორც ქალს, ყველაფერი სჭირდება. სხვა შემთხვევაში, ღვინო მხოლოდ ალკოჰოლური სასმელი იქნება”, - აღნიშნავს ბაია აბულაძე.
„ტერუარი“ - ოჯახთან ერთად, წარმატებით ართმევს თავს ვენახის მოვლის, ღვინის წარმოების ყველა ნიუანსს და თვლის, რომ ”ბაიას ღვინის” მთავარი მნიშვნელობა ჯიშების სიძველეშია:
”ცოლიკოურს რიგ ლიტერატურაში აღნიშნავენ „ობჩურას“ - ჩვენი სოფლის (ობჩა) სახელით, როგორც განსხვავებულ ცოლიკოურს. ღვინისთვის ყურძენს ჩვენ თვითონ ვუვლით, მთელი ზაფხული ყველა პროცედურას ვატარებთ, რაც საჭიროა. ოჯახის ყველა წევრი - დედა, მამა, ბებია, ჩემი ძმა, და, მე - ყველას დანაწილებული აქვს საქმე, ხშირად იმაზე მეტი, ვიდრე შეგვიძლია. ეს, უბრალოდ, ჩვენი ცხოვრების წესია. ვცდილობთ, არაფერი მოვაკლოთ, შედეგიც ზუსტად ისეთია, რომ მოლოდინსაც აჭარბებს ხოლმე. ცუდ ხასიათზე ყოფნას არ გაცლის (ზოგადად, გაბრაზებული მეღვინე იშვიათია ) სასიამოვნოც სწორედ ისაა, რომ ჩემი მონაწილეობით შექმნილი პროდუქტი მოწონებას იმსახურებს”.
პრობლემები ქართულ მეღვინეობაში - ახალგაზრდა მეღვინე ფიქრობს, რომ საქართველოში მეღვინეობის სფეროში განათლების პრობლემაა.
”მეღვინეებს არ აქვთ ინფორმაცია ვაზის მოვლის, პროცედურების, სისუფთავის შესახებ. ამიტომ მომწონს ღვინის კლუბი, მათი ლექციები, რომლებიც ძალიან საჭირო თემებს ეხება და ეს ჯგუფი სულ ორიენტირებულია, მეტი შესაძლებლობა და ხედვა მისცეს მეღვინეებს. განათლებასთან ერთად, პრობლემა მეღვინეების მოტივაციაცაა, რაც გამოწვეულია უკვე ბაზარზე დამკვიდრების სირთულით. მოუარო, აწარმოო და გაყიდო ერთდროულად რთული შესათვისებელია. კარგი იქნებოდა, თუ ღვინის ტურიზმსაც მიექცეოდა სათანადო ყურადღება, რადგან თითოეული ოჯახი განსხვავებულად ამზადებს და განსხვავებულ პროდუქტს ქმნის. ჩემთვის როგორც დამთვალიერებლისთვის, ასეთი მარნები ძალიან სასიამოვნოა, კარგი იქნება თუ „ღვინის გზის“ პროექტში უფრო მეტ ინიციატივას ჩართავენ”, - აღნიშნავს ბაია აბულაძე.
“ბაიას ღვინო” ბოთლებში ჩამოისხა და ცოტა ხნის წინ, თბილისის მაღაზიებში გამოჩნდა. ამ ეტაპზე გაყიდვაში 50 ბოთლი თეთრი მშრალი ციცქა-ცოლიკოურის ღვინოა. როგორც თავად ბაია აბულაძე აღნიშნავს, მაღაზიებმა მისი ღვინის გაყიდვის სურვილი თავად გამოთქვეს. თუ მაღაზიების მხრიდან დაინტერესება იქნება, ”ბაიას ღვინო” უფრო მეტ მაღაზიაში შევა და ღვინის მოყვარულებს ახალგაზრდა მეღვინე გოგონას საინტერესო ამბავს მოუთხრობს.

თამარ კორკოტაშვილი
 
 (ხმები: 2)


მსგავსი ინფორმაცია


�������� ���� ������ ���������
������� ���
საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ